BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

9 მითი რუსეთის ეკონომიკის შესახებ: სანქციების შედეგები

Pexels

Pexels

ეკა გაზდელიანი by ეკა გაზდელიანი
3 August 2022
2 min read
0

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ხუთი თვის შემდეგ ბევრი დასავლელი პოლიტიკოსისა და ანალიტიკოსისთვის კვლავ გამოცანად რჩება, როგორია პუტინის აგრესიის ეკონომიკური შედეგები. გაურკვეველია ისიც, თუ რას ნიშნავს სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის და როგორ პოზიციონირებს ის როგორც შიდა, ასევე გლობალურ ეკონომიკაში.

ბევრი ამტკიცებდა, რომ საერთაშორისო სანქციები და ბიზნესების ნებაყოფლობითი გამოსვლა რუსეთიდან არაეფექტიანი და არასაკმარისი იქნებოდა. ბევრიც იმედგაცრუებული იყო, თუმცა, სახეზეა, რომ მიღებულმა ზომებმა რუსეთის ეკონომიკაზე დამანგრეველი გავლენა მოახდინა.

ის, რომ რუსეთის ეკონომიკის შესახებ კვლავ ბუნდოვანებაა, ხელმისაწვდომი ეკონომიკური მონაცემების ნაკლებობის გათვალისწინებით, გასაკვირი არ არის. ბოლო თვეებში გავრცელებულ რუსულ ეკონომიკურ ანალიზსა თუ პროგნოზებს ერთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური ხარვეზი აქვს: ეს ანალიტიკური მონაცემები უმთავრესად რუსეთის მთავრობის პერიოდული ეკონომიკური წყაროებიდან იღებს სათავეს. კრემლის მიერ გამოქვეყნებული რიცხვები ადრე მეტ-ნაკლებად სანდოდ ითვლებოდა, ახლა კი ეს ხარვეზი გაღრმავდა.

კრემლის ეკონომიკური რელიზები სულ უფრო და უფრო შერჩეული ხდება – ნაწილობრივი და არასრული: არახელსაყრელი ციფრები შერჩევითად აღარ ქვეყნდება.

რუსეთის მთავრობა თანდათანობით ამცირებს იმ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას, რომლებიც ომამდე ყოველთვიურად ახლდებოდა. აღარ ქვეყნდება საგარეო ვაჭრობის არცერთი მონაცემი, მათ შორის სტატისტიკა ექსპორტისა და იმპორტის შესახებ, ნავთობისა და გაზის თვიური გამომუშავების მონაცემები; საქონლის საექსპორტო რაოდენობები; კაპიტალის შემოდინება და გადინება; მსხვილი კომპანიების ფინანსური ანგარიშგება, რომლებსაც ადრე თავად კომპანიები აქვეყნებდნენ სავალდებულო წესით; ცენტრალური ბანკის მონეტარული საბაზისო მონაცემები; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემები; დაკრედიტებისა და სესხების მონაცემები, რომლებიც დაკავშირებულია კრედიტის ხელმისაწვდომობასთან. საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტო Rosaviatsiya-მაც კი, მოულოდნელად შეწყვიტა ავიაკომპანიისა და აეროპორტის მგზავრთა რაოდენობის შესახებ მონაცემების გამოქვეყნება.

მას შემდეგ, რაც კრემლმა განახლებული სტატისტიკების გამოქვეყნება შეწყვიტა, მკვლევრებისთვის ეკონომიკური მონაცემების ხელმისაწვდომობაც შეიზღუდა. ამიტომ, ბევრმა „ვარდისფერმა“ პროგნოზმა რუსეთის ეკონომიკური შედეგები უკრაინაში შეჭრის პირველი დღეებიდან სხვაგვარად აჩვენა. ჩანდა, რომ თითქოს სანქციებმა და რუსეთიდან ბიზნესების გატანამ დიდად არ იმოქმედა. ის „ხელსაყრელი“ სტატისტიკაც კი, რომელიც გამოქვეყნდა, საეჭვოა, თუ გავითვალისწინებთ იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რასაც კრემლი სტატისტიკური კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად განახორციელებდა.

კრემლის სტატისტიკის არასანდოობის გათვალისწინებით, იელის უნივერსიტეტის მკვლევრები იკვლევენ კერძო რუსულენოვან, პირდაპირ მონაცემთა წყაროებს, მათ შორის, მომხმარებელთა სტატისტიკას, რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებისგან გამოქვეყნებულ პრესრელიზებსა და სხვა კომპლექსურ მონაცემებს. საზღვაო სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლებმა მკვლევრებს ერთ-ერთი პირველი ყოვლისმომცველი ეკონომიკური ანალიზის შესაძლებლობა მისცა. ის აფასებს რუსეთის მიმდინარე ეკონომიკურ აქტივობას შეჭრიდან ხუთი თვის შემდეგ. ანალიზიდან ირკვევა, რომ კომპანიების მიერ რუსეთის დატოვება და სანქციები ანგრევს რუსეთის ეკონომიკას მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში. კვლევის საფუძველზე ანალიტიკოსები ამსხვრევენ ცხრა ფართოდ გავრცელებულ, მაგრამ შეცდომაში შემყვან მითს რუსეთის ეკონომიკური მდგრადობის შესახებ.

მითი 1: რუსეთს შეუძლია თავისი გაზის ექსპორტის გადამისამართება და ევროპის ნაცვლად აზიაში გაყიდვა

ეს პუტინის ერთ-ერთი საყვარელი და ყველაზე შეცდომაში შემყვანი მითია. ბუნებრივი აირი რუსეთისთვის ჩვეულებრივი სასაქონლო საექსპორტო პროდუქტი არ არის. გათხევადებული ბუნებრივი აირი რუსეთის გაზის ექსპორტის 10%-ზე ნაკლებია, ამიტომ რუსული გაზის ექსპორტი კვლავ დამოკიდებულია მილსადენების სისტემაზე. რუსეთის მილსადენების უმეტესობა ევროპისკენაა მიმართული. ეს მილსადენები დასავლეთ რუსეთში იღებს სათავეს და არ არის დაკავშირებული მილსადენების ახალ, ცალკეულ ქსელთან, რომელიც აღმოსავლეთ ციმბირს აზიასთან აკავშირებს და ევროპის მილსადენების ქსელის სიმძლავრის მხოლოდ 10%-ის გატარება შეუძლია. გასულ წელს რუსეთმა ჩინეთში 16,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გაიტანა ექსპორტზე, როდესაც ევროპაში ექსპორტირებული გაზის მოცულობა 170 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა.

დიდი ხნის წინ დაგეგმილი აზიური მილსადენების პროექტები ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა. ჯერ კიდევ წლებია დარჩენილი მათ ამოქმედებამდე, ისევე როგორც ნაჩქარევად წამოწყებული ახალი პროექტების დასრულებამდე. ამასთან, ამ ძვირად ღირებული გაზსადენის პროექტების დაფინანსება ახლა რუსეთს განსაკუთრებულად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს.

მთლიანობაში, რუსეთს უფრო მეტად სჭირდება მსოფლიო ბაზარი, ვიდრე მსოფლიოს – რუსული პროდუქტები. ევროპამ გასულ წელს რუსული გაზის ექსპორტის 86% მიიღო, მაგრამ ეს მისი მოხმარების მხოლოდ 46%-ს შეადგენდა. აზიასთან არსებული შეზღუდული მილსადენების ქსელის გათვალისწინებით, რუსული გაზის დიდი ნაწილი მიწის ქვეშ დარჩება. რუსული სახელმწიფო ენერგოკომპანიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უკვე აჩვენებს, რომ პროდუქციის წარმოება მიმდინარე თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 35%-ითაა შემცირებული.

მითი 2: ნავთობი უფრო ადვილად გადასაზიდია, ამიტომ რუსეთს შეუძლია მეტი ნავთობი გაყიდოს აზიაში

პუტინის შემცირებულ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ გავლენას ახლა რუსული ნავთობის ექსპორტიც ასახავს. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს სხვაგან წასასვლელი არსად აქვს და აზიურ ქვეყნებს ნავთობის შესყიდვის ბევრი სხვა შესაძლებლობა აქვთ (ვიდრე რუსეთს – მყიდველები), ჩინეთი და ინდოეთი უპრეცედენტო, დაახლოებით, $35-იანი ფასდაკლებით სარგებლობენ რუსული ურალის ნავთობზე. ისტორიული გამოცდილებით, ეს ფასდაკლება არასდროს ყოფილა $5-ზე მეტი. 2014 წლის ყირიმის კრიზისის დროსაც კი რუსეთი საკმაოდ ძვირად ყიდდა Brent-სა და WTI-ს ნავთობს. გარდა ამისა, რუსულ ნავთობტანკერებს საშუალოდ 35 დღე სჭირდებათ აღმოსავლეთ აზიაში მისასვლელად, როცა ევროპასთან დასაკავშირებლად ორიდან შვიდ დღემდეა საჭირო. ამის გამოც, ისტორიულად, რუსული ნავთობის მხოლოდ 39% გადიოდა აზიაში, ევროპისთვის კი 53% იყო განკუთვნილი.

ეს ვითარება მძაფრად იგრძნობა რუსეთში, რადგან ის რჩება შედარებით ძვირად ღირებულ მწარმოებლად ნავთობის სხვა მსხვილ მწარმოებლებთან შედარებით. სავარაუდოდ, უკვე რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროც გადახედავს და შეამცირებს ნავთობის გრძელვადიანი მოპოვების პროგნოზებს. როგორც ენერგეტიკის ბევრმა ექსპერტმა ივარაუდა, რუსეთი კარგავს ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსს, მისი სტრატეგიული ეკონომიკური პოზიციის შეუქცევადი გაუარესებით.

მითი 3: რუსეთი დაკარგულ დასავლურ ბიზნესებსა და იმპორტს აზიური იმპორტით ჩაანაცვლებს

იმპორტი რუსეთის შიდა ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 20%-ს შეადგენს. მიუხედავად პუტინის ილუზიებისა ტოტალური თვითკმარობის შესახებ, ქვეყანას სავაჭრო პარტნიორებისგან მაინც სჭირდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი პროდუქტები – ნაწილები და ტექნოლოგია. მიწოდების ჯაჭვში გარკვეული ცვლილებების გამო რუსული იმპორტი ბოლო თვეებში 50%-ზე მეტად დაეცა.

როგორც ბევრი ვარაუდობდა, რუსეთის საიმპორტო ბაზარი ჩინეთს არ ჩაუნაცვლებია. ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის უახლესი ყოველთვიური ანგარიშის თანახმად, წლის დასაწყისიდან აპრილამდე ქვეყნის ექსპორტი რუსეთში 50%-ზე მეტად შემცირდა და $8,1 მილიარდიდან თვეში $3,8 მილიარდამდე დაეცა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი შვიდჯერ მეტ ექსპორტს ახორციელებს შეერთებულ შტატებში, ვიდრე რუსეთი, როგორც ჩანს, ჩინურ კომპანიებსაც აშშ-ის სანქციების დარღვევა უფრო მეტად აწუხებთ, ვიდრე რუსეთის ბაზარზე ზღვრული პოზიციების დაკარგვა.

მითი 4: რუსული შიდა მოხმარება და მომხმარებელთა გადახდისუნარიანობა კვლავ მაღალია

საერთაშორისო მიწოდების ჯაჭვებზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ზოგიერთი სექტორი უკვე დაზარალდა ინფლაციის 40-60%-იანი ზრდით – გაყიდვები უკიდურესად დაბალ ნიშნულზეა. მაგალითად, უცხოური მანქანების გაყიდვები რუსეთში საშუალოდ 95%-ით შემცირდა.

მითი 5: სინამდვილეში, გლობალური ბიზნესი რუსეთიდან არ გამოსულა და ბიზნესის, კაპიტალისა და ინტელექტის გადინებაზე საუბარი გადაჭარბებულია

გლობალური ბიზნესები რუსეთის მუშახელის დაახლოებით 12%-ს (5 მილიონი მუშა) ასაქმებდნენ. 1 000-ზე მეტი უცხოური კომპანია რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 40%-ს აგენერირებდა. მას შედეგ, რაც მათ ოპერაციები შეაჩერეს, სამ ათწლეულში დაგროვებული უცხოური ინვესტიციების გადინება დაიწყო. კაპიტალის გადინებამ, თავის მხრივ, სამუშაო ძალის უპრეცედენტო გადინებაც და 500 000 ადამიანის მასობრივი გამოსახლება გამოიწვია. მათი უმეტესობა მაღალი განათლების მქონე, ტექნიკურად გამოცდილი მუშახელია.

მითი 6: ენერგიის მაღალი ფასების წყალობით პუტინი ბიუჯეტს სრულად შეავსებს

რუსეთის ბიუჯეტის დეფიციტი მიმდინარე წელს მშპ-ის 2%-ია. რუსეთის ფინანსთა მინისტრის თქმით, ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთის ბიუჯეტი დეფიციტურია, მიუხედავად, ენერგიაზე მაღალი ფასებისა. პუტინის არაგონივრული ხარჯვის წყალობით, დრამატულად გაზრდილია სამხედრო ხარჯები.

მითი 7: პუტინს აქვს ასობით მილიარდი დოლარი „წვიმიანი დღის“ ფონდებში, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კრემლის ფინანსები შემცირდება

პუტინის ფონდების წინაშე ყველაზე დიდი გამოწვევა ისაა, რომ მისი $600 მილიარდის სავალუტო რეზერვებიდან (რომელიც წლების განმავლობაში ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან გროვდებოდა), $300 მილიარდი გაყინულია და მიუწვდომელი. გაიჟღერა მოწოდებებმა ამ თანხის ჩამორთმევის შესახებ, უკრაინის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.

პუტინის დარჩენილი სავალუტო რეზერვები საგანგაშო ტემპით მცირდება, ომის დაწყებიდან რეზერვები დაახლოებით $75 მილიარდითაა შემცირებული.

მითი 8: რუბლი წელს მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ვალუტაა

რუბლის ოფიციალური გაცვლითი კურსი შეცდომაში შემყვანია. კურსს რუსეთი ხელოვნურად ინარჩუნებს და გასაკვირი არ არის, რომ შეჭრამდე არსებულ ვითარებასთან შედარებით, მკვეთრად შემცირებული მოცულობებითა და დაბალი ლიკვიდურობით ივაჭრება. მრავალი ცნობით, უწინდელი ვაჭრობის დიდმა ნაწილმა რუბლის არაოფიციალურ შავ ბაზრებზე გადაინაცვლა. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმაც კი აღიარა, რომ გაცვლითი კურსი, მეტწილად, რუსეთის მთავრობის პოლიტიკის ასახვაა და არა სავალუტო ბაზრებზე თავისუფალი ვაჭრობის შედეგად მიღებული.

მითი 9: სანქციები და ბიზნესის გადატანა საკმარისია და აღარ არის საჭირო ეკონომიკური ზეწოლა

მართალია, რუსეთის ეკონომიკა სერიოზულად დაზიანდა, მაგრამ ბიზნესების ქვეყნიდან გასვლა და რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების საკითხი არ დასრულებულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი საექსპორტო პოზიციები გაუარესებულია, სანქციებს მიღმა ის განაგრძობს ნავთობისა და გაზის რეალიზაციიდან შემოსავლების მიღებას.

თუმცა, მითები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ რუსეთის ეკონომიკა „დაბრუნდა“, სინამდვილეს არ შეესაბამება. ნებისმიერი მონაცემისა და ანალიზის გათვალისწინებით, რუსეთის ეკონომიკა უკვე იშლება და ამის შეჩერება შეუძლებელია.

Tags: გაზის ექსპორტივლადიმერ პუტინიიელის უნივერსიტეტინავთობირუბლირუსეთის ეკონომიკასანქციებიუკრაინა-რუსეთის კონფლიქტიჩინეთის ბაზარი

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი