BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

მენეჯმენტის საუკეთესო პრაქტიკა: IKEA

იკეა

IKEA/ The financial

ნონა ქვლივიძე by ნონა ქვლივიძე
4 June 2021
1 min read
0

IKEA წლებია მომხმარებლის საყვარელ ბრენდად იქცა. ყველასთვის კარგად ცნობილ შვედურ კომპანიას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უკვე 455-ზე მეტი მაღაზია აქვს და ქსელი კიდევ ფართოვდება. კომპანიას ზრდა არც პანდემიის პირობებში შეუჩერებია, რადგან საკუთარი პროდუქტები და მომსახურება მომხმარებლის შეცვლილ მოთხოვნილებებს მოარგო.

რა არის IKEA-ს წარმატების საიდუმლო?

სპეციალისტების თქმით, ბრენდის წარმატებას განაპირობებს ხარისხიანი პროდუქტი, დაბალი ფასები და ავეჯის საკუთარი ხელით აწყობის საშუალება. ამ სამ ძირითად ფაქტორს ემატება კომპანიის სწორი მარკეტინგული სტრატეგია.

„იაფი ავეჯის დამზადება მარტივი, თანამედროვე და პრაქტიკული დიზაინით“ – ეს კომპანიის მთავარი იდეაა. IKEA-ს უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ მის მაღაზიებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს ყველაფერი – ავეჯითა და ჭურჭლით დაწყებული, ნახატებით დამთავრებული.

ხელმისაწვდომი ფასი თავიდანვე იყო IKEA-ს ძირითადი პრიორიტეტი, რადგან სამიზნე აუდიტორიად კომპანიამ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახები აირჩია. ბრენდის პრინციპია, რომ პროდუქციის ფასი ფიქსირებული იყოს მთელი წლის განმავლობაში, რათა საყიდლებზე მისულ მომხმარებელს კატალოგში წინასწარ შერჩეული ნივთის ღირებულება გაზრდილი არ დახვდეს.

კომპანია მაღაზიებისთვის ადგილს ტრადიციულად ქალაქგარეთ არჩევს, სადაც მიწის ფასი დაბალია. გათვალისწინებულია ის გარემოებაც, რომ მომხმარებელი, რომელიც მაღაზიაში მისასვლელად შორ მანძილს გაივლის, უკან ხელცარიელი აღარ დაბრუნდება და რამე ნივთს აუცილებლად იყიდის. 

IKEA-ს წარმატების საიდუმლო
IKEA

სიმარტივე ბრენდის მთავარი ხაზია.​ IKEA-ს ავეჯს მოჰყვება ინსტრუქცია, რომლის მეშვეობით მყიდველს მისი სახლში აწყობა შეუძლია. ამის გამო მომხმარებელი თანაავტორად გრძნობს თავს და ნივთის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. 

IKEA-ს ისტორია

კომპანიის დამფუძნებელი ინგვარ კამპრადი 1926 წელს შვედეთში დაიბადა. მან პატარა ასაკშივე დაიწყო ვაჭრობა. 5 წლის ასაკში ასანთს ყიდდა ქუჩაში. შემდეგ საშობაო ბარათებით, საახალწლო აქსესუარებით, თავისი დაჭერილი თევზითა და სხვა ნივთებით ვაჭრობდა.

IKEA-ს ისტორია 1943 წელს იწყება. ინგვარ კამპრადი 17 წლის იყო, როცა თავისი პირველი კომპანია IKEA შექმნა. კომპანიის სახელის პირველი ორი ასო ინგვარის ინიციალებია, მესამე –  ბაბუის კომპანიის სახელის (ელმტარიდი) პირველი ასო, ხოლო მეოთხე უახლოესი სოფლის ეკლესიის დასახელების (აგუნარიდი) პირველი ასო. კომპანია თავიდან ავტოკალმებით ვაჭრობდა. შექმნიდან ხუთი წლის შემდეგ უკვე ავეჯის გაყიდვა დაიწყო.

იმ დროს შვედეთში ავეჯი ძვირი იყო, ამიტომ მან ძირითად მიმართულებად იაფი ავეჯით ვაჭრობა აირჩია. 1951 წელს პატარა ქარხანა იყიდა და კიდევ უფრო იაფი ავეჯის გამოშვება დაიწყო. მალე კომპანია ასაწყობი ავეჯის წარმოებაზე გადავიდა, რომელიც გაცილებით მოსახერხებელი იყო ტრანსპორტირებისათვის. 

IKEA-ს პირველი მაღაზია კამპრადმა შვედეთში, მშობლიურ ქალაქ ალმჰულტში 1958 წელს გახსნა. მანამდე ის პროდუქციას სახლიდან ფოსტით ყიდდა, შემდეგ კი – პირდაპირ საწყობიდან. მაღაზიები გარეუბნებში Cash&Carry პრინციპით განთავსდა. მალევე მაღაზიებში გაჩნდა პატარა კაფეები, სადაც კლიენტებს დასვენება და დანაყრება შეუძლიათ.

IKEA-ს სათაო ოფისი ამჟამად ჰოლანდიაშია განთავსებული, მას შემდეგ, რაც კომპანიის წილი ჰოლანდიურმა ფონდმა INGKA Foundation-მა შეიძინა. ქსელში სულ 217 ათასი თანამშრომელი მუშაობს. 2019 წელს მათი რიცხვი 211 ათასი იყო.

IKEA-ს ისტორია

გაფართოების სტრატეგია

1963 წელს საზღვარგარეთ IKEA-ს პირველი მაღაზია ნორვეგიაში გაიხსნა. კომპანიას დღეს ყველაზე მეტი მაღაზია ევროპაში აქვს – 273.

ახალ ბაზრებზე შესვლამდე კომპანია ზედმიწევნით სწავლობს ადგილობრივი მოსახლეობის ფინანსურ შესაძლებლობებსა და კულტურულ განსხვავებებს. კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ევროპაში მაღაზიის გახსნა მათთვის ყველაზე იოლია. აშშ-ის ბაზარი, ევროპასთან შედარებით, ნაკლებად მომგებიანია, რადგან მიწისა და მშენებლობის ღირებულება იქ უფრო მაღალია. პერსონალისთვისაც აშშ-ში კომპანიას მეტის გადახდა უწევს, მაღალია სხვა ხარჯებიც. 

იაპონიასა და აზიის რამდენიმე ქვეყანაში მაღაზიის გახსნა კომპანიას ძვირი უჯდება. თუმცა, რეგიონის პოტენციალის გათვალისწინებით, კომპანიამ ამ ბაზრებზე უარი არ თქვა. იაპონიაში სირთულეს ქმნიდა ისიც, რომ ადგილობრივ მომხმარებელს პროდუქციის ხარისხის მიმართ განსაკუთრებული მოთხოვნები აქვს. ბრაზილიაში შესვლაზე კომპანია დიდხანს თავს იკავებდა – მოსახლეობის დიდი ნაწილის სიღარიბე აფერხებდა. თუმცა, ბოლოს ბრაზილიაში მაღაზიის გახსნა მაინც გადაწყვიტა, რადგან მოსახლეობის  სიმრავლის გათვალისწინებით, გაყიდვების მასშტაბი მაინც დიდი გამოდის.

სოციალური პასუხისმგებლობა

IKEA-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის სტატუსი აქვს. ის თანამშრომლობს სოციალურ ბიზნესებთან, რომლებიც განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ადგილებს ქმნიან ღარიბი მოსახლეობისთვის, მაგალითად, სირიელი ლტოლვილებისა და იორდანელი ქალებისთვის.

კომპანიის ახალი სტრატეგიაა, რომ 2030 წლისთვის გახდეს Climate-positive. ეს იმას ნიშნავს, რომ შეამცირებს სათბურის გაზების ემისიას, რაც პროდუქციის დამზადების პროცესში გამოიყოფა. ასევე, ჩაიბარებს ძველ ავეჯს, განაახლებს და მას ხელახლა გაყიდის. კომპანიამ დაიწყო ინვესტორებისგან გამოყენებული ტყის მასივების შეძენა, რომელსაც თავად აღადგენს.

გაფართოების სტრატეგია
yun-jeongho/unsplash.com

IKEA პანდემიის პირობებში

რადგან პანდემიამ ფინანსური სირთულეები შექმნა და ხალხი სახლში მეტ დროს ატარებდა, კომპანია შეეცადა, მათთვის უფრო კომფორტული ავეჯი შეექმნა. საფასო პოლიტიკაც ახალ რეალობას მოარგო და პროდუქცია გააიაფა. პანდემიის მიუხედავად, IKEA-მ მომხმარებელს 2 ათასი ახალი სახეობის პროდუქტი შესთავაზა. საკუთარ რესტორნებში ჯანსაღი პროდუქტის ასორტიმენტი გაზარდა და მენიუში ხორცი ნაწილობრივ ბოსტნეულით ჩაანაცვლა.  

IKEA-მ პანდემიის პირობებში ონლაინვაჭრობის სერვისიც გააუმჯობესა. შედეგად, 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, ონლაინგაყიდვები 45%-ით გაეზარდა. 2020 ფისკალურ წელს €39.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო (2019 წელს მისი შემოსავალი €41,3 მილიარდი იყო).

Tags: Climate-positiveIKEAINGKA Foundationინგვარ კამპრადი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

6 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი