BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ბაიდენის Dream Team

ჯო ბაიდენი/nbcnews.com

ჯო ბაიდენი/nbcnews.com

თამარ კიზივაძე ავტორი: თამარ კიზივაძე
ნოემბერი 26, 2020
1 წუთში წასაკითხი
0

„ამერიკა დაბრუნდა და მზადაა მსოფლიო ლიდერობისთვის“ – აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ჯო ბაიდენმა საზოგადოებას ის ადამიანები წარუდგინა, რომლებიც მის ადმინისტრაციაში საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების სფეროებში მაღალ თანამდებობებს დაიკავებენ. ვინ არიან ბაიდენის ახალი გუნდის წევრები და რა თანამდებობებს დაიკავებენ ისინი? რა მიმართულებით წაიყვანს ახალი ადმინისტრაცია ამერიკას და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს აღნიშნულ პროცესს საქართველოზე?

ვინ დაიკავებს ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მაღალ თანამდებობებს?

ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნად ენტონი ბლინკენი წარადგინა, რომელიც მისი ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველია. ბლინკენი ამერიკელი საჯარო მოხელე და დიპლომატია, რომელსაც 2015-2017 წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობა ეკავა, 2013-2015 წლებში კი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე იყო.

ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტს იურისტი ალეხანდრო მაიორკასი უხელმძღვანელებს. მაიორკასი წარმოშობით კუბადანაა და პირველი ლათინოამერიკელია, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნება. ის აღნიშნული სააგენტოს მდივნის ყოფილი მოადგილეა.

ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი ბაიდენის გუნდში ერთადერთი ქალი არაა. მომავალმა პრეზიდენტმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელად ავრილ ჰაინესი დაასახელა. ჰაინესი პირველი ქალია, რომელიც ამერიკის დაზვერვას გაუძღვება. ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორისა და ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის ყოფილი მოადგილეა.

ბაიდენმა ყოფილი ელჩი, აფროამერიკელი ლინდა ტომას-გრინფილდი გაეროში აშშ-ის ელჩად წარადგინა. მას 35-წლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. 

ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობას ჯეიკ სალივანი დაიკავებს. სალივანი ყოფილი სახელმწიფო მდივნის – ჰილარი კლინტონის მრჩეველი იყო.

2013-2017 წლებში ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კლიმატის საკითხებში საგანგებო წარმომადგენელი იქნება. ამასთანავე, კერი ადგილს ეროვნული უშიშროების საბჭოშიც დაიკავებს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენს ამის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამერიკის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ჯანეტ იელენი ბაიდენის ხაზინის დეპარტამენტს გაუძღვება და ამ თანამდებობაზე პირველი ქალი იქნება. BBC-ის მიხედვით, პროფესიით ეკონომისტ იელენს 2007 წლის კრიზისის შემდგომი რთული პერიოდის მართვაში დიდი წვლილი მიუძღვის. 

რა ცვლილებებს მოუტანს ბაიდენის გუნდი ამერიკასა და საქართველოს?

ბაიდენისა და მისი ახალი გუნდის მმართველობის პერიოდში განსაკუთრებული ცვლილებები საგარეო ურთიერთობების კუთხითაა მოსალოდნელი. BBC-ის მიხედვით, ბაიდენის გუნდის დღის წესრიგში უმთავრესი აშშ-ის საერთაშორისო ასპარეზზე დაბრუნება და მოკავშირეებთან ურთიერთობების გამყარება იქნება. ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა წყნარი და ატლანტიკის ოკეანეების რეგიონებში ლიდერის როლს შეასრულებს. ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში აშშ ნაკლებად იყო კონცენტრირებული სხვა ქვეყნებთან მჭიდრო მოკავშირეობაზე. ამერიკა დაუბრუნდება ირანის ბირთვულ შეთანხმებასა და პარიზის შეთანხმებას კლიმატის ცვლილებების შესახებ, აგრეთვე, დარჩება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში და ნატოსთან მჭიდრო კავშირის აღდგენაზე ზრუნვას კვლავ აქტიურად დაიწყებს. საინტერესო და წინასწარ რთულად განსასაზღვრია, როგორ იმოქმედებს ბაიდენის პრეზიდენტობა ამერიკასა და ჩინეთს შორის ურთიერთობაზე, რომელიც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში გართულდა. აქვე, აღსანიშნავია ისიც, რომ, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენისთვის გარემოსა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, რასაც ადმინისტრაციაში კლიმატური ცვლილებების საგანგებო ელჩის პოზიციის შექმნაც მოწმობს.

დიპლომატი და Grass-ის მკვლევარი გია (გაიოზ) ჯაფარიძე:

„როცა ერთი პარტიის ადმინისტრაციას მეორე ცვლის, ბუნებრივია, ცვლილებები სხვადასხვა მიმართულებით მრავლად იქნება. ჩემი შეხედულებით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ საერთაშორისო პოლიტიკას გამოთიშული იყო. ფრაზა America First, ალბათ, სწორედ ამას ნიშნავდა.  ტრამპის პრეზიდენტობისას ამერიკამ საგარეო პოლიტიკური იზოლაციონიზმი აირჩია და საერთაშორისო დონეზე მიმდინარე მოვლენებში ნაკლებად ერთვებოდა. ბაიდენის შემთხვევაში, მგონია, ამერიკა საერთაშორისო ასპარეზს უფრო აქტიურად დაუბრუნდება და იზოლაციონისტური პოლიტიკა დასრულდება. ვფიქრობ, ერთ-ერთი პირველი, რასაც ბაიდენის ადმინისტრაცია გააკეთებს, ევროპის კავშირთან პარტნიორობის აღდგენა და ნატოსთან ძველი ურთიერთობის დაბრუნება იქნება. აგრეთვე, ამერიკა უფრო მეტად შეეწინააღმდეგება ავტორიტარულ რეჟიმებს, რომლებშიც, უპირველეს ყოვლისა, რუსეთი მოიაზრება.

ბაიდენის პრეზიდენტობა, ვფიქრობ, მსოფლიოში დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. თუ დავაკვირდებით, საქართველოც საგარეო პოლიტიკაში მაშინაა წარმატებული, როდესაც ამერიკაში დემოკრატიული ადმინისტრაციაა. ამასთან, ამერიკა ნატოსთან აქტიურ ურთიერთობას აღადგენს, რაც დადებითი ფაქტორია, რადგან ნატოში პარტნიორებს შორის ბზარები საქართველოსთვის ხელსაყრელი არაა.

ბაიდენის გუნდის წინაშე უამრავი პრობლემა იქნება, ამიტომ, ცხადია, მოლოდინი იმისა, რომ საქართველო პრიორიტეტი იქნება, არ მაქვს. ამის მიუხედავად, იმედი მაქვს, შავი ზღვის უსაფრთხოება ახალი ადმინისტრაციის დღის წესრიგში იქნება და აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა უფრო გააქტიურდება.“

ბაიდენის მიერ შერჩეული კანდიდატები, სალივანისა და კერის გარდა, საბოლოოდ სენატმა უნდა დაამტკიცოს. ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ეპიდემიის მართვას, საგარეო კურსის ცვლილებასა და სხვა მნიშვნელოვან პროცესებს ბაიდენი ოფიციალურად სწორედ ამ მომენტიდან უხელმძღვანელებს.

თეგები BBCავრილ ჰაინესიალეხანდრო მაიორკასიბარაკ ობამაგია ჯაფარიძედონალდ ტრამპიენტონი ბლინკენიკამალა ჰარისილინდა ტომას-გრინფილდიჯანეტ იელენიჯეიკ სალივანიჯო ბაიდენიჯონ კერიჰილარი კლინტონი

ასევე

IMPACT

როგორ გაანათა მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისი

იანვარი 22, 2021
Markus Frieauff/unsplash
IMPACT

საყოველთაო ჯანდაცვა: რა არის სწორი

იანვარი 14, 2021
tatiana-rodriguez/unsplash
IMPACT

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შედეგები

იანვარი 13, 2021
Medium
IMPACT

როგორ მოიპარა კოკა-კოლამ ახალი წელი

დეკემბერი 31, 2020
rawpixel
IMPACT

ყველაზე Employee-Friendly კომპანიები საქართველოში

დეკემბერი 28, 2020
HBO Max / Youtube
IMPACT

დრაკონის საგვარეულო: ეს უნდა იცოდე

დეკემბერი 26, 2020
Jordan Harrison / Unsplash
IMPACT

ირლანდიის ეკონომიკური სასწაული: გაკვეთილები საქართველოსთვის

დეკემბერი 24, 2020
IMPACT

500 სიტყვაში – ანაკლიის პორტი, ჰესები, დავით გარეჯი

დეკემბერი 19, 2020
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

getty
LIFESTYLE

რას ნიშნავს ცნობილი ბრენდების სახელები?

იანვარი 23, 2021
IMPACT

როგორ გაანათა მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისი

იანვარი 22, 2021
freepik
ბიზნესი და ეკონომიკა

საქართველოს 2020 წლის ეკონომიკური პარამეტრები SO FAR

იანვარი 20, 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი