BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

განახლებული მობილბანკი – TOP-3 სიახლე

ფოტო: საქართველოს ბანკი

ფოტო: საქართველოს ბანკი

ნინო ტაბატაძე by ნინო ტაბატაძე
26 November 2021
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

ბანკი შენს ტელეფონში სულ უფრო სრულყოფილი და ფუნქციური ხდება. დისტანციური არხების განვითარება ციფრულ ეპოქაში საქართველოს ბანკის მთავარ პრიორიტეტებს შორისაა. ამიტომ მარტივი და დროის დამზოგავი ფუნქციებით მობილბანკში მუდმივი განახლებებია.

თუ საქართველოს ბანკის მომხმარებელი ხართ, ეს სიახლეები სწორედ თქვენთვისაა. 

მობილბანკის TOP 3 სიახლე

მირჩიე ანაბარი განახლებული მობილბანკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციონალია. მობილბანკში ანაბრის შექმნის პროცესი კიდევ უფრო მარტივდება. სასურველი ანაბრის შესარჩევად მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე პასუხია საჭირო. პასუხების მიხედვით, აპლიკაციის ალგორითმი მომხმარებელს მის საჭიროებებზე მორგებულ ანაბარს შესთავაზებს.

აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია, მომხმარებელმა მისთვის რელევანტური ანაბრის პირობები შეადაროს სხვა სახის ანაბრებსაც. შედეგად, ის მარტივად გადაწყვეტს, რა ტიპის ანაბარია მისთვის ყველაზე მომგებიანი.

გზავნილების გვერდს მობილბანკში ორი მთავარი სიახლე აქვს:

  1. მომხმარებელს არასავალდებულო ველების შევსება აღარ მოუწევს (გამომგზავნი ქვეყნისა და გზავნილის თანხის მითითება)
  2. შეიცვალა თანხის კონვერტაციის პროცედურა

„ცვლილებამდე მომხმარებელი ჯერ ირჩევდა ანგარიშს და თუ გზავნილის ვალუტისგან განსხვავებული ვალუტის ანგარიშს უთითებდა, ავტომატურად ხდებოდა კონვერტაცია. ახლა კონვერტაციის შესაძლებლობა ბევრად ცხადი გახდა: გზავნილის კოდის შეყვანის შემდეგ გამოჩნდება თანხა და მისი ეკვივალენტები სხვადასხვა ვალუტაში. შესაბამისად, მომხმარებელს იქვე შეუძლია აირჩიოს, რა ვალუტაში სურს გზავნილის მიღება ან კონვერტაცია“, – განუმარტეს Business Feed-ს საქართველოს ბანკში.

პროდუქტების გვერდი

მობილურ აპლიკაციებში ვიზუალს დიდი მნიშვნელობა აქვს. მომხმარებელმა მარტივად უნდა შეძლოს მობილურ მოწყობილობაში სასურველი პროდუქტისა და მომსახურების მოძებნა. პროდუქტების გვერდის განახლება ვიზუალის ცვლილებას ეხება. თუ აქამდე თითოეული პროდუქტის სანახავად გვერდების ჩამოშლა იყო საჭირო, ახლა შუალედური გვერდი გაჩნდა. მაგალითად, თუ მომხმარებელს რამდენიმე ანგარიში აქვს, შუალედურ გვერდზე შეძლებს როგორც ჯამური თანხის, ასევე თითოეულ ანგარიშის ცალ-ცალკე  ნახვას.

ციფრული პროდუქტების განვითარება და მობილბანკის განახლებული ფუნქციები  საქართველოს ბანკის სულ უფრო მეტ მომხმარებელს უბიძგებს საბანკო მომსახურების დისტანციურად მიღებისკენ.

Tags: ალგორითმიანაბარიგანახლებაგზავნილებიმობილბანკიპროდუქტებისაქართველოს ბანკიციფრული პროდუქტები

ასევე

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022
IMPACT

Tesla-მ დასაქმებულთა 10% გაათავისუფლა: რას ელიან კომპანიები

27 June 2022
მარკეტინგი/მენეჯმენტი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

24 June 2022
BBC
მთავარი ამბავი

მხოლოდ Type C

24 June 2022
IMPACT

Dot-com 2.0: რა მოუვა ბაზარს ?

23 June 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

22 June 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი