BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორის დემო დღე

Business Feed by Business Feed
21 June 2022
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

Impact Hub Tbilisi-ის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ერთი მხრივ, მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, ინვესტორებისთვის შესაძლებლობის მიცემას, რომ ადრეულ ეტაპზე განახორციელონ ინვესტიცია მათთვის სასურველ ინდუსტრიაში.

პრე-აქსელერატორში მონაწილეობა მიიღო 20-მა გუნდმა, რომელმაც 3 თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავა საკუთარი სტარტაპის განვითარებაზე. პრე-აქსელერატორის განმავლობაში სტარტაპებმა ჩამოაყალიბეს ფასეული შეთავაზებები (value proposition), ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, ბაზარზე შესვლის სტრატეგია, ფიჩდექი და საინვესტიციო წინადადება.

დემო დღეზე ინვესტორებისა და მოწვეული სტუმრების  წინაშე 16 გუნდი წარდგა, დამატებითი დაფინანსების მოპოვებისა და სტარტაპის განვითარება/გაფართოების მიზნით.

მონაწილე სტარტაპები:

  1. AMBRY – ბლოკჩეინზე დაფუძნებული ანალიტიკური AML პლატფორმა, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც ფინანსურ სექტორებს და ბანკებს, ასევე კრიპტოპლატფორმებს, შეამოწმონ და აკონტროლონ კრიპტოტრანზაქციები და მისამართები.
  2. MEDU – სამედიცინო საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ამარტივებს და ხელმისაწვდომს ხდის პროფესიული კომუნიკაციისა და გამოცდილების გაზიარების პროცესს.
  3. WEMPLER – პლატფორმა, რომელიც აკავშირებს ერთჯერად დამხმარეებს ერთჯერადი დახმარების მსურველებთან.
  4. SPACEM – რესტორნის ოპერაციების გაციფრულებისა და ავტომატიზაციის პლატფორმა.
  5. CARLINK – მანქანის მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებული ავტოასისტენტი, რომელიც ზოგავს დროს და ფინანსებს.
  6. PHARAO – ნამდვილი ადამიანების 3D ავატარების ციფრული ბიბლიოთეკა.
  7. SETPLACE – გადასაღები ლოკაციების დაჯავშნისა და გაქირავების პლატფორმა.
  8. WORKIN – პლატფორმა პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერებისა და ტექ. რეკრუტერებისთვის. ჩვენ ვამარტივებთ რეკრუტირების პროცესს, ვეხმარებით ბიზნესს ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებაში.
  9. SPICEAPP – პლატფორმა, სადაც მოკლევადიანი უცხოელი ვიზიტორები ადგილობრივი კომპანიებისგან ფასდაკლებებსა და სპეციალურ შეთავაზებებს მიიღებენ.
  10. LAWFORMER – მანქანურ სწავლებაზე დაფუძნებული იურიდიული ტექ. პლატფორმა, რომელიც ამარტივებს ხელშეკრულებების შექმნისა და სამართლებრივი კვლევის პროცესს მუხლების ციფრული ბიბლიოთეკის, ხელშეკრულების შესაქმნელი სმარტხელსაწყოსა და სასამართლო ქეისების მოკლე მიმოხილვების საშუალებით.
  11. DIDGE – ქლაუდზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის სააშუალებით ეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეებს, კონტენტის გენერირებით და ოპტიმიზებით, გააძლიერონ მათი ონლაინ ხილვადობა სოცმედიასა და საიტებზე.
  12. COSTY – სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შედგენის, ანალიზისა და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვების ონლაინპლატფორმა.
  13. COLLAB2B – მულტიფუნქციური B2B გაყიდვების პლატფორმა, რომელიც სპეციალიზებულია ელექტრონულ კომერციასა და საბითუმო ვაჭრობაში და აერთიანებს ვაჭრობისთვის საჭირო ყველა სერვისს.
  14. NOMADERIA – პლატფორმა, რომელიც დისტანციურად მომუშავე მოგზაურებს დაეხმარება მათი ინტერესების შესაფერისი ქვეყნის შერჩევაში, სამოგზაურო დოკუმენტების მომზადებაში, საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების შერჩევაში, საჭირო კავშირების დამყარებაში და ა.შ.
  15. TASTEIT – სოციალური ქსელი რესტორნებისა და მათი მომხმარებლებისთვის.
  16. LYNX – ვებგვერდი, რომელიც აკავშირებს მცირე და საშუალო ბიზნესებს ფინანსურ ინსტიტუტებთან ბიზნესსესხის გაცემის გასამარტივებლად.

პრე-აქსელერაციის პროგრამას უძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი საინიციატივო გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გუნდმა ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს. პირველი ნაკადის დემო დღე 2021 წლის ივნისში გაიმართა, პროგრამაში მონაწილე სტარტაპებმა საერთო ჯამში 800 000 ლარის ინვესტიცია/გრანტი მოიპოვეს.

„აღსანიშნავია, რომ პრე-აქსლერატორის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, ვფიქრობთ, ასეთი ინიციატივები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში და მიხარია, რომ Impact Hub Tbilisi ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია.“ – აღნიშნა იმფაქთ ჰაბ თბილისის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: EFSE Entrepreneurship Academy, თიბისის პროგრამა სტარტაპერი, აჭარა ჯგუფი.

Tags: AMBRYCARLINKCOLLAB2BCOSTYDIDGEEFSE Entrepreneurship AcademyLAWFORMERLYNXMEDUmpact Hub TbilisiNOMADERIAPHARAOSETPLACESPACEMSPICEAPPTasteitWEMPLERWorkinაჭარა ჯგუფითიბისის პროგრამა სტარტაპერიქეთი ებანოიძე

ასევე

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022
IMPACT

Tesla-მ დასაქმებულთა 10% გაათავისუფლა: რას ელიან კომპანიები

27 June 2022
მარკეტინგი/მენეჯმენტი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

24 June 2022
BBC
მთავარი ამბავი

მხოლოდ Type C

24 June 2022
IMPACT

Dot-com 2.0: რა მოუვა ბაზარს ?

23 June 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

22 June 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი