BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

გაუზიარე გამოცდილება: my.ge 

ნინო ტაბატაძე by ნინო ტაბატაძე
14 October 2021
2 min read
0

ამბავი 18 წლის წინ დაიწყო. მომავალმა პროგრამისტმა ონლაინაპლიკაცია შექმნა – mymobile.ge. ასე დაიწყო ლაშა გიგიტელაშვილის თავგადასავალი ციფრულ სამყაროში. 

ინსპირაციის წყარო მამის მობილური ტელეფონების მაღაზია გახდა. 2000-იანი წლების დასაწყისში  ახლად გამოჩენილ მოწყობილობაზე არაერთი კითხვა არსებობდა: Motorola  სჯობს თუ  BlackBerry, რა ფუნქციები აქვს LG-ს ან Nokia-ს? რით განსხვავდება მოდელები ერთმანეთისგან? მეგობრებისა და ნაცნობების ხშირი კითხვების პასუხად, ლაშას ბევრი არ უფიქრია და საიტის აწყობას შეუდგა. საიტზე  მობილური ტელეფონების კატალოგი განათავსა და ტელეფონების შეძენაც შესაძლებელი იყო.

ნდობა–უნდობლობის შკალაზე რომ გავზომოთ, მამის რეაქცია „სადღაც შუაში იყო“.  შვილის მცდელობას წინააღმდეგობით არ შეხვედრია.  წამოწყებამ  ძმის მხარდაჭერაც მოიპოვა. მოგვიანებით ერთობლივი კომპანიაც დაარსეს – ლაშას 70%-იანი და კახას 30%-იანი თანამონაწილეობით. გაიყო სფეროებიც. ლაშამ ტექნიკური საკითხების მოგვარება ითავა.  ძმას მარკეტინგი და გაყიდვები ერგო. ასე დაიწყო სინქრონული მუშაობა საერთო მიზნისკენ.

30 ლარიდან 30 მილიონამდე 

პირველი ინვესტიცია სულ რაღაც 30 ლარი იყო. თანხა დომენის შეძენას მოხმარდა. მხოლოდ წლების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დომენიც სწორად შეარჩია – ადვილად დასამახსოვრებელი და თანაც ისეთი, რომ ერთი ქოლგის ქვეშ არაერთ ბრენდს შექმნიდა.

18 წლის შემდეგ ელექტრონული კომერცია მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის უკვე ყოველდღიურობაა. მაშინ, 2000-იანების დასაწყისში კი, საქართველოში ეს სფერო ბუნდოვანი და შორეული ჩანდა.

„ელექტროენერგიის პრობლემა იყო. ხშირად ითიშებოდა დენი. მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა. მაღალსიჩქარიანიც არ იყო ინტერნეტი. ცნობადობა იყო დაბალი. უფასოდ ვთავაზობდით პროდუქციის საიტზე განთავსებას და მაგაზეც უარს გვეუბნებოდნენ. ვერ ხვდებოდნენ რა საჭირო იყო“, – ამბობს Business Feed-თან My Group-ის დამფუძნებელი  ლაშა გიგიტელაშვილი.

გამოწვევები განვითარების დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა. მალე My mobile-ს My auto შეემატა. ავტომობილების გაყიდვისთვის საიტის შექმნის იდეაც საჭიროებამ მოიტანა. ინსპირაციის წყარო კი, უცხოური საიტი mobile.de  გახდა. პოპულარობის მოსაპოვებლად mymobile.ge-ის პლატფორმა გამოიყენეს.

„გადავწყვიტე ავტომობილის ყიდვა. წავედი ავტობაზრობაზე. ძალიან დავიღალე, დამცხა და მივხვდი, რომ კიდევ ერთი აპლიკაცია უნდა დამეწერა – გავაკეთე Myauto. თავიდან ჩვენ – მე და ჩემი ძმა დავდიოდი ბაზრობაზე, ვხვდებოდით დილერებს და ვთავაზობდით საიტზე ავტომობილების განთავსებას. უფასოდ  ვარეგისტრირებდით. ბევრი უარს გვეუბნებოდა. შემდეგ ავიყვანეთ თანამშრომლები – 2-3 გოგონა, რომლებიც ფოტოებს უღებდნენ ავტომობილებს. ასე ვავსებდით საიტის კონტენტს. 2006 წლისკენ ეს საიტიც პოპულარული გახდა და დილერებმა თავად დაიწყეს კონტენტის განთავსება“, – ამბობს ლაშა. 

ბიზნესი წარმატებული მაშინ არის, როდესაც განვითარების პერსპექტივის დანახვა შეგიძლია.  ამ პერსპექტივამ ორ პოპულარულ საიტს კიდევ ერთი – My market შემატა. ეს არის საიტი, სადაც მსურველებს სხვადასხვა ნივთის ყიდვა-გაყიდვა შეუძლიათ.

mymarket.ge იყო ბოლო აპლიკაცია, რომელიც ლაშამ კომპანიისთვის დაწერა. ბიზნესი  ახალ საფეხურზე ადიოდა. My market-ს My home მოჰყვა. შემდეგ გაჩნდა სხვა აპლიკაციები და საქართველოში ციფრული კომერციის ერთ-ერთი პიონერი დღეს 8 ვებსაიტსა და 2.2 მილიონ ვიზიტორს აერთიანებს.

ციფრული სერვისები  სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება და მსხვილი ინვესტორებიც აქტიურად შედიან ამ სექტორში. 2019 წელს my.ge-ს საკონტროლო პაკეტი (65%) თიბისი ბანკის ჯგუფმა შეიძინა. გარიგების ღირებულება 19.45 მილიონი ლარი იყო. საჯაროდ ითქვა, რომ კომპანია 29.93 მილიონ ლარად შეფასდა. 2 წლის შემდეგ თიბისიმ წილი 100%-მდე შეივსო. როგორ შეიცვალა ამ პერიოდში  კომპანიის კაპიტალიზაცია და, შესაბამისად, 35%-იანი წილის ღირებულება,  კონფიდენციალური დარჩა. მხარეებმა ამ საკითხზე საუბარი აღარ ისურვეს. ფაქტია, რომ 30 ლარით დაწყებული ბიზნესი მინიმუმ 30 მილიონად გაიყიდა.

„ზრდის პერსპექტივა ყიდის კომპანიას. კარგი შემოთავაზება იყო ნამდვილად. თან, სხვა სფეროებშიც მაინტერესებდა ჩემი თავის გამოცდა. 18 წელი ერთ ბიზნესში მოსაწყენია. ბოლო 2 წელი გადაბარების პროცესი იყო. ვფიქრობ, my.ge-ს კარგი მომავალი აქვს. სხვა ბაზრებზეც აპირებენ  გასვლას. ძალიან კარგი გუნდია და მიხარია, რომ კარგ ხელში დავტოვე“, – გვითხრა ლაშამ.

ახალი გზა

my.ge-ს დატოვების შემდეგ ძმებმა საერთო ინვესტიცია კიდევ ერთ ბიზნესში განახორციელეს. ამჯერად ძალებს ავიაციაში მოსინჯავენ. წარმატებული სტარტი აღებულია – სატვირთო ავიაკომპანია იზი ჩარტერი, რომელიც  საკუთარ სატვირთო ავიახომალდს – Airbus A300-ს ფლობს, ბაზარზე პოზიციების გამყარებას იწყებს.

ლაშას ვიდეოთამაშების ინდუსტრიაშიც ვიხილავთ. მის კომპანიას – ჰეფიბეთს  უკვე 3 ვიდეოთამაში აქვს შექმნილი და სწრაფად მზარდ ინდუსტრიაში სიახლეებს აანონსებს. მანამდე წინ სწავლის პროცესია – სტენფორდის უნივერსიტეტში. 

განვლილმა გზამ ორი რამ ასწავლა – შრომა და თავდაჯერება. დამწყებ სტარტაპერებს ურჩევს, საკუთარი თავის რწმენა ჰქონდეთ:

„ყველაზე კარგად მათ იციან  იდეის ფასი.  ბოლომდე იბრძოლონ ამ იდეის ხორცშესხმისთვის. რა თქმა უნდა, იქნება მრავალი გამოწვევა, მაგრამ არ შეეშინდეთ ამ გამოწვევების. შრომა და თავდაჯერება – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“.    

Tags: Airbus A300my.gemyauto.gemyhome.gemymarket.geაპლიკაციადომენიელექტრონული კომერციავებგვერდივიდეოთამაშებითიბისი ბანკიიზი ჩარტერიინტერნეტილაშა გიგიტელაშვილიმობილურისტენფორდის უნივერსიტეტი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი