BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

Co-working VS ოფისი

pexels.com

pexels.com

ნენე სტეფანიშვილი by ნენე სტეფანიშვილი
6 May 2022
2 min read
0

თანამედროვე სამყაროში სამუშაო სივრცესთან დაკავშირებული მიდგომები ყოველდღიურად იცვლება. ადამიანები ცდილობენ, სამუშაო გარემო უფრო კომფორტული და თავიანთ სურვილებზე მორგებული გახადონ. 

დღითი დღე უფრო პოპულარული ხდება საერთო სამუშაო სივრცეები. კომპანიები, თუ დისტანციურად მომუშავე პერსონალი ხშირად სარგებლობენ მსგავსი ტიპის სივრცეებით.

გარდა იმისა, რომ აქ მშვიდი და მყუდრო გარემოა, შეგიძლიათ გაიცნოთ უამრავი საინტერესო ადამიანი, თუნდაც თქვენთვის საინტერესო სფეროდან, გამოიყენოთ იქ არსებული ტექნიკა და იყოთ მაქსიმალურად პროდუქტიულები. 

რა არის საერთო სამუშაო სივრცე?

ეს არის მრავალფუნქციური სივრცე, სადაც იკრიბება საერთო ინტერესისა და ღირებულების მქონე ადამიანების საზოგადოება ახალი კავშირებისა და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. 

საერთო სამუშაო სივრცეს ხშირად სტუმრობენ სიახლეების მოყვარული ადამიანები.

Co-working სივრცე განკუთვნილია როგორც მეწარმეებისა და სტარტაპებისთვის, ისე კერძო პირებისთვის.

რას მოიცავს საერთო სამუშაო სივრცის მომსახურება?

ეს არის ერთი ან რამდენიმე მაგიდა, ერთი ადამიანისთვის ან გუნდისთვის, საზიარო სამუშაო გარემოში. 

ძირითადად, საერთო სამუშაო სივრცეში შესაძლებელია სხვადასხვა სერვისით სარგებლობა: მაღალსიჩქარიანი Wi-Fi, ტექნიკური, კომუნალური და დასუფთავების მომსახურება, ბიზნესმისამართი, საერთო სამზარეულო ჩაისა და ყავის მოსამზადებელი აღჭურვილობით, საკონფერენციო დარბაზი.

საერთო სამუშაო სივრცეში შეგიძლიათ აირჩიოთ პირადი მაგიდა, რომელსაც მხოლოდ თქვენ გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი პირადი ნივთები და კომპიუტერიც. 

რა ღირს Co-working სივრცით სარგებლობა?

მაგიდა 1 დღით − საშუალო ღირებულება 30 ლარი. 

პერსონალურად თქვენთვის გამოყოფილი მაგიდა 1 თვით − საშუალო ღირებულება 400 ლარი. 

კერძო ოფისი მცირე კომპანიებისთვის და ჯგუფებისთვის 20 კაცამდე, 1 თვით  −  საშუალო ღირებულება 1 200 ლარი. 

საკონფერენციო ოთახი 1 საათით − საშუალო ღირებულება 60 ლარი.

შეხვედრების ოთახი  1 საათით − საშუალო ღირებულება 40 ლარი.

როდის გაიხსნა საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცე?

Co-working სივრცეები საზღვარგარეთ წლებია არსებობს და დიდი პოპულარობით სარგებლობს. საქართველოში პირველი საერთო სამუშაო სივრცე დაახლოებით 6 წლის წინ გაიხსნა. დღეს კი უკვე ათობით Co-working სივრცე ფუნქციონირებს და საკმაოდ წარმატებითაც. 

facebook.com/Terminaltbilisi

Business Feed საქართველოში პირველი Co-working სივრცის – ტერმინალის გენერალურ დირექტორს – ჯინო დოლინის ესაუბრა:

„ტერმინალის ბიზნესმოდელი საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული. Co-working სივრცეები ამერიკასა და ევროპაში ათეულობით წელია არსებობს. აქედან გამომდინარე, უკვე კარგად არის შემუშავებული სტანდარტები, რომლებსაც კომპანიები იყენებენ.

საერთაშორისო სტანდარტებთან ერთად, ტერმინალი ცდილობს, მოერგოს საქართველოში არსებულ გარემოს და ადაპტირდეს ჩვენი ქვეყნის რეალობასთან. 

ბერლინში ტერმინალი რომ გაიხსნება, იქნება შედარებით განსხვავებული ტიპის, ვიდრე საქართველოშია, რადგან ყველა ქვეყანას თავისი განსხვავებული კულტურა აქვს და აქედან გამომდინარე, მიდგომებიც იცვლება. მაგრამ ბიზნესმოდელი ყველა ქვეყანაში საერთაშორისო სტანდარტებზეა დაფუძნებული“.

როგორც ჯინო დოლინი აღნიშნავს, კომპანიამ 6 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე 6 ფილიალი გახსნა. რამდენიმე თვეში ფილიალი გაიხსნება ბათუმშიც. 

ჯინო დოლინი Co-working სივრცეების დადებით და უარყოფით მხარეებზეც გვესაუბრა:

 „უპირატესობებში გამოვყოფ ნეთვორქინგს, რომელიც გასაღებია ჩვენი ტიპის სამუშაო სივრცეებისთვის. ასეთ სივრცეში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები პოულობენ ერთმანეთს. ისინი ერთმანეთს უზიარებენ წარმატების მაგალითებს და ახალ იდეებს. ეს არის ის, რაც სხვაგან „ასე არ იყიდება“. 

შემდეგი უპირატესობა გახლავთ პროდუქტიულობა. საერთაშორისო კვლევების მიერ დადგენილია, რომ ადამიანები მსგავსი ტიპის სივრცეებში არიან უფრო პროდუქტიულები, ვიდრე ჩაკეტილ ოფისებში ან სახლში მუშაობის დროს. 

პანდემიის შემდეგ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მოქნილობა არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კომპანიებისთვის. ბიზნესცენტრებთან შედარებით, Co-working სივრცე გაძლევთ მეტი მოქნილობის შესაძლებლობას. 

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ვფიქრობ, რომ მსგავსი ტიპის სივრცეს არ აქვს მინუსები, მაგრამ არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც არ არის მიღებული ამ დიდ კომუნაში ყოფნა და უმჯობესია სახლიდან მარტო იმუშაოს ან კომპანიის ოფისში იყოს“. 

ჯინო დოლინის თქმით, კომპანიას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ აღნიშნული ბიზნესი მომგებიანი გამხდარიყო:

„დაახლოებით წელიწად-ნახევარი დაგვჭირდა, რომ ადამიანებამდე მიეღწია ამ იდეას და კონცეფციას, რომ გაეგოთ, თუ რა დატვირთვა აქვს Co-working სივრცეს. თუმცა, დღეს უკვე ვხედავთ, როგორც ვითარდება აღნიშნული ბიზნესი და ყოველთვე ფაქტობრივად ახალი სივრცეები იხსნება“.

რამდენიმე თვის წინ კომპანიამ გამოუშვა ახალი პროდუქტი − Terminal Card, რომელიც მათ წევრებს სხვადასხვა ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებას აძლევს.

„ეს სფერო ძალიან სწრაფად ვითარდება. აღნიშნული ფაქტორი კი გვაძლევს სტიმულს, რომ მეტი სიახლე დავნერგოთ, მეტად განვვითარდეთ და ვიმუშაოთ იმაზე, რომ ვიყოთ გამორჩეულები“,  − ამბობს ჯინო დოლინი.

სად უნდა მოიძიოთ Co-working სივრცეები?

  • ტერმინალის საერთო სამუშაო სივრცე
  • ტექნოპარკის საერთო სამუშაო სივრცე
  • თბილისის მედიათეკები
  • რეგუსის საერთო სამუშაო სივრცე
  • მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცე
  • KD4US • King David-ის საერთო სამუშაო სივრცე
  • Impact Hub Tbilisi-ის საერთო სამუშაო სივრცე
  • Space Z-ის საერთო სამუშაო სივრცე
  • ფაბრიკას საერთო სამუშაო სივრცე
Tags: Co-workingImpact Hub TbilisiKD4US • King DavidOfficeSpace ZTerminal CardTerminaliთბილისის მედიათეკებიმედიალაბირეგუსისაერთო სამუშაო სივრცეტექნოპარკიფაბრიკაჯინო დოლინი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი