BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ქართული ეკონომიკის 30 წელი: სად ვართ ახლა

Mathieu Stern

Mathieu Stern

ქრისტინე ქათამაძე ავტორი: ქრისტინე ქათამაძე
17 თებერვალი 2021
1 წუთში წასაკითხი
0

საქართველო თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის მქონე განვითარებადი ქვეყანაა და დღემდე ცვლილებების რთულ გზას გადის. საინტერესოა, რა ნაბიჯები გაიარა ამ გზაზე სახელმწიფომ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.

  • საქართველოს მშპ 1990 წელს – $7.754 მილიარდი
  • საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 1990 წელს – $3.697 775 ათასი

  • საქართველოს მშპ 2019 წელს – $17.477 მილიარდი
  • საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2019 წელს – $4.978 499 ათასი

*მთლიანი შიდა პროდუქტის ყველა სიდიდე გამოანგარიშებულია მიმდინარე წლის რეალურ აშშ დოლარში.

1990-1999 წლები

1990-იან წლებში საქართველომ, ისევე როგორც პოსტსაბჭოთა და სოციალისტური ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, მკვეთრი ეკონომიკური ვარდნა განიცადა. მხოლოდ ხუთ წელიწადში (1990-დან 1995-მდე) მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი ჯამში $5.24 მილიარდით შემცირდა, რაც 67.69%-ით კლებას ნიშნავს. დეკადა ინფლაციის მაღალი დონითა და ბიუჯეტის მწვავე დეფიციტით გამოირჩეოდა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც მოსახლეობის მხრიდან გადასახადებისთვის თავის არიდება იყო.

1994 წლის შემდეგ შეინიშნებოდა სიტუაციის სტაბილიზაცია და მცირედი მატებაც, თუმცა, 1998 წლიდან 1999 წლამდე მშპ-ის კლება კვლავ დრამატული იყო.

World Bank

1990-იან წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მცირდებოდა.

2000-2009 წლები

2000-იანი წლების პირველი მონაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისთვის აღმავლობის პერიოდი იყო. საქართველოს მშპ 2000-დან 2008 წლამდე, ვარდების რევოლუციის შედეგად განხორციელებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების შედეგად, $9.738 მილიარდით (318.5%-ით) გაიზარდა და $12.795 მილიარდს  მიაღწია.

სიტუაცია გაუარესდა 2008 წელს, რისი უმთავრესი მიზეზიც საქართველოსთვის არა მსოფლიოში არსებული 2008 წლის ფინანსური კრიზისი, არამედ რუსეთ-საქართველოს შორის მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი აღმოჩნდა. ომმა უდიდესი ფინანსური თუ ადამიანური ზიანი მიაყენა სახელმწიფოს, რაც ლოგიკურად აისახა ეკონომიკურ პარამეტრებზეც და 2009 წლის მშპ-ის მაჩვენებელი, 2008 წელთან შედარებით, $2.028 მილიარდით შემცირდა.

World Bank

2000-იანი წლების საქართველოს ეკონომიკაში გარდამტეხი როლი სწორედ 2008 წელმა შეასრულა.

2010-2019 წლები

არაპროგნოზირებადი და მკვეთრად ცვალებადი აღმოჩნდა საქართველოსთვის 2010-იანი წლებიც. დეკადის პირველ მონაკვეთში ქვეყნის ეკონომიკა სტაბილურად იზრდებოდა, თუმცა, 2014 წლიდან კვლავ გაუარესდა. მკვეთრად გაუფასურდა  ვალუტის კურსი და გაიზარდა უმუშევრობა.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს რუსეთის 2014-2015 წლის ეკონომიკური კრიზისი, რომელმაც მთელი პოსტსაბჭოთა სივრცე დააზარალა. გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა. 2015 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი, 2014 წელთან შედარებით, $2.7 მილიარდით (15.2%-ით) შემცირდა. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი სწორედ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის ეკონომიკური კრიზისი და, შესაბამისად, ექსპორტისა და ფულადი გზავნილების შემცირება იყო.

World Bank

2015-დან 2018 წლამდე მშპ-ის მაჩვენებელი შესამჩნევად, წლიურად ერთ მილიარდ დოლარამდე იზრდებოდა, 2018-19 წელს კი სტაგნაცია შეინიშნებოდა.

mostafa meraji

მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემები ქვეყნის კეთილდღეობის შესაფასებლად არ არის საკმარისი. სურათის უკეთ დასანახად საჭიროა მშპ-ის ერთ სულ მოსახლეზე გამოანგარიშება:

World Bank

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი (დათვლილი ერთ სულ მოსახლეზე 1990-2019 წლებში).

თეგები GDPეკონომიკაინფლაციამშპრუსეთის კრიზისისაქართველოსტაგნაციაუმუშევრობა

ასევე

Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
Elven Technologies
ბიზნესი და ეკონომიკა

Elven Technologies ცეცხლის წინააღმდეგ: ვინ არიან ქართველი ტარგარიენები

24 თებერვალი 2021
britannica.com
ბიზნესი და ეკონომიკა

რა არის საფონდო ბირჟა?

23 თებერვალი 2021
Metro Logistics
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Metro Logistics – სწრაფად მზარდი ქართული კომპანია

23 თებერვალი 2021
OECD
ბიზნესი და ეკონომიკა

OECD ქვეყნების მთავრობები: ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს?

19 თებერვალი 2021
სითი თაუერი
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

წარმატების წერტილი

18 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი