BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

7 შეკითხვა სტარტაპერებს Silicon Valley-ზე – Agrolabs 

Agrolabs

საქართველოს ბანკი

თინათინ ბაქრაძე by თინათინ ბაქრაძე
20 August 2021
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

Agrolabs უკრაინული სტარტაპია, რომელიც ბავშვობის მეგობრებმა – მიხაელ ლაზარენკომ და მაქს გორინოვმა დააფუძნეს. კომპანია ჭკვიან მოწყობილობებს ქმნის, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია სათბურებში მცენარის განვითარების სრულ ციკლზე დაკვირვება და კონტროლი. შედეგად, ფერმერებს შეეძლებათ მაქსიმალურად სწორი აგრონომიული გადაწყვეტილებების მიღება. 

  • Agrolabs-ის ახალი სიტყვა აგრონომიაში
  • Silicon Valley და მისი შესაძლებლობები

რამდენიმე თვის წინ Agrolabs ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპაქსელერატორის – 500 Startups-ის გამარჯვებული გახდა. პროექტი საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. სწორედ ამიტომ, Agrolabs კალიფორნიაში, Silicon Valley-ზე იმყოფებოდა და მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორებს შეხვდა. კომპანიის თანადამფუძნებელმა – მიხაელ ლაზარენკომ Business Feed-ის 7 შეკითხვას კალიფორნიის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ჰაბიდან უპასუხა:

  • რა არის ამჟამად Agrolabs- ის ყველაზე დიდი გამოწვევა?
  • ამჟამად, ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა გაყიდვების გაზრდაა. ვმუშაობთ, რომ ახალ ბაზრებზე შევიდეთ
  • სად ხედავთ თქვენს თავს 10 წელიწადში?
  • 10 წელიწადში ჩვენს სტარტაპს ვხედავ, როგორც წამყვან კომპანიას სათბურის მონაცემების ანალიზის მიმართულებით. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სხვადასხვა კომპანიას, იყვნენ უფრო ეფექტურები. 
  • რა არის Agrolabs-ის კონკურენტული უპირატესობა?
  • ჩვენ შევიმუშავეთ IoT სენსორები, რომელიც მცენარის განვითარების მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა. გარდა ამისა, შევიმუშავეთ ისეთი პროგრამა, რომელიც გვეხმარება უფრო სწრაფი და ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • რას გააკეთებთ პირველი მილიარდის გამომუშავების შემდეგ?
  • კვლავ გავაგრძელებთ შრომას.
  • რა იყო თქვენი თავდაპირველი კაპიტალური ინვესტიცია სტარტაპის წამოწყებისას და რას ურჩევთ მას, ვისაც აქვს იდეები, თუმცა არ გააჩნია საკმარისი სახსრები მათ განსახორციელებლად?
  • მე და ჩემმა პარტნიორმა Agrolabs წინა სამსახურებიდან დაგროვილი დანაზოგით დავიწყეთ. აღსანიშნავია, რომ დღეს დამწყები სტარტაპერებისთვის, რომელთაც იდეების განსახორციელებლად არ აქვთ საკმარისი სახსრები, არაერთი გრანტია ხელმისაწვდომი. ამიტომ, აუცილებლად ვურჩევდი ყველას, შეიტანონ განაცხადები მსგავს პროგრამებში. მაშინაც კი, თუ თქვენს ქვეყანაში არ არის მსგავსი გრანტები ხელმისაწვდომი, აუცილებლად გადახედეთ სხვა ქვეყნებში არსებულ შესაძლებლობებს.
  • როგორი იყო თქვენი სამზადისი Silicon Valley-ზე გამგზავრებამდე?
  • სანამ Silicon Valley-ზე გავემგზავრებოდით, შევადგინეთ იმ პოტენციური ინვესტორების სია, ვისითაც ყველაზე მეტად ვიყავით დაინტერესებული. ჩასვლის შემდეგაც აქტიურად გავაგრძელეთ იმ ადამიანების მოძიება, ვისთანაც შევძლებდით საკუთარი ბიზნეს იდეების განხილვას.
  • რომელი წიგნის წაკითხვას ურჩევდით სტარტაპერებს? 
  • ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია იმ წიგნების კითხვა, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულად თქვენს ინდუსტრიასთან. არ არსებობს წარმატების რაიმე ზოგადი რეცეპტი, მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ღრმა ცოდნა თქვენი საქმიანობის მიმართულებით, აუცილებლად შეძლებთ ამ ცოდნის საფუძველზე წარმატების მიღწევას.
Tags: 500 Georgia500 StartupsAgrolabssilicon valleyინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომაქს გორინოვიმიხაელ ლაზარენკოსაქართველოს ბანკი

ასევე

CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
geralt/pixabay
IMPACT

ქართული ინტერნეტის ამბავი

11 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

აქ.ახლა ყველაფერი შენს ხელშია თიბისის ციფრულ ბანკთან ერთად

10 August 2022
Firmbee/pixabay.com
IMPACT

UX Design – მომხმარებელზე ორიენტირებული მომავლის პროფესია

27 July 2022
The World Economic Forum
მთავარი ამბავი

რა არის web 5 და ჩაანაცვლებს თუ არა web 3-ს

26 July 2022
NASA
მთავარი ამბავი

რა უნდა იცოდე ჯეიმს ვების ტელესკოპზე

15 July 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი