BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

კალისტო 1920 და თუთა 4: მიტოვებულ ფურნეებში გამომცხვარი გემოვანი პური

მზეთამზის წარმატების შემდეგ, პროექტი გემოვანი ადგილობრივ ფურნეებს გამოაცოცხლებს

გემოვანი პური

გემოვანი პური

ნინა კოპალეიშვილი by ნინა კოპალეიშვილი
1 June 2021
1 min read
0

გურიაში გავლით, ბათუმისკენ მიმავალი მანქანით ან მატარებლით ვიყავი აქამდე ნამყოფი. ჩემი წინაპრები გურიიდან ყოფილან – დუმბაძეები, ღლონტები. სოფელ დვაბზუში ჩემი დიდი ბაბუის ბაბუას ეკლესიაც კი აუშენებია. ბაბუ ბევრს ყვებოდა დედაზე, გურიაზე, ხშირად გვთხოვდა ხოლმე, ჩადით ჩემს დედულეთშიო. მეც სულ მინდოდა გამეგო, „რა ყოფილა გურია“, მაგრამ როგორც ჩემნაირები იმართლებენ ხოლმე თავს, ვერასდროს მოვიცალე ამ ამბისთვის. ახლა კი, ისევ საქმის გამო ამოვყავი თავი ამ გადარეულებით დასახლებულ დალოცვილ მხარეში.

ოზურგეთისკენ გადავუხვიეთ და დაგრეხილი გზებით მაღალმთიანი გურიისკენ მივემართებით. მალევე, აბრაზე წარწერით სოფელი დვაბზუც შემოგვეგება. გზას ვაგრძელებთ. აცივდა, მოსაცმელები მოვიგდეთ ზურგზე და, საინტერესო თავგადასავლის მოლოდინში, მომავალი ორი დღის სცენარზე დავიწყეთ მსჯელობა. წინ ნისლში ჩაძირული მთები გამოჩნდა, მანქანის ჩამოწეული ფანჯრებიდან სოფლის სუნი შემოვარდა.

გადაღება სოფელ მთისპირში გვაქვს. ჩვენი გზამკვლევი ჩვენივე მასპინძელი ოთოა, რომელსაც დროდადრო ტელეფონით ვურეკავთ და ისიც გზის გაგნებაში გვეხმარება. მთისპირში ადგილობრივი პურის წარმოების – კალისტო 1920-ის გადასაღებად მივემგზავრებით.

გემოვანის ადგილობრივი გაფართოება - გურული ფურნეს პური 1920-ის ცხობა
ადგილობრივი ფურნე სოფელ მთისპირში – გემოვანი პური “კალისტო 1920”-ის ცხობა

რახარუხით ჩავიარეთ სოფლის შარაგზა და მწვანე ეზოდან მასპინძლები – ოთო, ირაკლი და გიორგი შემოგვეგებნენ. არასდროს იცი, გადაღებისგან რა თავგადასავალს უნდა ელოდო. აქ კი აშკარაა, რომ განსაკუთრებით გვიმართლებს და გვხვდება მასპინძლობა ქართული, განწყობა კი – გურული.

ოთო და ირაკლი პროექტ გემოვანის დამფუძნებლები არიან და უკვე მეექვსე წელია თბილისში მზეთამზეს – ბუნებრივ „პურის დედაზე“ დამზადებულ პურს აწარმოებენ. მზეთამზის წარმატების შემდეგ, წარმოების გაფართოება სხვადასხვა რეგიონში სურდათ. თუმცა, ყველა ჯერზე მნიშვნელოვანი დილემის წინაშე დგებოდნენ – დიდი საწარმოს აშენება თუ ადგილობრივი მიტოვებული ფურნეების გამოცოცხლება.

ირაკლი გურულია, ოთო – მეგრელი. ადგილობრივი ფურნეების იდეამ განსაკუთრებით მოხიბლა საკუთარ მხარეზე შეყვარებული პურის მწარმოებლები. სწორედ ასე გაჩნდა გურული პური კალისტო 1920-ის წარმოების იდეაც, რომელსაც მალევე მეგრული პური თუთა 4 მოჰყვა.

მიტოვებული ფურნეების ასამუშავებლად გურიაში მესამე თვეს ატარებენ. ხუმრობენ, რომ უკვე ადგილობრივებშიც გაითქვიფნენ. თან სუფრის გამოც გვიბოდიშებენ, „მთლად მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, მარტო ბიჭები ვართ აქო“. არადა, სუფრას არც გურული დედალი, არც ადგილობრივი რეცეპტით შეკმაზული ეკალა, არც გლეხურად დაჭრილი კიტრი-პომიდვრის სალათა და მარნიდან გამოტანილი ღვინო აკლია. დინამიკებიდან არც მეტი, არც ნაკლები – Pink Floyd და Queen ისმის. პატარა ოთახში გრძელ მაგიდას გარშემო ხის ჯორკოებზე შემოვუსხედით. ზურგს ეზოში მოგროვებული ფიჩხით აგიზგიზებული ბუხარი გვითბობს. სუფრას კი, როგორც მოსალოდნელი იყო, მთისპირის გამოცოცხლებულ ფურნეში გამომცხვარი პური ამშვენებს.

მასპინძლებთან საუბარში ვხვდებით, რომ გემოვანი, მის ქვეშ გაერთიანებული პურის საწარმო და ადგილობრივი ფურნეები დამფუძნებლებისთვის მხოლოდ წარმატებული ბიზნესი არ არის. ტრადიციული ქართული მეთოდით გამომცხვარი პურისადმი უდიდესი სიყვარული მეგობრების მონათხრობ ამბავში შეუძლებელია, ვერ შენიშნო. ამ სიყვარულის გამართლებას ამავე პურში ვპოულობთ – მძიმე და განსხვავებული გემოს მქონე კალისტო 1920 უფროს თაობას ნოსტალგიებს აღუძრავს, ჩემსას კი – ახალ და ჯანსაღ გემოს გააცნობს.

კალისტო იუპიტერის ერთ-ერთი თანამგზავრის სახელი ყოფილა, მაგრამ ირაკლისთვის ამ სახელწოდებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. როდესაც გურიაში პურის წარმოება საბოლოოდ გადაწყდა, მოულოდნელად მამისგან შეტყობინება მიუღია, რომელმაც საბოლოოდ დაარწმუნება ექსპერიმენტის სამომავლო წარმატებაში:

„მთისპირის ფურნეზე კარგი იქნება დაფის გაკვრა – მთისპირში პირველი ფურნე მოაწყო და 1920-30-იან წლებში კომერციულ პურს აცხობდა კალისტო ჩავლეშვილი“.

მომღერალი კალისტო ჩავლეშვილი, რომელმაც სოფელ მთისპირში პურის წარმოება 1920-30-იან წლებში დაიწყო

კალისტო ჩავლეშვილი გურული მომღერალი იყო. 1920 წელს საკუთარი ფურნე გაუხსნია. ასე მარტივად და სიმბოლურად გადაწყდა გურული ფურნის პურის დასახელების ამბავიც. სწორედ გურულმა კალისტომ და მისი სახელწოდების ციურმა წარმომავლობამ მისცა დასაბამი სხვა რეგიონებში დაგეგმილი ადგილობრივი ფურნეების დასახელებებსაც.

ერთი კვირის წინ, ამჯერად სამეგრელოში, მარტვილის სოფელ სერგიეთში, კიდევ ერთი მიტოვებული ფურნე ამუშავდა. ასე დაიკავა მეგრული მაღაზიების დახლები ტრადიციულ „ქართულ დედაზე“ გამომცხვარმა პურმა თუთა 4-მა. თუთა მეგრულად მთვარეს ნიშნავს. როგორც ირაკლი და ოთო გვიამბობენ, ციური სხეულების სახელების მქონე ადგილობრივი პური მალე მთელ საქართველოში, მათ შორის აფხაზეთშიც გამოჩნდება.

მარტვილის ფურნეში პური მალევე გამოცხვა. ამჯერად მასპინძლობა მეგრულია – ფურნიდან გამოღებულ, ხელით დატეხილ, ცხელ-ცხელ პურს რძიან სულგუნს ვაყოლებთ. მეგრული პურის რეცეპტი და მომზადების წესი კალისტო 1920-ის იდენტურია, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ადგილობრივი ხორბალი, წყალი და ჰაერი პურის განსხვავებულ გემოს განაპირობებს.

მადის აღძვრიდან მალევე მეგრულ სუფრაზე ამოვყავით თავი – ელარჯის მასტერკლასების ნახვის შემდეგ, უგემრიელეს გებჟალიასა და ნიგვზიან ხარჩოს შევექცევით. ჩვენი მოგზაურობა მარტვილის მონასტრის მონახულებით სრულდება. დამშვიდობებისას ოთო და ირაკლი გვპირდებიან, რომ მალე სხვა რეგიონებში გამოცოცხლებულ ფურნეებში შევხვდებით.

მარტვილი, სამეგრელო

პროექტი გემოვანი 2015 წელს ირაკლი ჩავლეშვილმა და ოთარ ნაჭყებიამ დააფუძნეს. გემოვანის მთავარი იდეა მხოლოდ და მხოლოდ ქართული გენეტიკის სასურსათო პროდუქტების წარმოებასა და მათ პოპულარიზაციაში მდგომარეობს. გემოვანი უკვე 6 წელია აწარმოებს პურს მზეთამზე, რომელიც თბილისში მესამე ადგილზეა ბრენდირებული პურის ბაზარზე. დამფუძნებლების იდეაა, რეგიონებში პურის წარმოება დეცენტრალიზებული მიდგომით, ძველი ფურნეების გამოცოცხლებით, გააფართოვონ.

ამგვარად, გემოვანი შეისყიდის ადგილობრივი წარმოების ხორბალს, დაასაქმებს ადგილობრივებს და ბაზარზე დაამკვიდრებს ნამდვილი „პურის დედაზე“ წარმოებული პურის ტრადიციას.

 

Tags: ადგილობრივი ფურნეებიგემოვანიგემოვანის რეგიონული გაფართოებაგურიათუთა 4ირაკლი ჩავლეშვილიკალისტო ჩავლეშვილიკალისტო-1920მარტვილიმზეთამზემთისპირიოთარ ნაჭყებიაპროექტი გემოვანიპურის დედაპურის ტრადიციული წარმოებასერგიეთიფურნეს პური

ასევე

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ფოტო: borjomi.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ბორჯომის თავგადასავალი

19 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი