BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ოქროს გლობუსი 2021: რას ველოდოთ

Getty Images

Getty Images

ლევან შაყულაშვილი ავტორი: ლევან შაყულაშვილი
11 თებერვალი 2021
1 წუთში წასაკითხი
0

ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე წარდგენილი ნომინანტების სია 3 თებერვალს გახდა ცნობილი და დიდი ვნებათაღელვაც გამოიწვია.

საუკეთესო ფილმის კატეგორიაში სიურპრიზებს ადგილი არ ჰქონია. ნომინაციები კი კრიტიკოსთა ფავორიტებს შორის განაწილდა. მთავარი პრიზისთვის ერთმანეთს The Father, Mank, Nomadland, Promising Young Woman და The Trial of Chicago 7 დაუპირისპირდებიან. დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სიაში ისეთი ფილმების არყოფნამ, როგორებიცაა Minari და Da 5 Bloods.

რაც შეეხება საუკეთესო რეჟისორის ნომინაციას, პირველად ღონისძიების ისტორიაში, წარდგენილ კანდიდატებს შორის სამ ქალს შევხვდებით. რეჯინა კინგის, ქლოი ჟაოსა და ემერალდ ფენელის ნამუშევრებმა უკვე საკმაო აღიარება მოიპოვეს. ეს მიღწევა უფრო შთამბეჭდავი გახდება, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ აქამდე ამ ნომინაციაში სულ 5 რეჟისორი ქალი იყო წარდგენილი. ქალ კოლეგებთან ერთად, მთავარი პრიზის მოპოვებას დევიდ ფინჩერი და აარონ სორკინიც შეეცდებიან.

საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდოსთვის რიზ აჰმედი, ენტონი ჰოპკინსი, ჩედვიკ ბოუზმენი, გერი ოლდმენი და ტაჰარ რაჰიმი იბრძოლებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ტაჰარ რაჰიმის სიაში გამოჩენას ექსპერტების და თავად ფრანგი მსახიობის გაოცებაც მოჰყვა. ნაკლებად ცნობილი მსახიობისთვის ეს პირველი დიდი წარმატებაა, რომლის შესახებაც თავადაც სამსახურში ყოფნისას მეგობრისგან შეიტყო.
რაც შეეხება მთავარი როლის შემსრულებელ ქალ მსახიობებს – გამოცდილ ვაიოლა დეივისსა და ფრენსის მაკდორმანდს ანდრა დეი, ვანესა კირბი და ქერი მალიგანი შეუერთდნენ. ამ კატეგორიაში კონკურენცია მძაფრია და ბევრს უჭირს ცალსახა ფავორიტის დასახელება.

ოქროს გლობუსის დაჯილდოების რიგით 78-ე ცერემონია 28 თებერვალს გაიმართება. 

 

თეგები MankNomadlandThe FatherThe Trial of Chicago 7Young Promising Womanაარონ სორკინიანდრა დეიგერი ოლდმენიდაჯილდოებადევიდ ფინჩერიემერალდ ფენელიენტონი ჰოპკინსივაიოლა დეივისივანესა კირბიკინემატოგრაფიაოქროს გლობუსირეჯინა კინგირიზ აჰმედიტაჰარ რაჰიმიფრენსის მაკდორმანდიქერი მალიგანიქლოი ჟაოჩედვიკ ბოუზმენი

ასევე

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
Freepik
COVID - 19

რა არის COVAX

1 მარტი 2021
Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
BBC
მთავარი ამბავი

რა არის Clubhouse?

26 თებერვალი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი