საქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად ახალ პროექტს იწყებს. ბანკი ბიზნესებს სთავაზობს, სწრაფად და მინიმალური დანახარჯებით გააციფრულონ და მოაწესრიგონ საბუღალტრო აღრიცხვის პროცესი.
იმისათვის, რომ ბიზნესებმა ნაკლებ დროში და მარტივად დაამტკიცონ ახალი ლიმიტი, დანარჩენი დრო კი საკუთარი ბიზნესის განვითარებას მოახმარონ, საქართველოს ბანკმა შეიმუშავა ბუღალტერიის განვითარების პროგრამა.
პროგრამა მოიცავს 3 მიმართულებას:
- ბუღალტერიის გაციფრულება
- სრული საბუღალტრო სერვისი
- ფინანსური ინფორმაციის სწრაფი მიმოცვლა.
ბიზნესს შეუძლია, აღნიშნული მიმართულებებიდან აირჩიოს ერთი ან რამდენიმე და ისარგებლოს მასზე მორგებული უპირატესობებით.
მაგალითად, თუ ბიზნესს არ აქვს გაციფრულებული ბუღალტრული ოპერაციები, შეუძლია, ისარგებლოს საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების საბუღალტრო პროგრამებით, როგორებიცაა Balance და OneSoft.
ბიზნესებს, რომლებსაც სურთ საბუღალტრო ოპერაციების გამარტივება, საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიები Nexia TA, Grant Thornton, AGIC, Ants და MOORE abc 20-50%-იანი ფასდაკლებით მოემსახურებიან.
მეტი ხელმისაწვდომობისთვის საქართველოს ბანკი ბიზნესებს სთავაზობს API სერვისს, რაც ინფორმაციის სწრაფად მიმოცვლას ღილაკზე ერთი თითის დაჭერით უზრუნველყოფს.
პროექტი USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
რა ბენეფიტებს სთავაზობს ბუღალტერიის განვითარების პროგრამა ბიზნესს:
- სესხის მოთხოვნის სწრაფად დამუშავება
- საკრედიტო ლიმიტის ვადის გახანგრძლივება და მისი მარტივად მართვა
- კომპანიის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტის შეთავაზება.
საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ მასურაშვილი ბუღალტერიის გაციფრულების პროექტის შესახებ საუბრობს:
„კვლევის შედეგად დავინახეთ, რომ ჩვენი პარტნიორი ბიზნესებისთვის პრობლემას წარმოადგენდა მოუწესრიგებელი საბუღალტრო ანგარიშგება. ეს მათთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყო ფინანსური რესურსების მოძიების პროცესში. მოუწესრიგებელი დოკუმენტაცია არასწორ წარმოდგენას ქმნის კომპანიის შესაძლებლობებზე და ზღუდავს ფინანსურ ხელმისაწვდომობას.“
როგორც ზურაბ მასურაშვილი განმარტავს, საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, ბიზნესებს განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები შეუქმნას:
„სწორედ იმიტომ, რომ კომპანიებს შევუქმნათ ახალი შესაძლებლობები, მათ ვთავაზობთ ჩვენი პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერას, რაც გულისხმობს საბუღალტრო რეპორტინგის მოწესრიგებასა და პროცესის მაქსიმალურ გაციფრულებას.
გვჯერა, რომ რაც უფრო მეტად მოვუსმენთ ჩვენს მომხმარებლებს, მით მეტად შევძლებთ მათი ინტერესების დაკმაყოფილებას. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესისთვის მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას“.