BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

გაიცანით ქვეყნის ტოპ 20 ინოვატორი

წყარო: GITA

წყარო: GITA

მარი კერესელიძე ავტორი: მარი კერესელიძე
7 ოქტომბერი 2020
1 წუთში წასაკითხი
0

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA) 100 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი გამოავლინა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩორული ინვესტორების მიერ: ბილ რაიჰართი, ჯონათან თაუერი, მარვინ ლიაო, სტივ ადელმანი და ტიმ ვაგნერი.

ერთ-ერთი გამარჯვებული Agronavti გახლავთ. აპლიკაციის მიზანია აგროსექტორში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა და ამ გზით ინფორმაციის სწრაფად გავრცელებისა და გაყიდვის ბაზრების მოძიების უზრუნველყოფა:

„ვფიქრობ, ჩვენი აპლიკაცია Agronavti საერთაშორისო ბაზარზე თავის სათქმელს აუცილებლად იტყვის. კორონავირუსმა სასურსათო უსაფრთხოების სერიოზული გამოწვევები გვაჩვენა. ქვეყნები იმპორტზე არიან დამოკიდებულები და ბევრმა მათგანმა ექსპორტი შეაჩერა. ჩვენი აპლიკაცია ფერმერებს პროდუქციის განთავსებისა და რეალიზაციის საშუალებას აძლევს.“ – ამბობს ნინო ზამბახიძე, Agronavti-ის დამფუძნებელი.

გამარჯვებული სტარტაპები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და თითოეული მათგანი კონკრეტული სეგმენტისთვისაა განკუთვნილი. მაგალითად, Rajdeba.ge ავტოსესხების შედარების პლატფორმაა, სადაც სხვადასხვა ავტომობილის ფასებია თავმოყრილი. მომხმარებლებს საშუალება აქვთ  რამდენიმე საფინანსო ორგანიზაციაში გააგზავნონ ლიზინგის განაცხადი, შეადარონ და მიიღონ მათზე მორგებული პირობები. Keto Diet App წონის კორექტირების აპლიკაციაა, რომელიც ჯანსაღი და ინდივიდუალურად შერჩეული რაციონის დაგეგმვას გვთავაზობს. Cyber-Lawyer  კი იურიდიული დოკუმენტების მომზადების ონლაინპლატფორმაა, რომელიც იურისტის მონაწილეობის გარეშე შესაბამის ინფორმაციას უფრო ხელმისაწვდომს გახდის.

პროგრამის შესახებ: GITA თანადაფინანსების პროგრამას  მსოფლიო ბანკის პროექტის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) ფარგლებში ახორციელებს. 100 000-ლარიანი გრანტი საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო და მცირე საწარმოებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შეტანა რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირებს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფებსაც შეუძლიათ. 

მიზანი: საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების  შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება. 

პროცედურა: გრანტების პროგრამის გამოცხადებისას უნდა დარეგისტრირდეთ ვებპორტალზე, შეავსოთ განმცხადებლის სარეგისტრაციო ფორმა, სადაც კომპანიის ძირითადი რეკვიზიტებს მიუთითებთ (მაგალითად, გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, სამართლებრივი ფორმა, მისამართი, საკონტაქტო პირის რეკვიზიტები და სხვა).

განცხადებები შემდეგი კრიტერიუმებით ფასდება:

  1. გუნდი
  2. ბაზრის მოცულობა/მასშტაბი/შესაძლებლობა
  3. დრო/შემოსავალი
  4. კონკურენტული უპირატესობა
  5. პროდუქტი/ტექნოლოგია

აღსანიშნია, რომ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში უკვე დაფინანსებულია 78 სტარტაპი. პროგრამა დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს წარმოადგენს,  რომელსაც როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში იყენებენ.

თეგები GITAთანადაფინანსების პროგრამანინო ზამბახიძესტარტაპი

ასევე

tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
Elven Technologies
ბიზნესი და ეკონომიკა

Elven Technologies ცეცხლის წინააღმდეგ: ვინ არიან ქართველი ტარგარიანები

24 თებერვალი 2021
britannica.com
ბიზნესი და ეკონომიკა

რა არის საფონდო ბირჟა?

23 თებერვალი 2021
Metro Logistics
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Metro Logistics – სწრაფად მზარდი ქართული კომპანია

23 თებერვალი 2021
OECD
ბიზნესი და ეკონომიკა

OECD ქვეყნების მთავრობები: ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს?

19 თებერვალი 2021
სითი თაუერი
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

წარმატების წერტილი

18 თებერვალი 2021
Battmann Archives/Getty Images
IMPACT

ეკონომიკური კრიზისები: რატომ მოხდა დიდი დეპრესია?

18 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი