BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ეკონომიკური კრიზისები: რატომ მოხდა დიდი დეპრესია?

Battmann Archives/Getty Images

Battmann Archives/Getty Images

თინათინ ბაქრაძე ავტორი: თინათინ ბაქრაძე
18 თებერვალი 2021
1 წუთში წასაკითხი
0

1929 წლის 24 ოქტომბერი შავი ხუთშაბათის სახელითაა ცნობილი. ამ დღეს აშშ-ში რეკორდული რაოდენობის – 13 მილიონი აქცია გაიყიდა. ეს იყო მსოფლიოში ყველაზე მწვავე ეკონომიკური კრიზისის – დიდი დეპრესიის გარდამტეხი მოვლენა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როცა დასუსტებული ევროპა მხოლოდ ექსპორტის იმედად დარჩა, აშშ-ში წარმოება აყვავდა. ყველა საჭირო ნივთსა თუ პროდუქტს ევროპა აშშ-სგან ყიდულობდა. ამერიკიდან შედიოდა ფულიც, რომელიც ამ ეკონომიკური ბმის წყალობით ბოლოს ისევ ამერიკას უბრუნდებოდა. 

მიუხედავად გაზრდილი მრეწველობისა, აშშ-ში ფული დიდი რაოდენობით არ არსებობდა. დოლარის კურსს ოქროს რაოდენობა არეგულირებდა და მასზე მეტ ქაღალდის ფულს ვერ დაბეჭდავდნენ. შედეგად, ყველა საწარმო სააქციო საზოგადოებად იქცა. ხალხი აქტიურად ჩაერთო უოლ-სტრიტზე ვაჭრობაში და ქვეყანა უსწრაფესად გამდიდრდა. თუმცა, ევროპის კვლავ გაძლიერებასთან ერთად, ამერიკული პროდუქციის რეალიზაციამაც იკლო. ამან ქარხნების მოცულობის შემცირება და მათი აქციების ფასების ვარდნა გამოიწვია. ხალხმა დაიწყო აქციების მასობრივი გაყიდვა, რამაც კიდევ უფრო დასწია ფასები.

დიდი დეპრესიის პერიოდში აშშ-ში წარმოება 47%-ით, ხოლო მშპ 30%-ით შემცირდა. უმუშევრობამ 20%-ს გადააჭარბა. შედარებისთვის, 2007-2008 წლების მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დროს, მშპ 4.3%-ით შემცირდა, ხოლო უმუშევრობა 10%-ს მიუახლოვდა. 

AP

ოფიციალურად, დიდი დეპრესიის დასასრულად 1933 წელი მიიჩნევა, მაგრამ მისმა ეფექტმა უფრო დიდხანს გასტანა. ეკონომისტების ნაწილი ამბობს, რომ მსგავსი სიმწვავის კრიზისის თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, თუ პრეზიდენტი ჰერბერტ ჰუვერი დროულად ჩადებდა ფულს მსხვილ, კერძო ბანკებში (კრედიტების ან სუბსიდიების სახით), მაგრამ ჰუვერმა ეს არ გააკეთა. იგი იზიარებდა ცნობილი ეკონომისტების – დეივიდ რიკარდოსა და ადამ სმიტის მოსაზრებებს, რომ ეკონომიკას თავად უნდა გაეჯანსაღებინა საკუთარი თავი, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე.

დიდი დეპრესიის დაძლევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა. ჰუვერისგან განსხვავებით, მან ფედერალური სახსრები გამოიყენა. პრეზიდენტობის მეორე დღესვე ოთხდღიანი „საბანკო არდადეგები“ გამოაცხადა და ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. პირველი 100 დღის განმავლობაში შეიმუშავა სარეაბილიტაციო გეგმა „ახალი კურსი“, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეფორმად ითვლება აშშ-ის ისტორიაში. მის მიერ გატარებულ სხვა რეფორმებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია შრომითი ურთიერთობების აქტი (NLRA) და დეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაცია (FDIC). თუმცა, დიდი დეპრესია, საბოლოოდ, მეორე მსოფლიო ომმა დაასრულა. როდესაც ამერიკამ სამხედრო ქარხნები აამუშავა, თავდაცვა გააძლიერა და ჯარში გაწვევები დაიწყო, უმუშევრობის პრობლემაც გაქრა.

ეკონომიკური კრიზისისგან მსოფლიო არასდროსაა დაზღვეული, მაგრამ ბევრი პროფესიონალის აზრით,  უკვე საკმარისი გამოცდილება არსებობს იმისთვის, რომ ასეთი სიმწვავით აღარ გამეორდეს.

თეგები ადამ სმიტიამერიკააშშდეივიდ რიკარდოდეპოზიტების დაზღვევის ფედერალური კორპორაციადიდი დეპრესიაეკონომიკური კრიზისიფრანკლკინ რუზველტიშრომითი ურთიერთობების აქტიჰერბერტ ჰუვერი

ასევე

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
Elven Technologies
ბიზნესი და ეკონომიკა

Elven Technologies ცეცხლის წინააღმდეგ: ვინ არიან ქართველი ტარგარიენები

24 თებერვალი 2021
britannica.com
ბიზნესი და ეკონომიკა

რა არის საფონდო ბირჟა?

23 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი