BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

Cardeal-ის გზა Silicon Valley-მდე

Cardeal
თინათინ ბაქრაძე by თინათინ ბაქრაძე
21 June 2021
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

წარმატებული ბიზნესის წამოსაწყებად ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა გესმოდეს, თუ რატომ და რისთვის უნდა შეიქმნას ის: რა პრობლემების გადაჭრას შეუწყობს ხელს, რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა, როგორ გაამარტივებს ადამიანების ცხოვრებას და დააჩქარებს თუ არა ამ პრობლემების გადაჭრის უკვე არსებულ ხანგრძლივ პროცესს. ხშირად ასეთი კომპანიების შექმნის იდეა პირადი და, უმეტესწილად, არცთუ სასიამოვნო გამოცდილებიდან იბადება ხოლმე. ასე მოხდა Cardeal-ის შემთხვევაშიც.

Cardeal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ზურა ბაკურაძემ კომპანია ლაშა ანთაძესთან ერთად დააფუძნა. ინსპირაციის წყარო საკუთარი წარუმატებელი გამოცდილება აღმოჩნდა. რამდენიმე წლის წინ, როცა ავტომობილის შეძენა სურდა, გადაწყვიტა, ამერიკიდან ჩამოეყვანა, რადგან არჩევანი უფრო დიდია და ფასიც 30-40%-ით ნაკლები. თუმცა, იმის გამო, რომ ეს პროცესი არც ისე მარტივია, როგორც ადამიანების უმრავლესობამ, ზურამაც დასახმარებლად ნაცნობ ავტოდილერს მიმართა. მანქანის ჩამოყვანის შემდეგ მიხვდა, რომ ნაცნობმა დილერმა მოატყუა. გარდა იმისა, რომ ზედმეტი გადაიხადა, აღმოაჩინა, რომ მის მიერ შეძენილ მანქანას ამერიკაში ტაქსის დანიშნულებით იყენებდნენ. სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ მისთვის, როგორც ამ სფეროში გამოუცდელი მომხმარებლისთვის, პროცესები ბუნდოვანი, რთული და არასანდო იყო.

რა არის Cardeal და რა პრობლემების გადაჭრაში ეხმარება იგი მომხმარებლებს?

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მომენტალურად არ მომხდარა, მაგრამ მალე წარუმატებელი გამოცდილება წარმატებულ სტარტაპად – Cardeal-ად იქცა. ეს არის ციფრული პლატფორმა, რომელიც 500 000 ავტომობილსა და ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო სერვისს აერთიანებს: შერჩევას, შემოწმებას, ლიზინგსა თუ ტრანსპორტირებას. პროცესები სრულიად გამჭვირვალეა და აღარ არსებობს შუამავალი რგოლების მოძიების საჭიროება, რაც ამცირებს ავტომობილის ჩამოყვანასთან დაკავშირებულ ხარჯებს და ამარტივებს შეძენის პროცესს. შედეგად, მანქანის დამოუკიდებლად შეძენა გამოუცდელ ადამიანსაც კი შეუძლია.

ქართული სტარტაპის გზა Silicon Valley-მდე

რამდენიმე თვის წინ Cardeal 500 Startups-ის გამარჯვებული გახდა და Silicon Valley-ზე გამგზავრების უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვა. 500 Startups მსოფლიოში წამყვანი სტარტაპაქსელერატორია, რომელიც საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება.

500 Startups ვენჩურული კაპიტალის გლობალური კომპანიაა, რომელიც 2010 წელს დაარსდა. მისი საქართველოში შემოსვლის მიზანი ნიჭიერი ანტრეპრენერების აღმოჩენა და ჩვენს ქვეყნაში სტარტაპეკოსისტემის განვითარებაა. 2010 წლიდან დღემდე 75-ზე მეტ ქვეყნაში 5000-ზე მეტმა კომპანიამ გაიარა აქსელერაციის პროცესი, 2300-ზე მეტმა კი დაფინანსება მოიპოვა.

პროექტში გამარჯვებული გუნდი ერთი თვით  Silicon Valley-ზე მიემგზავრება – მსოფლიოს მთავარ ტექნოლოგიურ და სამეცნიერო ცენტრში. აქ მოხვედრა ყველა სტარტაპერისთვის საოცნებოა, რადგან ეს რეალური შანსია იმისა, რომ პატარა წამოწყება მსოფლიოს წამყვან კომპანიად აქციონ.

ზურა გვიყვება, რომ როგორც კი Cardeal-ის გუნდმა  500 Startups-ის საქართველოში შემოსვლის ამბავი გაიგო, კონკურსში მონაწილეობა კომპანიის ნომერ პირველ პრიორიტეტად იქცა. ამბობს, რომ კარგად იცოდნენ, რა შესაძლებლობების მოტანა შეეძლო მსგავს პროექტში მონაწილეობას.

Silicon Valley-ზე გამგზავრება კომპანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ეს არის პოტენციურ ინვესტორებთან და პარტნიორებთან კომუნიკაციის დამყარების შესაძლებლობა, რაც, ზურას თქმით, Silicon Valley-ზე გამგზავრების გარეშე ძალიან რთული იქნებოდა.

რა ისწავლეს აქსელერაციის პროცესში?

ზურა გვიყვება, რომ 500 Georgia-ს ფარგლებში ცვლილებები და გაუმჯობესება Cardeal-ის ყველა მიმართულებას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებით გამოარჩევს პროდუქტის განვითარების მხრივ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას. ამაში გადამწყვეტი როლი მენტორმა ითამაშა, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩართული აღსრულების პროცესებში. ზურა იხსენებს, რომ იგი გუნდთან ერთად რუსთავის ავტობაზრობაზეც კი წავიდა დილერებთან შესახვედრად.

ყველაზე ღირებული რამ, რაც Cardeal-ის გუნდს 500 Georgia-მ შესძინა, იმის ცოდნაა, რომ არ არსებობს ყველა სტარტაპისთვის საერთო, ზოგადი ცნებები; რომ მთავარია, არ გაჩერდე და მუდმივად ატარო ექსპერიმენტები. არ უნდა გეშინოდეს ცვლილებების. აქსელერაციის პროცესში Cardeal-მა თავიდან ბოლომდე, 100%-ით განაახლა პლატფორმა.

როგორ ემზადებიან Silicon Valley-ზე გასამგზავრებლად და რა მოლოდინები აქვთ?

Cardeal-ის გუნდი ახლა გამგზავრების სამზადისშია. ზურას თქმით, მთავარია, რომ ინვესტორებს ზუსტად, ციფრებით აჩვენონ კომპანიის ზრდის ტემპი, რომელიც აქსელერაციის პროცესის შემდეგ არ დავარდნილა.

Cardeal საქართველოში უკვე 2 წელია ფუნქციონირებს და პლატფორმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ნახევარ მილიონ ავტომობილს აერთიანებს. მისი პარტნიორები არიან ბაზრის წამყვანი კომპანიები Shelf Network და Carfax. თანამშრომლობენ უმსხვილეს საფინანსო ორგანიზაციებთან და მათ დახურულ ბაზებზე ექსკლუზიური წვდომა აქვთ. კომპანიის ვებსაიტს თვეში ავტომობილის შეძენის 200 000-მდე მსურველი სტუმრობს. ახლახან გაფართოვდნენ და პლატფორმა უკვე ხელმისაწვდომია აზერბაიჯანშიც. ბოლო ექვსი თვის განმავლობაში 1 600 000 ლარის ინვესტიცია მოიზიდეს და წლის ბოლომდე უკრაინის ბაზარზე გასვლასაც გეგმავენ. სწორედ ამ ყველაფრის – მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების დამაჯერებლად ჩვენება სურთ Silicon Valley-ის ინვესტორებისთვის. იმედოვნებენ, რომ მსოფლიოს მთავარი ტექნოლოგიური ჰაბიდან მნიშვნელოვანი კონტაქტებით დაბრუნდებიან.

Tags: 500 Georgia500 StartupsCardealCarfaxShelf Networksilicon valleyზურა ბაკურაძეინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოლაშა ანთაძესაქართველოს ბანკი

ასევე

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი