ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით საქართველოს ბანკი მუდმივად ცდილობს, კომპანიებს შესთავაზოს ახალი სერვისები, რომლებიც მათ წარმატებასა და განვითარებაში დაეხმარება.
შეთავაზებები მრავალფეროვანია და ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებასაა მორგებული. მხარდაჭერა მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, მათ შორის: კონსალტინგს, ფინანსებს, ბუღალტერიას, საგადასახადო საკითხებს, მარკეტინგს…
70-მდე პარტნიორ კომპანიასთან ერთად, საქართველოს ბანკი საკუთარ ბიზნესმომხმარებლებს შემდეგი სახის ფასდაკლებებსა და უფასო მომსახურებას სთავაზობს:
განსაკუთრებული შეთავაზება TMC-ისგან
საქართველოს ბანკის ბიზნესმომხმარებლებს აუდიტორული კომპანია TMC სთავაზობს:
- 20%-იან ფასდაკლებას იურისტის საათობრივ მომსახურებაზე
- 20%-იან ფასდაკლებას ყოველთვიურ საბუღალტრო მომსახურებაზე
- 25%-იან ფასდაკლებას ერთჯერად საბუღალტრო მომსახურებაზე
- 15%-იან ფასდაკლებას საბაჟო-საბროკერო მომსახურებებზე
- 5%-იან ფასდაკლებას ფინანსური აუდიტის მომსახურებაზე
- 10%-იან ფასდაკლებას IT აუდიტის მომსახურებაზე (ფინანსური აუდიტის ფარგლებში)
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
უფასო კონსულტაცია − Nexia TA
საქართველოს ბანკი და Nexia TA, რომელიც საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის, Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებლებს სთავაზობს უფასო კონსულტაციას შემდეგი მიმართულებებით:
- საგადასახადო მომსახურება
- ბუღალტრული მომსახურება
- ფინანსური მენეჯმენტი (CFO)
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
უფასო მომსახურება − ლოიალტე
საქართველოს ბანკისა და ლოიალტეს შეთავაზება მეოთხე კატეგორიის საწარმოებს – ფინანსური ანგარიშგების სტანდარტის მიხედვით ფინანსური ანგარიშგების მომზადება.
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
საბუღალტრო ბაზის უფასო დიაგნოსტირება − BDO
საქართველოს ბანკისა და კომპანია BDO-ს შეთავაზება:
- საბუღალტრო ბაზის უფასოდ პირველადი დიაგნოსტირება
- რეკომენდაციები ბაზის სტრუქტურასა და ოპერაციების აღრიცხვასთან დაკავშირებით
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
SMEDA-ს უფასო წევრობა
საქართველოს ბანკისა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაცია SMEDA-ს შეთავაზება – 6 თვის განმავლობაში უფასო წევრობა SME ბაზისის პაკეტის ფარგლებში.
შეთავაზება მოიცავს:
- ადვოკატირებას/ლობირებას
- ყოველთვიურ საინფორმაციო სიახლეებს
- თვეში 1 კონსულტაციას იურიდიულ, საგადასახადო, ბუღალტრულ, დაფინანსების მოძიების, HR-ისა და ბიზნესის განვითარების საკითხებზე
- თვეში 1 ვაკანსიის განთავსებას hiro.ge-ზე, ხოლო შემდეგ − 50%-იან ფასდაკლებას შეუზღუდავი რაოდენობის ვაკანსიის განთავსებაზე
- 15%-იან ფასდაკლებას ტრენინგცენტრ Erudio-ს მიერ დაორგანიზებულ ნებისმიერ ტრენინგზე
- 20%-იან ფასდაკლებას Altera-ს მეშვეობით ყოველწლიური სავალდებულო ფინანსური ანგარიშგების მომზადებაზე
- SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობას
- 15%-იან ფასდაკლებას SMEDA-ს მიერ ორგანიზებულ ფასიან ტრენინგებსა და ვებინარებზე
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
ფასდაკლება ექსპორტის ასოციაციისგან
საქართველოს ბანკისა და ექსპორტის ასოციაციის შეთავაზება – 15%-იანი ფასდაკლება ყველა ჩამოთვლილ მომსახურებაზე:
- Export Helpdesk − ინდივიდუალური კონსულტაციები
- ტრენინგები SME − ექსპორტის ციკლი/ბაზრის კვლევა/საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა
- ექსპორტის სრული ციკლის პროგრამა − ექსპორტის აუდიტი/საექსპორტო ბაზრის იდენტიფიცირება (სკრინინგი)/ბაზრის სიღრმისეული კვლევა/ექსპორტის სტრატეგიის შემუშავება
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
უფასო კონსულტაცია − მაინდსეტი
საქართველოს ბანკი და კომპანია მაინდსეტის შეთავაზება – უფასო კონსულტაცია კვალიფიციური მარკეტინგული გუნდისგან.
დეტალებისთვის ეწვიეთ ბმულს.
ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რომლებსაც საქართველოს ბანკი პარტნიორებთან ერთად საკუთარ ბიზნესმომხმარებელს სთავაზობს. დეტალურ ინფორმაციასა და სიახლეებს საქართველოს ბანკის შეთავაზებების შესახებ გაეცანით ბმულზე.
შეთავაზებებით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც ბიზნესანგარიში საქართველოს ბანკში აქვს გახსნილი.