ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

Business Feed ანალიტიკური ონლაინჟურნალია,  რომელიც ქმნის სტატიებს ბიზნესზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიებზე, სტარტაპებზე, ინოვაციებზე, ცხოვრების სტილსა და ინსპირაციული წარმატების ისტორიებზე. ჩვენი ჟურნალი საქმიანი ადამიანებისთვისაა – მათთვის, ვისაც აქვს ინოვაციური იდეები და ბიზნესსამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა სურს.

Business Feed 2020 წელს Synergy Capital-ის მხარდაჭერით, სრული რებრენდინგისა და კონცეფციის შეცვლის შედეგად, Business Post-ის ბაზაზე დაარსდა. გამოცემის გუნდი წარმოდგენილია ჟურნალისტებითა და ბიზნესანალიტიკოსებით, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში ქმნიან მაღალი ხარისხის უნიკალურ კონტენტს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ბიზნესმოვლენების შესახებ.

ჩვენ უბრალოდ კი არ გიამბობთ ახალ ამბებს – ვიკვლევთ, ვაანალიზებთ, ვიაზრებთ და მხოლოდ ამის შემდეგ ვქმნით მულტიმედია კონტენტს, რომელიც საჭიროა არა მხოლოდ თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის, არამედ თქვენი მოტივაციის ამაღლებისა და უწყვეტი განვითარებისთვის.

ჩვენი მთავარი ღირებულებაა ობიექტურობა. გამოცემის სარედაქციო პოლიტიკა ეფუძნება ინფორმაციის დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გაშუქების პრინციპებსა და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტებს.