BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

გაზრდილი ტვირთბრუნვა

fleetnewsdaily.com

fleetnewsdaily.com

ნონა ქვლივიძე by ნონა ქვლივიძე
24 May 2022
1 min read
0

უკრაინაში ომისა და რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ტვირთებმა მოიმატა. საქართველოს გაუჩნდა შანსი, აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ის ტვირთები მოიზიდოს, რომელთა ტრანსპორტირება აქამდე რუსეთის ტერიტორიის გავლით ხდებოდა. მაგრამ ამას ხელს უშლის მოძველებული სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და საბაჟო პუნქტებზე არსებული პრობლემები. საბაჟო გამშვებ პუნქტებთან სატვირთო მანქანების გრძელი რიგები დგას. 

რა ხდება საბაჟოზე

პრობლემები განსაკუთრებით იმ ექსპორტიორებს შეექმნათ, ვისაც მალფუჭებადი პროდუქციის გაგზავნა უწევთ. ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტთან და წითელ ხიდზე ასობით მანქანა დაგროვდა, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას კვირაზე მეტხანს ელოდებოდნენ. მათ შორის იყო დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის – ივა ჭყონიას ტვირთიც, რომელიც ბოსტნეულის ექსპორტს რუსეთში ახორციელებს. საბაჟოზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ მის მიერ გამოთქმული კრიტიკის შემდეგ ექსპორტიორებს სოფლის მეურნეობის მინისტრი, საბაჟო დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ. ივა ჭყონია Business Feed-თან ამბობს, რომ პრობლემა მოგვარდა, მალფუჭებადი ტვირთი მწვანე დერეფანში მოხვდება და საბაჟო ტერიტორიას 24 საათში დატოვებს. 

თუმცა, სხვა ტვირთებს ისევ უწევთ გრძელ რიგში დგომა ლარსის გამშვებ პუნქტზე, რომლის გამტარუნარიანობა შემცირებულია და დღე-ღამეში მხოლოდ 250-300 სატვირთო მანქანის გაშვება შეუძლია. მოთხოვნა კი დაახლოებით 3-ჯერ მაღალია.

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოს გავლით საავტომობილო გადაზიდვები $11.057 მილიონით, ხოლო საზღვაო გადაზიდვები $71.068 მილიონით გაიზარდა. ომის დაწყებამდე საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე დღეში 400-500 ავტომობილი თუ მოძრაობდა, მათი რიცხვი ახლა 3 ათასს აღწევს.

„საქართველოს გზას თურქეთიდან შუა აზიისკენ მიმავალი ტვირთები მოადგა. საბაჟოს 2.5-3 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთის გატარება არ შეუძლია, რაც გადაზიდვების შეფერხებას იწვევს“, – აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი.

შემოსავლების სამსახური საბაჟოზე რიგებს გაზრდილი ტვირთნაკადით ხსნის, ხოლო შეფერხების მიზეზად რუსეთის ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და რეგისტრაციის ახალი სისტემების დანერგვას უკავშირებს. სამსახურის ინფორმაციით, გამშვებ პუნქტებზე პრობლემის მოგვარების მიზნით მათ  მებაჟეების რაოდენობა გაზარდეს.

ძველი აბრეშუმის გზის ახალი შანსი

რუსეთისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ასობით კომპანია რუსეთის ტერიტორიას ვეღარ გამოიყენებს. სანქციების ქვეშ არიან რუსული პორტები. შესაბამისად, საქართველოს გაუჩნდა შანსი, გახდეს აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი მთავარ მაგისტრალი. 

researchgate.net

გამოიყენებს ქვეყანა ამ შანსს? სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველო ამ შესაძლებლობას მოუმზადებელი ხვდება ლოგისტიკური პრობლემებითა და გაუმართავი ინფრასტრუქტურით.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოს რკინიგზა არარენტაბელურია. საქართველოს რკინიგზის საჭიროზე მეტი დანახარჯები ხელს უშლის მის მოდერნიზაციას, ხოლო რკინიგზის დაბალი წილი ტრანზიტისა და ადგილობრივი გადაზიდვის ბიზნესში, მაღალ ტარიფებს განაპირობებს, რაც რკინიგზას ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

პაატა ცაგარეიშვილის შეფასებით, გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ეტაპობრივად საქართველოსკენ გადმოინაცვლოს ჩინეთის საკონტეინერო ტვირთის ნაწილმა, რომელიც ამ დრომდე ვოლგა-დონის არხით გადაადგილდება. ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გაგზავნილი ტვირთის დიდი ნაკადი რუსეთის გავლით მოძრაობს, ხოლო საქართველოს მარშრუტზე ამ ტვირთის მხოლოდ 2% ხვდება. მისი შეფასებით, რეალურია საქართველოს დერეფანში თურქმენული ნავთობპროდუქტების ტრანზიტიც. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, 2-3 წელიწადში საქართველოსკენ წამოსული ტვირთების მოცულობამ შესაძლოა, 10-12 მილიონ ტონას მიაღწიოს. 

„საქართველოს გაუჩნდა ჩინეთიდან მოძრავი ძვირად ღირებული საკონტეინერო ტვირთების მოზიდვის შანსი. მისი მოცულობა ამჟამად დაახლოებით 100 ათას კონტეინერს შეადგენს და რუსეთის გავლით გადაადგილდება“, – აღნიშნავს Busines Feed-თან საუბარში პაატა ცაგარეიშვილი.

მისი თქმით, არსებობს ყაზახეთიდან ნედლი ნავთობის საქართველოს სარკინიგზო მაგისტრალზე გადმოსვლის შანსიც. ასევე, იზრდება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენში ნავთობის ნაკადის ზრდის ალბათობაც. შესაძლებელია, რომ საქართველოს კორიდორში მოხვდეს ყაზახეთის მშრალი ტვირთებიც. 

მათი მოზიდვის შემთხვევაში დაიტვირთება ფოთისა და ბათუმის პორტები, გაიზრდება საქართველოდან საბორნე გადაზიდვების მოცულობა. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგება შესაბამისი ინფრასტრუქტურის აუცილებლობა:

„შეიქმნება სპეციალიზებული ტვირთების მიღების პრობლემა, რადგან ტერმინალებს მოდერნიზება სჭირდებათ. საპორტო ინფრასტრუქტურა თანამედროვე სტანდარტებს ჩამორჩა. ისინი არ არის ადაპტირებული. აქვე თავს იჩენს ღრმაწყლოვანი პორტის აუცილებლობა“.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთსა და ევროკავშირთან საქართველოს ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობას უქმნის. მაგრამ პრობლემას ქმნის მოძველებული სარკინიგზო სისტემა, ბარიერებს ქმნის ამ სისტემაში არაერთი შუამავალი კომპანიის არსებობა, რაც გადაზიდვის ფასს აძვირებს. ამ ბარიერების მოხსნაა საჭირო, წინააღმდეგ შემთხვევაში, გადამზიდავებმა სირთულეების თავის ასარიდებლად, შეიძლება, სხვა გზა ეძებონ“, – აღნიშნავს არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს ხელმძღვანელი ვასო ურუშაძე.

Tags: Hub Georgiaაზიის განვითარების ბანკიბაქო-თბილისი-ჯეიჰანიდისტრიბუტორთა ასოციაციავასო ურუშაძეივა ჭყონიალარსიპაატა ცაგარეიშვილისატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრისაქართთველოს რკინიგზა

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი