BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

10 ყველაზე ინოვატორი კომპანია მსოფლიოში

მედეა სულამანიძე by მედეა სულამანიძე
1 August 2022
2 min read
0

ამერიკულმა ბიზნესგამოცემამ Fast Company-მ ყველაზე ინოვაციური კომპანიების ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა. 2022 წლის ყველაზე ინოვაციური კომპანიების რეიტინგში სულ 50 კომპანიაა, რომლებმაც გასულ წელს თავიანთ სექტორზე, მომხმარებლებსა და საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს:

  • Stripe

Stripe ირლანდიურ-ამერიკული კომპანიაა, რომელიც ონლაინვაჭრობის ვებგვერდებსა და მობილურ აპლიკაციებს გადახდებისთვის პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობს. 2020 წელს ფინანსურ მომსახურებაზე ორიენტირებულმა კომპანიამ კლიმატის ცვლილებასთან გასამკლავებლად Stripe Climate ინიციატივა შექმნა. Stripe Climate მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, მათი ონლაინგადახდებიდან გარკვეული პროცენტით ატმოსფეროში ნახშირორჟანგის შესამცირებელი ტექნოლოგიის განვითარება დააფინანსონ.

  • Solugen

ამერიკული Solugen ქიმიური ინდუსტრიის წარმომადგენელია. კომპანიამ შაქრის სიროფიდან მხოლოდ ენზიმების გამოყენებით ინდუსტრიული ქიმიკატების მიღების მეთოდი შეიმუშავა. რაც მთავარია, ეს მეთოდი  ქიმიკატების წარმოების პროცესში ნავთობის, ბუნებრივი აირისა და ქვანახშირის გამოყენებას გამორიცხავს, რაც ნახშირორჟანგის ემისიას მინიმუმამდე ამცირებს.

  • Twelve

ამერიკული სტარტაპის მთავარი ნიშა ნავთობპროდუქტებისგან ახალი ქიმიური ნივთიერებების მიღებაა. Twelve ნახშირორჟანგის ტრანსფორმაციით საწარმოო პროცესისთვის აუცილებელ ქიმიკატებს ამზადებს და კომპანიებს ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების საშუალებას აძლევს.

  • BlocPower 

კომპანია ამერიკაში საშუალო და დაბალშემოსავლიანი ოჯახებისთვის ბენზინსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე ტექნიკის თანამედროვე ენერგოეფექტიანი მოდელებით ჩანაცვლებაში ეხმარება. სტარტაპი ცდილობს, გაზარდოს სამიზნე ჯგუფების ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიაზე წვდომა  და წიაღისეულ საწვავზე მათი მოთხოვნა ამ გზით შეამციროს.

  • Climate Trace

Climate Trace 2020 წელს რამდენიმე ორგანიზაციის მიერ შექმნილი კოალიციაა, რომელიც თითოეული ქვეყნის მიერ ატმოსფეროში გაშვებული სათბური აირების ნაკადების შესახებ მონაცემებს აგროვებს. 300-მდე სატელიტისა და 11 000 სენსორისგან მიღებული 59 ტრილიონი ბაიტის მოცულობის მონაცემები პლანეტის კლიმატისა და ნახშირორჟანგის ემისიის გეოგრაფიული განაწილების შესახებ ყოვლისმომცველ ინფორმაციას გვაძლევს. 

  • Watershed 

2021 წელს შექმნილი სტარტაპი ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორებიცაა Airbnb, Shopify, DoorDash და ა.შ., გარემოში მათი საქმიანობის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამოთვლაში ეხმარება. ამასთანავე, Watershed კომპანიებისთვის ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სტრატეგიებსაც ქმნის და კლიენტებს სათბური აირების მენეჯმენტში ეხმარება.

  • Doconomy

შვედურმა კომპანიამ გასული წლის სექტემბერში ინდივიდის გარემოზე ზემოქმედების გამოსათვლელი პროგრამა – Lifestyle Calculator შექმნა. პროგრამა დეტალური კითხვარის საფუძველზე ინდივიდის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს აჯამებს და გარემოზე ყოველწლიურ გავლენას, მათ შორის, ნახშირორჟანგის ანაბეჭდსაც, ითვლის. Doconomy-მ მსგავსი კალკულატორი კერძო კომპანიებისა და ბრენდებისთვისაც შექმნა: 2030 Calculator სხვადასხვა სამომხმარებლო პროდუქტის წარმოებით შექმნილი ნახშირორჟანგის ანაბეჭდს მაღალი სიზუსტით ითვლის. 

  • Microsoft 

ტექნოლოგიური გიგანტი Fast Company-ის რეიტინგში დასაქმებულთა შრომის, კოლაბორაციისა და პროდუქტიულობის შესახებ პანდემიის დროს ჩატარებული მასშტაბური კვლევების გამო მოხვდა. კომპანიამ გასულ წელს დასაქმებულთა შრომითი ცხოვრების ძირითად ტენდენციებზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 30 000-მდე ადამიანის გამოკითხვის, Microsoft 365-ისა და Linkedin-ის მონაცემების ანალიზსა და კომპანიის მიერ Human Factors Lab-ში ჩატარებულ კოგნიტიურ კვლევებს ეფუძნება. შედეგების გათვალისწინებით, Microsoft-მა თავის აპლიკაციებში ცვლილებები შეიტანა. მაგალითად, Outlook-ს შეხვედრის გადადების ფუნქცია დაემატა, რათა დისტანციურად დასაქმებულებს ონლაინშეხვედრებს შორის შესვენების საშუალება ჰქონდეთ.

  • SpaceX

გასულ წელს კომპანიამ იაფი სარაკეტო ფრენების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. 2021 წელს რაკეტა Falcon 9-მ ჯამში 31 ფრენა შეასრულა. მათ შორის აღსანიშნავია ადამიანებით დაკომპლექტებული ეკიპაჟის გაგზავნა დედამიწის ორბიტაზე. კომპანიამ ეკიპაჟის თითოეული წევრის გამგზავრებაზე $55 მილიონი დახარჯა, როცა NASA-ს ეკიპაჟს თითოეული წევრის მგზავრობა $80 მილიონი უჯდება. SpaceX აეროკოსმოსურ სექტორში ფასების შემცირებისკენ ყოველწლიურად უფრო და უფრო შთამბეჭდავ შედეგებს აჩვენებს.

  •  Canva 

ვიზუალური დიზაინის პლატფორმა ინოვაციური კომპანიების ათეულს ასრულებს. კომპანია მომხმარებლებს ფოტოს, ტექსტისა და ანიმაციის დიზაინის უფასო ვერსიებთან ერთად უკვე Pro და Enterprise ფასიანი კატეგორიების შეძენის საშუალებასაც აძლევს. Canva-ს ღირებულებამ გასულ წელს $40 მილიარდს მიაღწია, ხოლო მიმდინარე წლის პროგნოზით, მისი შემოსავლები $1 მილიარდს გადააჭარბებს. 

Tags: CanvaFast CompanyMicrosoftSpaceXინოვაციებიინოვაციური კომპანიარეიტინგი

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი