BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ინვესტირება მარტივად: საქართველოს ბანკის შეთავაზება

ნონა ქვლივიძე by ნონა ქვლივიძე
26 January 2022
2 min read
0
სპონსორის კონტენტი

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა სულ უფრო მარტივდება. რადგან ფასიან ქაღალდებში გონივრულად განხორციელებული ინვესტიცია ფინანსური სტაბილურობის საფუძველს ქმნის, იდეალური შემთხვევა იქნება, თუ ინვესტიციას სწორ დროს, სწორი მიმართულებითა და თანამედროვე, მარტივი ტექნოლოგიების გამოყენებით განახორციელებთ.

საფონდო ვაჭრობის მაქსიმალურად გამარტივების საშუალებას საქართველოს ბანკის მობილბანკი იძლევა.

ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის ამ სწრაფ და მარტივ სერვისს საქართველოს ბანკი გალტ & თაგარტთან ერთად სთავაზობს მომხმარებელს.  საქართველოს ბანკის მობილბანკით აშშ-ის საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა ახლა უკვე ნებისმიერი ადგილიდანაა შესაძლებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს მსოფლიოს მოწინავე კომპანიების აქციების შეძენა საკუთარ მობილბანკში, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით შეუძლია. ინვესტირება წამყვან საერთაშორისო კომპანიების აქციებში ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა.

როგორ გავხსნათ საინვესტიციო ანგარიში

საინვესტიციო ანგარიშის გახსნა ონლაინრეჟიმშია შესაძლებელი. ამისთვის მობილბანკის პროდუქტების გვერდზე შესვლა და შემდეგ, საინვესტიციო მოდულზე გადასვლაა საჭირო.

მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ გაეცნოთ ვიდეოს.

საინტერესო კომპანიების შერჩევის შემდეგ, ინვესტირების დაწყება $1-დანაც შეიძლება. ამ პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელს წვდომა აქვს ათასობით კომპანიის აქციაზე, მათ შორის, ისეთი საერთაშორისო კომპანიების აქციებზე, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და ივაჭრება ამერიკულ ბირჟებზე – NASDAQ-სა და NYSE-ზე საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით. 

ამავე მოდულის მეშვეობით, მობილბანკიდანვე, შეიძლება შეძენილი აქციების პორტფელის კონტროლი. საინვესტიციო ანგარიშზე თანხის შეტანა და გამოტანა კი ყველანაირი საკომისიოს გარეშეა შესაძლებელი. მომხმარებლის ანგარიში $500 ათასამდე დაზღვეულია აშშ–ის ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციის (SIPC) მიერ. შეძენილ ფასიან ქაღალდებზე მიღებული კაპიტალური მოგება საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იბეგრება.

როგორ შეიქმნა ახალი პროდუქტი

სიახლე საქართველოს ბანკის, მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის – გალტ & თაგარტის საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმასთან – DriveWealth-თან პარტნიორობით დაინერგა. DriveWealth მსოფლიოს მასშტაბით 100-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს და მომხმარებლებს ინვესტირების მარტივ პლატფორმას სთავაზობს. კომპანიის მომხმარებლებს შორის ისეთი ორგანიზაციები არიან, როგორებიცაა: Revolut, Hatch, MoneyLion და Sharesies. ამ საინვესტიციო პლატფორმით შესაძლებელი ხდება წილადობრივი (fractional) ინვესტირება. 

„DriveWealth პიონერია აღნიშნული მიმართულებით და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობს ფინანსურ ინსტიტუტებთან – ნეობანკებთან, ფინტექებთან და ტრადიციულ ბანკებთან, რათა მომხმარებელს მათ საჭიროებებზე მორგებული, თანამედროვე, ციფრული გამოცდილება შესთავაზოს.

ახალი საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, საქართველოს ბანკის მომხმარებლები შეძლებენ, შეუერთდნენ მილიონობით ინვესტორს მსოფლიოში და დაიწყონ ინვესტირება აშშ–ის საფონდო ბირჟებზე, პირდაპირ მობილბანკიდან.

საქართველოს ბანკის ახალი საინვესტიციო პროდუქტი სრულიად ცვლის ინვესტირების აქამდე არსებულ გამოცდილებას. ინვესტიციების მოდულის მეშვეობით, დღეს უკვე ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.  

გახსოვდეთ, რომ გონივრულად ინვესტირების შემთხვევაში, დღევანდელი შემოსავალი სამომავლოდ მოგების წყაროდ შეიძლება იქცეს, რადგან საფონდო ვაჭრობა გრძელ ვადაში ფულის შეგროვებისა და დაზოგვის, ფინანსური სტაბილურობის მოპოვების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. 

Tags: AmazonAppleDriveWealthGalt & TaggartGoogleHatchMicrosoftMoneyLionNasdaqNYSERevolutSharesiesაშშ-ის ფასიანი ქაღალდების დაზღვევის კორპორაციასაქართველოს ბანკიტესლა

ასევე

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი