BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

აგვისტოს ფესტივალები

Rave Festival

Getty Images

ლევან შაყულაშვილი by ლევან შაყულაშვილი
4 August 2022
3 min read
0

ცხელი აგვისტოს მიუხედავად, წელს ქართული კლუბური ცხოვრება შეჩერებას არ აპირებს და გასართობი ღონისძიებების ნაკლებობას საერთოდ არ უჩივის. თუ თქვენ ჯერ კიდევ არაფერი დაგიგეგმავთ, Business Feed მოგიყვებათ, სად და როგორ შეძლებთ გართობას მომავალი კვირის განმავლობაში. 

KOMOREBI
Komorebi სტუმრებს მსოფლიო თუ ადგილობრივი პოპულარული არტისტის ჰარმონიულ სივრცეში გაერთიანებას ჰპირდება. ფესტივალი ქალაქ ბათუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, ციხისძირში, 5 და 6 აგვისტოს გაიმართება.

5 აგვისტოს ფესტივალის ჰედლაინერები იქნებიან: Catnapp, Creams, Digital Groove Affair, Kvanchi, MCMLXXXV, Rezo Glonti, Vnjoka B2B Mariami და Zurkin.

კომორები
Komorebi · კომორები

ლაინაფში გამოსარჩევია ბოლო პერიოდის საკმაოდ პოპულარული ქართველი არტისტი და პროდიუსერი Creams. პოპულარობით სარგებლობს მისი ტრეკები – DIE 4 YOU და RUN. ყველაზე დიდი წარმატება კი სიმღერამ SLEEP ON ME მოუტანა, რომელიც Netflix-ის საკულტო სერიალ Lucifer-ის ერთ-ერთ ეპიზოდში საუნდტრეკადაც გამოიყენეს.

 

6 აგვისტოს კი სცენაზე არტისტები Matrixxman, Ndrx B2B Zitto, Takaaki Itoh და Yanamaste წარდგებიან.

ფესტივალის სტუმრებს მწვანე ვენიუ უმასპინძლებს, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. კომორების ერთდღიანი ბილეთების ფასი კალათების მიხედვით – 60-იდან 90 ლარამდეა, ხოლო ორდღიანის – 100-იდან 160 ლარამდე. აუცილებელია იმის აღნიშვნაც, რომ შემოსული თანხის ნაწილით ორგანიზატორები უკრაინის ომში დაღუპული ქართველი გმირების ოჯახებს დაეხმარებიან.

SWING
5-7 აგვისტოს საქართველოში კიდევ ერთი სამუსიკო ფესტივალი Swing ჩატარდება. სტუმრებს როგორც ცნობილი, ასევე ელექტრონიკის ჟანრის შედარებით ახლად გამოჩენილი არტისტების მოსმენის საშუალება მიეცემათ. ლაინაფში ქართველ და ასევე, ბევრ უცხოელ ანდერგრაუნდ მუსიკოსსაც შევხვდებით.

თავდაპირველად, ფესტივალი 30 ივლისს უნდა დაწყებულიყო და მისი მასპინძელი ოქროს ტბა და ქალაქი ფოთი უნდა ყოფილიყო. თუმცა, თავდაპირველი თარიღი და ლოკაცია შეიცვალა და ფესტივალს ბათუმის ძველი ბულვარის ტერიტორიაზე არსებულ 3 კლუბი: ზღვაზე • Zgvaze, BAHN და GATE/Botanico მასპინძლობს. აღსანიშნავია, რომ GATE/Botanico სტუმრებს ორ სცენას შესთავაზებს, სადაც პარალელურად სხვადასხვა არტისტი დაუკრავს.

Swing Festival
Swing Festival / Facebook

6 და 7 აგვისტოს მუსიკის მოყვარულებს შეუძლიათ, კლუბ ზღვაზე • Zgvaze Mzesumzira Stage-ს ეწვიონ.
აქ პირველ დღეს Gio Shengelia-ს, Huerta-ს, Oshana-სა და RATI b2b KDEMA-ს, ხოლო მეორე დღეს Toke-ს, Luca Lozano-ს, Quest-ისა და Vas+++ B2B Audio Space-ის მოსმენას შეძლებენ.

სამივე დღის განმავლობაში სტუმრებს უმასპინძლებს კლუბი BAHN. კლუბის ლაინაფი ასე გამოიყურება:
5 აგვისტო:
Liza Rivs, George Effe, Psyk, Oscar Mulero, Helena Hauff, Yanamaste
6 აგვისტო:
Skyra, Anthony Linell, Dvs1, HVL, Greenbeam & Leon, Lilith
7 აგვისტო:
Alba Heidari, Anabel Arroyo, Etapp Kyle, James Newmarch, B2B Voicedrone.

ასევე, სამივე დღის განმავლობაში ღია იქნება Gate-ისა და Botanico-ს სცენებიც, რომელთა ლაინაფიც ასეთია:
Botanico Line Up
5 აგვისტო:
Mancho, Rydeen, Generali Minerali, Esi,
6 აგვისტო:
Lasha Guruli, Parna, Sumo, Vako T
7 აგვისტო:
Wesley Wise, Tekkon, Third Soul, Hudson, Kura

 

Gate Line Up
5 აგვისტო:
DJ Delorean, Will Gates, Roman Flugel, Gene on Earth, Ash Scholem
6 აგვისტო:
Hatsvali, Bekuchi, D.Tiffany B2B REGULARFANTASY, Cobert, MISSTEIKK, Dr.Banana
7 აგვისტო:
Kramur, Bero, DJ Masda, Z@P, Zurkin

Swing ფესტივალზე დასასწრები ერთდღიანი პირველი კალათის ბილეთის ფასი 70 ლარია, ხოლო სამდღიანი აბონემენტის Full Pass-ის საფასური – 140 ლარი.

Tags: Anthony LinellBotanicoCatnappCreamsDigital Groove AffairDvs1GATEGeorge EffeGreenbeam & LeonHelena HauffHVLKOMOREBIKvanchiLilithLiza RivsLuciferMCMLXXXVMusic FestivalMzesumzira StageNetflixOscar MuleroPsykRezo GlontiSkyraSLEEP ON MESwingYanamasteZurkinზღვაზე * Zgvazeმწვანე ვენიუ

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი