BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

მინიმალური ხელფასის Pros and Cons

www.Freepik.com

www.Freepik.com

ნონა ქვლივიძე ავტორი: ნონა ქვლივიძე
18 თებერვალი 2021
3 წუთში წასაკითხი
0

საქართველოში მინიმალური ხელფასის ოფიციალურად დადგენილი ოდენობა თვეში 20 ლარს შეადგენს. ამ მაჩვენებლით საქართველო მსოფლიოში ბოლოდან მესამე, ხოლო ევროპაში ბოლო ადგილზეა. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ითხოვს, რომ მინიმალური ხელფასის ოდენობა ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის 30%-მდე გაიზარდოს, რაც დღეისათვის 371 ლარს უტოლდება. როგორც პროფესიულ გაერთიანებაში ამბობენ, მინიმალური ხელფასის ზრდა რომ არ ხდება, ეს ბიზნესის ზეწოლის შედეგია.

ქვეყნის კანონმდებლობით, მინიმალური ხელფასის ოდენობა განსაზღვრული არ არის. ამ საკითხს პრეზიდენტის 1999 წელს გამოცემული განკარგულება არეგულირებს , რომლის თანახმად, კერძო სექტორში მინიმალური ხელფასი 20 ლარს შეადგენს. საჯარო სექტორში მინიმალური განაკვეთი 135 ლარია.

„პრეზიდენტის განკარგულების გადახედვა 20 წლის განმავლობაში ერთადერთხელ მოხდა. ისიც იმისთვის, რომ ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს მინიმალურ ხელფასად 40 ლარი დაედგინათ. თანხა იმის გამო გაზარდეს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის დროს ხშირად ინიშნება ჯარიმა, რომელიც მინიმალური ხელფასის განსაზღვრულ ოდენობაზე გამრავლებით გამოითვლება. მაგალითად, პირს ეკისრება ჯარიმა 200 მინიმალური ხელფასის ოდენობით. ამ დროს, მინიმალურ ხელფასად არა 20-ს, არამედ 40 ლარს ანგარიშობენ“, – აღნიშნავს Business Feed-თან პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი.

მინიმალური ხელფასის გადახედვის საკითხი პარლამენტში 2019 წელს განიხილეს. მთავრობამ და პარლამენტმა იმსჯელეს, აღნიშნეს, რომ 20 ლარი არაადეკვატური თანხა იყო, მაგრამ საბოლოოდ, მაინც უცვლელი დატოვეს.

პარლამენტს 2 წლის წინ მინიმალური ხელფასის გაზრდის მოთხოვნით პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მიმართა. პროფკავშირების მიერ მომზადებული კანონპროექტი განაკვეთის 320 ლარამდე გაზრდას ითვალისწინებდა. როგორც პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ამბობს, ამ ინიციატივას „პარლამენტარი ბიზნესმენების მხრიდან დიდი წინააღმდეგობა შეხვდა“. პარლამენტმა და მთავრობამ მაშინ აღიარეს, რომ 20 ლარი არაადეკვატური თანხაა, თუმცა, მომატების გადაწყვეტილება ვერ მიიღეს.

პროფკავშირების გაერთიანება პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა შეტანას აპირებს.

„მინიმალური ხელფასი ევროპაში საშუალო ხელფასის 50-60%-ს შეადგენს. ჩვენ ვითხოვთ, საქართველოში საშუალო ხელფასის 30% იყოს. ეს დასაწყისისთვის, შემდეგ კი მისი გადახედვა მოხდეს. ჩვენი მონაცემებით, ეს ზრდა დასაქმებულების დაახლოებით 15%-ს შეეხება და კარგი საშუალება იქნება სახელფასო უთანასწორობის შესამცირებლად. საქართველოში ეს უთანასწორობა საკმაოდ დიდია – მთლიანი სახელფასო ფონდის 50%-ს დასაქმებულების 11% იღებს. ხელმძღვანელი პირების ხელფასი რიგითი თანამშრომლების ანაზღაურებას ზოგჯერ 200-ჯერ აღემატება. დიდია სახელფასო უთანასწორობა გენდერული ნიშნითაც. საქართველოში ქალების ხელფასი, მამაკაცებთან შეადრებით, 37%-ით დაბალია“, – აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.

www.Freepik.com

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 25 000-მდე ადამიანი ხელფასის სახით 100 ლარზე ნაკლებს, ხოლო 130 000  ადამიანი სახელმწიფოს მიერვე დაწესებულ საარსებო მინიმუმზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. COVID-19-ის პერიოდში შექმნილი კრიზისის გამო, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუარესდება.

მინიმალური ხელფასის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ერთი შეხედვით, მინიმალური ხელფასის ზრდა კარგი უნდა იყოს. თუმცა, მას უარყოფითი შედეგებიც მოაქვს. მინიმალური ხელფასის მატების წინააღმდეგ მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ამ დროს იზრდება უმუშევრობა და შესაბამისად, სიღარიბე. მინიმალური ხელფასის მომატებისას ბიზნესს შრომის დანახარჯები ეზრდება. ამ დროს კომპანია ცდილობს, უფრო ნაკლები თანამშრომელი დაიქირაოს, რომ შრომის საერთო ხარჯები, რაც დიდწილად სახელფასო თანხებისგან შედგება, იგივე დარჩეს. ეს ზრდის უმუშევრობის დონეს.

„არაერთი კვლევა, მათ შორის მსოფლიო ბანკის მიერ 2016 წელს ჩატარებული, მოწმობს, რომ მინიმალური ხელფასი როცა ადეკვატური ოდენობის არის, მინიმალურ გავლენას ახდენს დასაქმებაზე ან გავლენა საერთოდ არ გააჩნია“, – აღნიშნავს რაისა ლიპარტელიანი.

მაღალი მინიმალური ხელფასი ამცირებს შემოსავლებს შორის უთანასწორობას და თანამშრომლებს უკეთ მუშაობის სტიმული უჩნდებათ. ამასთან, დასაქმებულებს უფრო მეტი ფული აქვთ დასახარჯად, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ამ დროს იზრდება ბიზნესის შემოსავალიც. ხოლო დასაქმებულებს განათლებისა და თვითგანვითარების მეტი საშუალება ექმნებათ, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ პროდუქტიულობას.

„დამსაქმებლების მტკიცებით, მინიმალური ხელფასის ზრდა იწვევს მათი ეკონომიკური აქტივობის შემცირებას, ბიზნესის დახურვას, არაფორმალური სექტორის მოცულობის ზრდას, რაც უარყოფით ეკონომიკურ შედეგებს განაპირობებს – უმუშევრობას, სამომხმარებლო საქონელზე ფასების ზრდას, ინფლაციას.  შრომითი უფლებების დამცველ ორგანიზაციებს კი მიაჩნიათ, რომ ამჟამინდელი მინიმალური ხელფასი არ არის საკმარისი დასაქმებულთა საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის და მოითხოვენ მის მაქსიმალურად გაზრდას. ფაქტობრივად, ორივე არგუმენტი, გარკვეულწილად, მართებულია.

როგორც საერთაშორისო კვლევები გვიჩვენებს, საუკეთესო გადაწყვეტილებაა, მინიმალური ხელფასის დადგენა ქვეყნის სოციალურ–ეკონომიკური პირობების (საშუალო ხელფასი, ხელფასის განაწილება, საარსებო მინიმუმი, სოციალური პოლიტიკა და შემწეობა, ინფლაცია, ზრდის ინდიკატორები, და ა.შ.) გათვალისწინებით მოხდეს“, – აღნიშნავს მკვლევარი დავით დარსაველიძე.

როგორც მკვლევრები ამბობენ, პლუსები აჭარბებს მინუსებს, თუ მინიმალური ხელფასი ძალიან მაღალი არ არის. მინიმალური ხელფასი იმდენად მაღალი არ უნდა იყოს, რომ კომპანიამ რეცესიის პერიოდში ხარჯების შემცირების საბაბით თანამშრომლები დაითხოვოს.

მინიმალური ხელფასი ყველაზე მაღალი ლუქსემბურგშია –  თვეში €1 874, ბელგიის სამეფოში – €1 502, ჰოლანდიაში – €1 469, ირლანდიაში – €1 462, ხოლო დიდ ბრიტანეთში €1 403-ს შეადგენს. მინიმალური ხელფასი ყველაზე დაბალი რუმინეთშია და თვეში €157-ს შეადგენს. სომხეთში მინიმალური ხელფასი თვეში $140-ია, ხოლო აზერბაიჯანში – $147,1.

არის ქვეყნები, რომლებსაც მინიმალური ხელფასის ოდენობა არ აქვთ განსაზღვრული. ასეთია, კანადა, სადაც, თითოეული პროვინცია განსაზღვრავს მინიმალური ხელფასის დონეს. ის მერყეობს საათში $9-დან $12-მდე. ჩინეთს ასევე არ აქვს ეროვნული მინიმალური ხელფასი, რადგან ქვეყნის მასშტაბით ცხოვრების ღირებულება ძალიან განსხვავებულია. თითოეული პროვინცია განსაზღვრავს თავის დონეს. მაგალითად, შანხაიში მინიმალური ხელფასი თვეში $372-ს შეადგენს. 

თეგები დავით დარსაველიძეპროფესიული კავშირების გაერთიანებარაისა ლიპარტელიანი

ასევე

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
Freepik
COVID - 19

რა არის COVAX

1 მარტი 2021
Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
BBC
მთავარი ამბავი

რა არის Clubhouse?

26 თებერვალი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი