BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

Business Feed by Business Feed
22 June 2022
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

კრისტალის შვილობილი კომპანია კრისტალ კონსალტინგისა და ტარტუს კრეატიული ინდუსტრიების ცენტრის ერთობლივი სასწავლო პროგრამის, Going Global Georgia-ს გამარჯვებული 6 ქართველი მეწარმე ქალი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში, ისინი ტალინსა და ტარტუში ცნობილი ესტონური ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდებიან, გამოცდილი ბიზნესლიდერებისგან კი პერსონალურ რჩევებსა და ინდივიდუალურ კონსულტაციებს მიიღებენ.

Going Global Georgia -ს ფარგლებში, მონაწილეებისთვის ტრენინგები 1 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მათ საშუალება ჰქონდათ, ცოდნა ისეთი საკითხების შესახებ მიეღოთ, როგორებიცაა ინოვაციური პროდუქტების შექმნა, ბრენდის დიზაინი და პოზიციონირება წამყვან სოციალურ მედიაპლატფორმებზე — Facebook-ზე, Instagram-სა და LinkedIn-ზე, გაყიდვების სტრატეგიები ონლაინ პლატფორმებზე — Amazon-სა და Etsy-ზე და ა.შ. მეწარმეები ევროკავშირის  ბაზარზე პროდუქციის ექსპორტის სტრატეგიებსაც გაეცნენ. პროგრამის ბოლოს კი სასწავლო ვიზიტის მონაწილეები კონკურსის შედეგად შეირჩნენ.

Going Global Georgia-ს მიზანი მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტარტაპების, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერაა. პროგრამა ხელს უწყობს მათ, ბიზნესსაქმიანობის ციფრულად წარმოების ცოდნა გაიუმჯობესონ  და შედეგად, მეტი სარგებლის მიღება შეძლონ.

,,ესტონელ პარტნიორებთან ერთად, მეწარმე ქალებს სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ბიზნესსაქმიანობების გაციფრულებაში ვეხმარებით. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების, სტარტაპებისა და ბიზნესის წარმოების ინფრასტრუქტურით, ესტონეთი ერთ-ერთი წინწასული და წამყვანი სახელმწიფოა მსოფლიოში, ამიტომ ამ ქვეყნის ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება მეწარმე ქალებისთვის ძალიან ღირებულია“, – აცხადებს კრისტალ კონსალტინგის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჯანელიძე.

პროგრამა Going Global Georgia 2021 წლიდან მიმდინარეობს. იგი კვლავაც გაგრძელდება და ახალ სასწავლო შესაძლებლობებს სხვა მეწარმეებისთვისაც შექმნის. პროექტი განვითარების თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კრისტალ კონსალტინგის ძირითადი საქმიანობა მეწარმე ქალების ეკონომიკური გაძლიერება და მხარდაჭერაა. იგი, როგორც საკონსულტაციო პლატფორმა, 2019 წელს ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალმა სწორედ ქალთა გაძლიერების მიზნით დააფუძნა. კრისტალ კონსალტინგი მეწარმე ქალებს ბიზნესკონსულტაციებსა და მენტორობას ისეთ საკითხებზე უწევს, როგორებიცაა ბიზნესის მართვა, მომხმარებლებთან ურთიერთობა, ბრენდინგი და მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. ინოვაციური პლატფორმის დახმარებით, კრისტალი მეწარმე ქალებს ეკონომიკური წარმატებისთვის საჭირო და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ცოდნით, ინფორმაციით, უნარებითა და კავშირებით უზრუნველყოფს, რაც ხელს უწყობს როგორც მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე ქვეყანაში მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას.

Tags: AmazonEtsyFacebookGoing Global GeorgiaInstagramLinkedInგიორგი ჯანელიძეკრისტალ კონსალტინგიკრისტალი

ასევე

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022
IMPACT

Tesla-მ დასაქმებულთა 10% გაათავისუფლა: რას ელიან კომპანიები

27 June 2022
მარკეტინგი/მენეჯმენტი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

24 June 2022
BBC
მთავარი ამბავი

მხოლოდ Type C

24 June 2022
IMPACT

Dot-com 2.0: რა მოუვა ბაზარს ?

23 June 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბუღალტერიის გაციფრულების პროექტი − საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესს

22 June 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი