BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რა ელის საფონდო ბირჟას?

dailymotion.com

dailymotion.com

ნონა ქვლივიძე by ნონა ქვლივიძე
28 June 2022
2 min read
0
სპონსორის კონტენტი

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ&თაგარტი

იმისათვის, რომ გავიგოთ, რა ხდება საფონდო ბაზარზე, პირველ რიგში, Dow Jones-ის, S&P 500-ისა და Nasdaq-ის ინდექსებს უნდა შევხედოთ.

ინფლაციამ, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ და რუსეთის უკრაინაში შეჭრამ საფონდო ბირჟაზე არასტაბილურობის მორიგი ტალღა წარმოქმნა. 2022 წლის დასაწყისიდან, 5 თვის განმავლობაში, S&P 500 16%-ზე მეტით დაეცა, Nasdaq – 28%-ით. ზარალი განიცადა Dow Jones-მაც.

ინფლაციის სწრაფი ზრდა რომ შეეჩერებინა, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed) საპროცენტო განაკვეთები გაზარდა. მისმა ასეთმა მოქმედებამ ბაზარზე სიტუაცია შემოაბრუნა – გასულ კვირას S&P 500-მა, Dow Jones-მა და Nasdaq-მა წაგების სერია შეწყვიტეს და მცირედით მოიმატეს.

Fed კვლავ აგრესიული მონეტარული პოლიტიკით აპირებს მზარდი ინფლაციის შემცირებას და მალე განაკვეთი შესაძლოა, კიდევ გაზარდოს. ეს შეანელებს ინფლაციას, მაგრამ შეზღუდავს ბიზნესსა და მომხმარებლებს და შეიძლება, აშშ-ში მორიგი ეკონომიკური რეცესიაც გამოიწვიოს.

რა მოხდება 2022 წლის დარჩენილ პერიოდში? გააგრძელებს თუ არა ბაზარი ვარდნას და მოხდება თუ არა კიდევ ერთი რეცესია?

„მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის რეცესიის ალბათობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჩვენ მომდევნო 12 თვის განმავლობაში მის ალბათობას არ განვიხილავთ. ვვარაუდობთ, რომ გლობალური ზრდა 1.3%-დან 3.1%-მდე იქნება“, – განაცხადა წინა კვირას JPMorgan-მა.

ბანკის შეფასებით, მოსალოდნელ ეკონომიკურ ზრდას დიდწილად ჩინეთი განაპირობებს. თუ პანდემიის გამო შეზღუდვები არ განახლდება, ჩინეთის ეკონომიკა წლის მეორე ნახევარში 7.5%-ით გაიზრდება. JPMorgan ვარაუდობს, რომ ჩინეთში მაღალი ზრდა სხვა განვითარებადი ქვეყნების ბაზრებს გადაეცემა.

ბანკი ელოდება, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში განახევრდება, კერძოდ, 9.4%-დან 4.2%-მდე ჩამოვა. ინფლაციის მკვეთრი ვარდნა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში მოხდება, რასაც JPMorgan წლის მეორე ნახევარში ვარაუდობს, რადგან ომის ეკონომიკური რესურსები სრულად იქნება რეალიზებული ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის რუსეთისთვის.

„ინფლაციის შემცირება ცენტრალურ ბანკებს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილონ ეკონომიკური ვარდნა“, – მიიჩნევს JPMorgan.

რა მოხდება საფონდო ბაზარზე?

ზუსტი პროგნოზირება რთულია, თუმცა, JPMorgan ვარაუდობს, რომ, საფონდო ბაზარი მზად არის, წინა თვეებში განცდილი ზარალი აინაზღაუროს.

„ინვესტორები წლის მეორე ნახევარში უნდა მოემზადონ საფონდო ბირჟაზე აქციების ზრდისთვის, რადგან აშშ-ის ეკონომიკა თავიდან აიცილებს რეცესიას”, – აღნიშნავს JPMorgan.

ამის თქმის საფუძველს მათ აძლევს ის გარემოება, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისი შემსუბუქდა, მეტი ოპტიმიზმი გაჩნდა, ხალხმა დაიწყო გარეთ გასვლა და ფულის ხარჯვა. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიოტექნიკის სფეროები გააგრძელებენ ზრდას, რაც ინვესტორებს თავდაჯერებულობის საფუძველს მისცემს.

უფრო ფრთხილი ექსპერტების აზრით კი, „მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბაზარმა დაიწყო აღდგენა, ინფლაცია, ნავთობის მაღალი ფასები და გეოპოლიტიკური დაძაბულობა, არ გამქრალა”. ეს ფაქტორები ინვესტორებს საფონდო ბირჟაზე სიფრთხილის გამოჩენისკენ უბიძგებს

ასე რომ, ინვესტორები მომავალში ყველანაირი სცენარისთვის მზად უნდა იყვნენ.

 

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart–თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორების დაწყება კი 1 დოლარითაცაა შესაძლებელი.

 ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენ მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

Tags: Dow JonesFEDGalt&TaggartJPMorganNasdaqS&P 500გალტ&თაგარტისაქართველოს ბანკი

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი