BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

დრაკონის საგვარეულო: ეს უნდა იცოდე

HBO Max / Youtube

HBO Max / Youtube

ლევან შაყულაშვილი ავტორი: ლევან შაყულაშვილი
26 დეკემბერი 2020
1 წუთში წასაკითხი
0

21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და რეიტინგული სერიალის – სამეფო კარის თამაშების სამყარო სატელევიზიო ეთერში ბრუნდება!

ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერში HBO-მ დააანონსა, რომ შესაძლოა, შეექმნათ პროექტი, რომელიც ყველასათვის კარგად ნაცნობ პერსონაჟთა საგვარეულოს – ტარგარიანებს შეეხებოდა და  GoT-ის ერთგული მაყურებლისათვის უკვე საყვარელი ამბის ერთგვარ წინარე ისტორიის როლს შეითავსებდა.

HBO-ს პროგრამირების პრეზიდენტი ქესი ბლოიზი ამბობს, რომ House of The Dragon-ის პრემიერის ზუსტი თარიღი ჯერ ცნობილი არაა, თუმცა, ფანები ვესტეროსის სამყაროში დაბრუნებას 2022 წლამდე არ უნდა ელოდნენ, რადგანაც სერიალის გადაღება 2021 წლამდე არ დაიწყება.


პროექტი ჯამში 10 ეპიზოდს მოიცავს, ხოლო მისი სიუჟეტი ჯორჯ მარტინის ახალი წიგნის – ცეცხლი და სისხლის მიხედვით შეიქმნება, რომელიც ავტორმა ორი წლის წინ გამოსცა. ნაწარმოებში დროითი ხაზი სამეფო კარის თამაშებიდან 300 წლით უკან ბრუნდება და  ჩვენთვის უკვე ნაცნობი მოვლენების, ტარგარიანების სამოქალაქო ომისა და ვალირიის სამეფოს აღსასრულის შესახებ მოგვითხრობს.

Michele Doying / The Verge

 როგორი მოლოდინები უნდა ჰქონდეს მაყურებელს? 

სერიალის სცენარზე რაიან კონდალი იმუშავებს, რომელიც აქამდე აქტიურ მონაწილეობას იღებდა სამეფო კარის თამაშების შექმნაშიც. ასევე, მის გუნდში სარა ლი ჰესსაც შევხვდებით, რომელიც გახმაურებული სერიალების – House-ისა და Orange is The New Black-ის სცენარისტია.

ცნობილია, ასევე, რამდენიმე ეპიზოდის რეჟისორის ვინაობაც – GoT-ის ფანებისთვის უკვე კარგად ნაცნობი, ემის ჯილდოს მფლობელი, მიგელ საპოჩნიკი. რეჟისორს სერიალისთვის ისეთი პოპულარული ეპიზოდები აქვს შექმნილი, როგორებიცაა Hardhome, The Long Night და Battle of The Bastards.

რაც შეეხება როლებს, მათზე მსახიობთა გარკვეული ნაწილი უკვე დაამტკიცეს. სერიალში მთავარი პერსონაჟის – მეფე ვისერისის როლს პედი კონსიდაინი შეასრულებს, რომელმაც მაყურებელს თავი Peaky Blinders-იდან უკვე კარგად დაამახსოვრა. სხვა მნიშვნელოვან როლებს კი ოლივია ქუქი, მეტ სმიტი და ემა დ’არსი გაინაწილებენ.

houseofdragonshbo / Instagram

სამეფო კარის თამაშები მსოფლიოს მრავალი მაყურებლის ფავორიტი შოუა. მისი უკანასკნელი სეზონი 2019 წელს დასრულდა და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია. მას შემდეგ მაყურებელი გამუდმებით ელოდებოდა რამე სიახლეს სერიალის პრიქველის ან გაგრძელების შესახებ, რაც HBO-მ გაითვალისწინა და ფანებს წლის ბოლოს House of The Dragon-ის შესახებ გაუმხილა. 

თეგები Game of ThronesHBOHouse of The Dragonსამეფო კარის თამაშები

ასევე

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად
ბიზნესი და ეკონომიკა

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად

12 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

უქმნის თუ არა GMO საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას

12 აპრილი 2021
რა ფილმები გველოდება კინოთეატრებში
LIFESTYLE

რა ფილმები გველოდება კინოთეატრებში

9 აპრილი 2021
Freepik
ბიზნესი და ეკონომიკა

გაუფასურებული ლარი და გაზრდილი კომუნალურები: წარმოება გაკოტრების წინაშე

8 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

კიდევ რამდენს დაგვიტევს დედამიწა?

8 აპრილი 2021
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
ბიზნესი და ეკონომიკა

Airbnb საქართველოში

7 აპრილი 2021
LIFESTYLE

Postred-ის ხმებით მოყოლილი ამბები

7 აპრილი 2021
mathieu-turle/unsplash.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ლარის დასასრული?

6 აპრილი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად
ბიზნესი და ეკონომიკა

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად

12 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

უქმნის თუ არა GMO საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას

12 აპრილი 2021
მულტიმედია

ასორტის წარმატების ისტორია

11 აპრილი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი