BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

Cargon Silicon Valley-ზე მიემგზავრება: ქართული სტარტაპის გზა კალიფორნიის ტექნოლოგიურ ჰაბამდე

Cargon სილიკოn ველიზე მიემგზავრება

საქართველოს ბანკი

თინათინ ბაქრაძე by თინათინ ბაქრაძე
14 June 2021
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

სტარტაპერი ვანო ჩალაძე მალე  Silicon Valley-ზე – მსოფლიოს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრში გაემგზავრება, სადაც ყველაზე რევოლუციური იდეები რეალობად იქცევა და სამყაროს ცვლის. ეს უნიკალური შესაძლებლობა მას და კომპანია Cargon-ის გუნდს 500 Startups-მა მისცა.

ვანო Cargon-ის აღმასრულებელი დირექტორია, რომელიც ნიკო ტურაბელიძესთან და შალვა ჯალაბაძესთან ერთად დააფუძნა. ეს არის ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა, რომელიც ტვირთის მფლობელსა და გადამზიდს ერთმანეთთან აკავშირებს. Cargon-ის აპლიკაციის მეშვეობით ძებნა-დაკავშირების დამღლელი პროცესი, რომელსაც ჩვეულებრივ 3-4 დღე სჭირდება, რამდენიმე წუთში შეიძლება განხორციელდეს.

როგორ და რისთვის შეიქმნა Cargon?

კომპანიის მიზანია, საერთაშორისო გადაზიდვების მოძველებული ინდუსტრია უფრო ეფექტიანი გახადოს. Cargon-ის შექმნის იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც დამფუძნებლებმა გააანალიზეს, რომ ტვირთის გადაზიდვა კომპლექსური და ხანგრძლივი პროცესი იყო და შეეძლოთ, უფრო სწრაფი და მოხერხებული გაეხადათ. მაგალითად, მათ აღმოაჩინეს, რომ სატვირთო მანქანების დაახლოებით 30%, რომელსაც გზებზე ვხედავთ, ცარიელია. Cargon-ის მიზანიც მსგავსი ლოგისტიკური პრობლემების აღმოფხვრა იყო. სატვირთოების შევსებით კომპანია მძღოლებს მეტი თანხის გამომუშავების საშუალებას აძლევს, ტვირთის მფლობელები კი თანხის 15%-სა და დროის 90%-ს დაზოგავენ. ამასთანავე, ეს ყველაფერი სარგებლის მომტანია გარემოსთვისაც, რადგანაც მნიშვნელოვნად მცირდება გამონაბოლქვი.

სად ოპერირებს Cargon?

Cargon-მა საქართველოს ბაზარზე საქმიანობა დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. 5 თვეა, რაც პლატფორმა რუსეთშიც ოპერირებს. საქართველოს ბაზარზე კომპანიას ყოველთვიურად 40%-იანი, ხოლო რუსეთში 110%-იანი ზრდა აქვს. ჯამში აპლიკაციით 280 ტვირთის მფლობელი კომპანია და დაახლოებით 1500 მძღოლი სარგებლობს. უახლოეს მომავალში იგეგმება კიდევ ერთი ქვეყნის – ყაზახეთის დამატება.

როგორ მოხვდა ქართული სტარტაპი Silicon Valley-ზე?

Silicon Valley-ზე გამგზავრების შესაძლებლობა ვანოს, ნიკოსა და შალვას მსოფლიოში წამყვანმა სტარტაპაქსელერატორმა, 500 Startups-მა მისცა. პროექტი საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ინიციატივით და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Georgia-ს სახელით ხორციელდება. აქსელერაციის პროცესი გულისხმობს სტარტაპის მხარდაჭერას იმ დონემდე, რომ ახალგაზრდა კომპანიამ ინვესტიციების მიღება შეძლოს. იგი წინასწარ გაწერილი პროგრამით, მენტორების მეთვალყურეობით მიმდინარეობს. შედეგად, სტარტაპები სამ თვეში განვითარების იმ საფეხურს აღწევენ, რასაც, პროექტში მონაწილეობის გარეშე, ბევრად დიდი დრო დასჭირდებოდა.

Cargon-ის გუნდი კალიფორნიაში, Silicon Valley-ზე აგვისტოში გაემგზავრება, სადაც ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. Apple, Google, Adobe, Facebook, Visa, eBay, Wells Fargo, Chevro… ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომელთა შტაბ-ბინებიც Silicon Valley-ზე მდებარეობს. სწორედ აქ გაემგზავრება ქართული სტარტაპი გამოცდილების მისაღებად და, რაც მთავარია, ინვესტორების მოსაზიდად.

როგორ დაეხმარა Cargon-ის გუნდს 500 Startups?

ვანო გვიყვება, რომ 500 Startups-ის მთავარი მიზანი და მამოძრავებელი ძალა ზრდაზე ორიენტირებაა, რაც მათ აქტიური მუშაობისა და განვითარებისკენ უბიძგებს. მისი თქმით, Cargon-ის გუნდისთვის აქსელერაციაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რადგან მენტორების დახმარებით თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა მიეცათ. მთავარი ღირებულება, რაც სტარტაპერებს 500 Startups-მა შესძინა, არის ის, რომ უფრო მეტად აკვირდებიან კომპანიის განვითარების ანალიტიკურ ნაწილს და მეტად არიან ორიენტირებული ყოველთვიური მაჩვენებლების ანალიზზე. მენტორების დახმარებით აქსელერაციის პროცესში სრულად შეცვალეს პლატფორმის დიზაინი, კონკრეტულად UI (User Interface) და UX (User Experience). ასევე, დაასრულეს ანალიტიკური ინსტრუმენტების ინტეგრირება, რაც გუნდს ზრდის მაჩვენებლის შეფასებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება. გარდა ამისა, გაამარტივეს და გააუმჯობესეს CX (Customer Experience), მომხმარებლის გამოცდილება პლატფორმაზე, რაც დადებითად აისახა შემოსავლების ზრდაზე.

Silicon Valley-სთვის სამზადისი

მსოფლიოს მთავარ ტექნოპარკში გასამგზავრებლად Cargon-ის გუნდი აქტიურად ემზადება. მათი მთავარი ამოცანაა, ინდუსტრიის წამყვან ინვესტორებს  ნათლად დაანახონ კომპანიის სწრაფი ზრდის მაჩვენებლები და სტარტაპის პოტენციალში დაარწმუნონ. სჯერათ, რომ Sillicon Valley-ზე მიღებული გამოცდილებით Cargon-ის გუნდი არაერთი ქვეყნის, მათ შორის ამერიკული ბაზრის დაპყრობას შეძლებს.

Tags: 500 Georgia500 StartupsCargonGITAsilicon valleyვანო ჩალაძეინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტონიკო ტურაბელიძესაქართველოს ბანკიშალვა ჯალაბაძე

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

6 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი