საქართველოს ბანკი ქართული კომპანიების მხარდაჭერისა და მეტი შესაძლებლობების გაზიარების მიზნით ახალ მასშტაბურ კამპანიას − Made in Georgia-ს იწყებს.
კამპანიის ფარგლებში ბანკმა ბიზნესებს მათთვის საჭირო სერვისებზე სპეციალური ფასდაკლებები მოუმზადა. Made in Georgia-ს მიზანია, ხელი შეუწყოს ბიზნესს და საქართველოში შექმნილი პროდუქციის პოპულარიზაციას.
„საქართველოს ბანკი მუდმივად ქმნის პროდუქტებსა თუ სერვისებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესების ზრდასა და განვითარებას. ჩვენ გვჯერა ქართული ბიზნესის წარმატების. კამპანიის ფარგლებში კი გვინდოდა მათთვის შეგვეხსენებინა, რომ მთავარია დაიჯერო.
ახალი კამპანიით მიზნად ვისახავთ ქართული კომპანიებისა და მათი პროდუქციის ცნობადობის ზრდას; გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ მათ განვითარებაში; მივცეთ მოტივაცია დამწყებ ბიზნესებს და დავაჯეროთ, რომ საქართველოში დამზადებული კომპანიებისა და პროდუქტებისთვის წარმატების მიღწევა შესაძლებელია როგორც ქვეყნის ფარგლებში, ასევე მის გარეთ“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
Made in Georgia-ს ფარგლებში შეიქმნა მთავარი იდეის მატარებელი სტიკერების სპეციალური ნაკრები, რომელიც მიანიშნებს, რომ პროდუქტი დამზადებულია საქართველოში.
კამპანიაში ჩასართავად საჭიროა პროდუქტს ან სერვისს აწარმოებდეთ საქართველოში, გქონდეთ საქართველოს ბანკის ბიზნესანგარიში და გამოიყენოთ Made in Georgia-ს ფარგლებში შექმნილი სპეციალური სტიკერები თქვენი ბიზნესის სოციალურ ქსელებში.
- გადმოწერეთ სპეციალური ნაკრები და აირჩიეთ სასურველი სტიკერი მითითებული ბმულიდან;
- უპირატესობებით სარგებლობისთვის გამოიყენეთ არჩეული სტიკერი თქვენს ციფრულ არხებში;
- შეავსეთ განაცხადი და მიუთითეთ თქვენი სოციალური მედიის გვერდი, სადაც განთავსებული გაქვთ კამპანიის ფარგლებში შექმნილი სტიკერები.
რას გთავაზობთ Made in Georgia
უკეთესი პირობა პოსტერმინალზე
ისარგებლებთ გაუმჯობესებული პირობით პოსტერმინალით გადახდების საკომისიოზე 3 თვის განმავლობაში.
გაუმჯობესებული პირობით სარგებლობა შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კომპანია რეგისტრირებულია 2021 წლის იანვრიდან.
PLUS კამპანია
შეძლებთ ჩაერთოთ PLUS კამპანიაში, რაც დამატებითი შესაძლებლობაა, გქონდეთ საქართველოს ბანკის არხებზე მეტი მარკეტინგული მხარდაჭერა.
უკეთესი პირობა Extra.ge-ზე
გადაიხდით შეღავათიან საკომისიოს Extra.ge-ზე პროდუქციის განთავსებისას 3 თვის განმავლობაში.
ფასდაკლება კიკალა სტუდიოსგან
ისარგებლებთ 50%-იანი ფასდაკლებით თქვენი პროდუქციის ფოტოსესიაზე.
ფასდაკლება AccountAnts-ისგან
გაივლით უფასო კონსულტაციას და მიიღებთ 20%-იან ფასდაკლებას საბუღალტრო მომსახურებაზე.
ფასდაკლება Color Group-ში
ისარგებლებთ 15%-იანი ფასდაკლებით ბეჭდვის, გარე რეკლამის, შეფუთვების, ეტიკეტებისა თუ ტექსტილის სერვისებზე. ხოლო 50%-იანი ფასდაკლებით − დიზაინის სრულ მომსახურებაზე.
API სერვისების ინტეგრაცია
გადაიხდით ნაკლებ საკომისიოს 3 თვის განმავლობაში საქართველოს ბანკის API სერვისების გააქტიურებისას.