BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ერთად აღვადგინოთ ფურნეში გამომცხვარი მარგებელი პურის ტრადიცია! – მზეთამზე და-ძმასთან ერთად გემოვან მოძრაობას აყალიბებს

ადგილობრივი ფურნეების აღდგენის მიზნით, საქმე/მოძრაობა გემოვანი თანამოაზრეებს ეძებს

საქმე/მოძრაობა გემოვანი

საქმე/მოძრაობა გემოვანი

ნინა კოპალეიშვილი by ნინა კოპალეიშვილი
28 September 2021
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

ჩვენი გურული მოგზაურობა ხომ გახსოვთ? სოფლის შარაგზა, ნისლში ჩაძირული სოფელი მთისპირი, გურული განწყობა და ამ ღვთისგან დალოცვილი მხარისთვის შესაფერისი ტემპერამენტის მასპინძლები. აგიზგიზებულ ბუხართან, დაბალ ხის მაგიდაზე გაშლილი სუფრის ამბავიც გეხსომებათ – არც გურული დედალი, არც ადგილობრივი რეცეპტით შეკმაზული ეკალა და არც მარნიდან ახლად გამოტანილი ცივი ღვინო რომ არ აკლდა. და გემოვანი პური? მაშინ სწორედ ამ ექსპერიმენტის შედეგად ნაწარმოები პურის – მზეთამზეს პირველი და-ძმის დასაგემოვნებლად ჩავედით დასავლეთში და სოფლის ფურნეში, ბუნებრივ „პურის დედაზე“ გამომცხვარი პურის ტექნოლოგიასა და გემოს ვეზიარეთ.

ჰოდა, ისევ ამ კარგი ხალხის ამბავზედ გწერთ – თუმცა, ამჯერად გვთხოვეს, მათთან ერთად კოსმოსში გავჭრილიყავით, რათა მზეთამზესა და მისი კოსმოსური და-ძმის მიერ წამოწყებულ საქმე/მოძრაობა გემოვანზე მოგვეყოლა თქვენთვის. ამბავი კი მარტივია – კოსმოსიდან წამოღებული ენერგეტიკითა და საქართველოში მოყვანილი ხორბლის გამოყენებით, ცხობის ბუნებრივი პროცესის სრული ციკლის შენარჩუნების გზით, გემოვანი საქართველოს სოფლის ყველა ფურნეში პირველსახით ნაწარმოები პურის ტრადიციის აღდგენას გეგმავს.

ადგილობრივი ფურნეების აღდგენის მიზნით, საქმე/მოძრაობა გემოვანი თანამოაზრეებს ეძებს

კალისტო, თუთა, გალაქტიონი, ამირანი, დესპინე, ელენე, იაფეტი, თამარი, გიორგი, ერეკლე, ანდრია და სვიმონი – ისინი მზეთამზეს უმცროსი და-ძმანი და საქართველოს რეგიონების ძველი ფურნეების გამოცოცხლებაში მონაწილე მთავარი მოქმედი პირები არიან. ეს სახელები კოსმოსური მნიშვნელობისაა, ისევე, როგორც საქმე/მოძრაობა გემოვანის დამფუძნებლების დიადი გეგმები – ადგილობრივი პურის მცხობელები აიყოლიონ და მათთან ერთად მიტოვებული ფურნეები აღადგინონ.

საქმე/მოძრაობა გემოვანის დამფუძნებლების გურულმა და მეგრულმა ექსპერიმენტებმა – კალისტო 1920 და თუთა 4, წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბუნებრივი, „პურის დედაზე“ გამომცხვარი, ყოველთვის მარგებელი გემოვანი პური ყოველდღიური რაციონის განუყოფელ ნაწილად იქცა. სწორედ ამიტომ სურს გემოვანს, რომ პირველსახით ნაწარმოები პურის იდეამ მთელი ქვეყანა მოიცვას და ადამიანებს მარგებელი სურსათის გემო შეაყვაროს.

საქმე/მოძრაობა გემოვანი: მზეთამზეს და-ძმა

იდეა გემოვანი, სამყაროსთან ჰარმონიის მიღწევის გზაა, რადგან მისი მიზანი  ბუნებრივი პროცესების სრული ციკლის დაცვით შექმნილი სურსათის წარმოებაა. პირველ ეტაპზე საქმე/მოძრაობა გემოვანი რეგიონებში მიტოვებული ყველა ფურნისა და შესაბამისად, მარგებელი პურის ცხობის ტრადიციის აღდგენას ისახავს მიზნად. ეს ნიშნავს იმას, რომ მზეთამზეს და-ძმა საქართველოს ყველა რეგიონს მოედება, იპოვის ქართული ხორბლის მწარმოებლებს, გამონახავს თანამოაზრეებს და მათთან ერთად დაიწყებს ბუნებრივი, „პურის დედაზე“ გამომცხვარი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და რაც მთავარია, მარგებელი პურის ცხობას.

რატომ ფურნეში გამომცხვარი პური?

გურიასა და სამეგრელოში ჩვენი მოგზაურობის ფარგლებში, საქმე/მოძრაობა გემოვანის მიერ გამოცოცხლებული ორი ფურნის მუშაობის პრინციპსა და უგემრიელესი, ცხელ-ცხელი პურის გემოს ვეზიარეთ. როგორც ოთომ და ირაკლიმ – გემოვანის თანადამფუძნებლებმა მაშინ გვიამბეს, პურის მარგებელი თვისებები ცხობის სიმარტივეშია და სწორედ ეს განაპირობებს ამ ნაწარმის უნიკალურობასაც.

გემოვანი პური ძველ, თუმცა, ახლად გამოცოცხლებულ ფურნეებში ცხვება. ცომი საქართველოში მოყვანილი ხორბლისგან, მათ შორის ენდემური ჯიშებისგან, მზადდება, რომელიც არათუ თითოეული რეგიონისთვის, თითოეული სოფლისთვისაც კი შეიძლება უნიკალური იყოს. მნიშვნელოვანია, რომ სურსათი ნატურალურია და არ შეიცავს დანამატებს.

პურს სოფლის მცხობელები აცხობენ, რომელთაც ეს პროფესია უკვე დავიწყებული ჰქონდათ, ვიდრე საქმე/მოძრაობა გემოვანი მათ რეგიონში არ გამოჩნდა. ცომის მოზელვისას ხორბლის ფქვილს მხოლოდ წყალსა და მარილს უმატებენ. პურის ასაფუებლად არ იყენებენ ხელოვნურ დანამატებს და ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვან მისიას ბუნებრივ „პურის დედას“ ანდობენ. გამოცხობამდე აფუებული ცომი კიდევ ერთხელ ინამება, რათა მზა სურსათი რბილი და ნოტიო გამოვიდეს. ცომს ძველებურ, ლითონის საცხობ ჭურჭელში ანაწილებენ, ხის ნიჩბით ათავსებენ ფურნეში და მანამდე არ იღებენ, ვიდრე პურებს ნაზი ოქროსფერი არ დაჰკრავს.

გემოვანის ადგილობრივი გაფართოება - გურული ფურნეს პური 1920-ის ცხობა
ადგილობრივი ფურნე სოფელ მთისპირში – გემოვანი პური “კალისტო 1920”-ის ცხობა

ახლად გამომცხვარი პურის ზედაპირი ხრაშუნაა და შეუძლებელია, ყუის მოტეხვის სურვილი არ აღუძრას ნებისმიერ ადამიანს. იქვე თუ კარგი ცხიმიანი ყველიც გატყდება და კეთილი გულის ხალხიც შემოიკრიბება, ამით, შეიძლება ითქვას, რომ საქმე/მოძრაობა გემოვანის მისია შესრულებულად ჩაითვლება.

ინდუსტრიული პური მზეთამზედან რეგიონული ფურნეების იდეამდე

სამომავლოდ საქმე/მოძრაობა გემოვანი პურის გარდა, ბევრ სხვა პროდუქტსაც გააერთიანებს. პირველ ეტაპზე კი, რადგან პური კვებით რაციონში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, გემოვანმა ყოველთვის მარგებელი სურსათის წარმოება სწორედ პურის ხაზით დაიწყო.

„უკვე 6 წელია, რაც ინდუსტრიულ გემოვან პურს – მზეთამზე, ბუნებრივი პროცესების სრული დაცვით ვაწარმოებთ. მზეთამზეს პური სრულად თავისუფალია ქიმიური დანამატებისგან, მისი ცომი კი ბუნებრივ საფუარზე – „პურის დედაზე“ მზადდება. მზეთამზე ბუნებრივი ვიტამინებითაა გაჯერებული და რადგან მისი ცხობა ხელოვნური ჩარევის გარეშე მიმდინარეობს, მისი ყოველდღიური გამოყენება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას. სწორედ ეს განაპირობებს მზეთამზეს უნიკალურობას ბაზარზე არსებულ სხვა ინდუსტრიულ პურებთან შედარებით.

ჩვენი მთავარი მიზანია, საქმე/მოძრაობა გემოვანმა მთელი ქვეყანა მოიცვას და რადგან საქართველოს რეგიონების მასშტაბი ფურნეში გამომცხვარი პურის ტრადიციის აღდგენის საშუალებას იძლევა, შესაძლებლობა გვაქვს, ადამიანები პირველქმნილ გემოსთან, ანუ მარგებელ სურსათთან დავაბრუნოთ“, – ამბობენ ირაკლი ჩავლეშვილი და ოთარ ნაჭყებია, გემოვანის თანადამფუძნებლები.

საქმე/მოძრაობა გემოვანი 2015 წელს ირაკლი ჩავლეშვილმა და ოთარ ნაჭყებიამ დააფუძნეს. გემოვანის მთავარი იდეა მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტების წარმოება და მათი პოპულარიზაციაა. გემოვანი, რომელიც დღეს უკვე საქმე/მოძრაობად იქცა და ადგილობრივი ფურნეების გაცოცხლების გზით, მთელი ქვეყანა უნდა მოიცვას, 6 წელია აწარმოებს პურს მზეთამზე. აღნიშნული პური, ამ დროის მონაცემებით, მესამე ადგილს იკავებს ქართული პურის ბაზარზე. დამფუძნებლების იდეაა, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით – ძველი ფურნეების გამოცოცხლებით გააფართოონ. ამგვარად, გემოვანი შეისყიდის საქართველოში მოყვანილ სუფთა ხორბალს, მათ შორის – ენდემურ ჯიშებს, დაასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე ნამდვილ „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას დაამკვიდრებს.

 

Tags: ადგილობრივი ფურნეებიგემოვანიგემოვანის რეგიონული გაფართოებაგურიაენდემური ხორბალითუთა 4ირაკლი ჩავლეშვილიკალისტო-1920მარგებელი პურიმარტვილიმზეთამზემთისპირიოთარ ნაჭყებიაპურის დედაპურის მცხობელიპურის ტრადიციული წარმოებასამეგრელოსაქართველოში მოყვანილი ხორბალისაქმე/მოძრაობა გემოვანიფურნეფურნეს პური

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

6 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი