BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯები – რაში დაეხმარა ენერგოკრედიტი „მეტეხის კერამიკას“

მარიამ აბესაძე by მარიამ აბესაძე
20 October 2021
6 min read
0
სპონსორის კონტენტი

საქართველოს ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებლებს ეკომეგობრული პროდუქტი – ენერგოკრედიტი შესთავაზა. მისი დახმარებით მეწარმეებს მზის პანელების დამონტაჟება და საკუთარი ელექტროსადგურის გამართვა შეუძლიათ. 

ენერგოკრედიტს რამდენიმე მიზანი აქვს. ერთი მხრივ, ის ხელს უწყობს ქვეყანაში განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას, მეორე მხრივ კი, მეწარმეებს ელექტროენერგიის ხარჯებს უზოგავს და მნიშვნელოვან ფინანსებს უთავისუფლებს. 

  • ენერგოკრედიტი – ეკომეგობრული პროდუქტი საქართველოს ბანკისგან

2020 წელს ბიზნესს ელექტროენერგიის გადასახადი დაახლოებით 50-75%-ით გაეზარდა. გაძვირებული ტარიფი კიდევ უფრო მწვავე პრობლემად იქცა პანდემიის ისედაც კრიზისულ პერიოდში. ენერგოკრედიტიც ბანკმა ამ კრიზისის საპასუხოდ შექმნა. პირობების მიხედვით, ბიზნესის წარმომადგენლებს მასში იმდენივეს გადახდა უწევთ, რამდენსაც ისინი ელექტროენერგიაში ტარიფების გაძვირებამდე იხდიდნენ. 

ერთ–ერთი კომპანია, რომელმაც ენერგოკრედიტით სარგებლობა გადაწყვიტა, მეტეხის კერამიკაა. ის კერამიკულ ბლოკსა და აგურს აწარმოებს და, საქმიანობიდან გამომდინარე, ელექტროენერგიის ჭარბად მოხმარება სჭირდება. ტარიფები მას ორჯერ გაუძვირდა, რაც მძიმე ტვირთად დააწვა საწარმოს. 

„2020 წელს ელექტროენერგიაში 750 ათას ლარამდე გადავიხადეთ. ტარიფის გაძვირების შემდეგ მივხვდით, რომ მომდევნო წელს ჩვენი ხარჯი მილიონ–ნახევარს ასცდებოდა. ჩვენს ქარხანას კი არ აქვს იმდენი მოგება, რომ ამხელა თანხები მარტივად დაფაროს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ენერგოდამოუკიდებლობისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, რაშიც საქართველოს ბანკის ენერგოკრედიტი გვეხმარება“, – ამბობს მეტეხის კერამიკას აღმასრულებელი დირექტორი დავით კაკაბაძე. 

კომპანიამ მზის ელექტროსადგურის პროექტი უკვე შეიმუშავა, მზის პანელებიც შეიძინა და ახლა მის საქართველოში ჩამოსვლას ელოდება. დავით კაკაბაძე ვარაუდობს, რომ ის წლის ბოლომდე დამონტაჟდება და ელექტროენერგიაზე საწარმოს მოთხოვნას 40-50%-ით დააკმაყოფილებს.

მას შემდეგ, რაც მეტეხის კერამიკას მზის ელექტროსადგური ამუშავდება, დავით კაკაბაძის გამოთვლებით, საწარმოს წლიურად დაახლოებით 500 ათასი ლარი დაეზოგება. კომპანიას სესხში გაცილებით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევს, ვიდრე ის ელექტროენერგიის საფასურში იხდიდა. სესხის მთლიანად დაფარვის შემდეგ კი, საწარმო მისთვის საჭირო ელექტროენერგიის დაახლოებით ნახევარს სრულიად უფასოდ მიიღებს. 

„მომდევნო წელს ახალი პანელების დამატებასა და მზის ელექტროსადგურის გაფართოებას ვგეგმავთ. გვინდა, რომ მან ჩვენი წარმოება ელექტროენერგიით სრულად უზრუნველყოს და ბოლომდე ენერგოდამოუკიდებლები გავხდეთ“, – ამბობს დავით კაკაბაძე.

თუ თქვენც გსურთ საკუთარი ელექტროსადგურის გამართვა, ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება და ბიზნესხარჯების მნიშვნელოვნად შემცირება, გადადით ბმულზე, შეავსეთ მარტივი განაცხადი და ისარგებლეთ ენერგოკრედიტით.

Tags: განახლებადი ენერგიადავით კაკაბაძეეკომეგობრული პროდუქტიელექტროენერგიაენერგოდამოუკიდებლობაენერგოკრედიტიმეტეხის კერამიკამზის ელექტროსადგურიმზის პანელებისაქართველოს ბანკი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი