BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რა ეშველება ინფლაციას?

ფოტო:shutterstock.com

ფოტო:shutterstock.com

ნინო ტაბატაძე by ნინო ტაბატაძე
25 November 2021
2 min read
0

გლობალურ ინფლაციაზე პასუხისმგებელია COVID-19 – ამ შეფასებას არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკისა და ანალიტიკოსისგან ვისმენთ.

საერთაშორისო ბაზრებზე სურსათისა და ნავთობის გაზრდილმა ფასებმა, ტრანსპორტირების ხარჯების რეკორდულმა გაძვირებამ და წარმოებაში არსებულმა შეფერხებამ ფასების გლობალურად ზრდა განაპირობა. ინფლაციური შოკია საქართველოშიც.

ინფლაცია და პროგნოზები

სამომხმარებლო კალათაზე ფასების ზრდამ ოქტომბერში 12.8%-ს მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის მაქსიმუმია. ინფლაცია აისახება თითოეულ ჩვენგანზე – შემოსავლებით სულ უფრო ნაკლები პროდუქციისა და მომსახურების შეძენა შეგვიძლია. განსაკუთრებით ნეგატიურია გავლენა დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებზე.  

მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ინფლაციის კიდევ უფრო მაღალი მაჩვენებლის მოლოდინია. ამაზე ეროვნულმა ბანკმა ღიად განაცხადა. სებ-ის პროგნოზით, მე-4 კვარტალში ინფლაცია 13.6%-ს გადააჭარბებს და ის მაღალ ნიშნულზე იქნება გაზაფხულამდე. კლებას კი, 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყებს. ინფლაციაზე გავლენას მოახდენს იანვარ-თებერვალში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების დასრულებაც. 

ფოტო: ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის მთავარი მიზანია, ფასების ზრდა საშუალოვადიან პერიოდში 3%-თან ახლოს დააბრუნოს. თუმცა, ასეთი სცენარის განვითარებისთვის არც დამატებითი შოკები უნდა დაფიქსირდეს, არც ლარი გაუფასურდეს და მთავრობის ხარჯებიც უნდა შემცირდეს, რაც 2022 წლის ბიუჯეტში ჯერჯერობით არ ჩანს.

მომავალ წელს ინფლაციის კლების მოლოდინი რამდენიმე დაშვებას უკავშირდება.

 „დაახლოებით 6% იქნება 2022 წელს ეკონომიკის ზრდა, განსხვავებით წელს არსებული მაღალი ეკონომიკური ზრდისა. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ უგრძნია, მაგრამ მაკრო დონეზე საკმაოდ ძლიერი აღდგენა გვაქვს. ეს მოქმედებს ფასების ზრდაზეც. მნიშვნელოვანია ლარის კურსიც. ველით, რომ ტურიზმის აღდგენის ფონზე საშუალო შეწონილი კურსი მცირედით გამყარდება. ნავთობის ფასი კი, მკვეთრად არ გაიზრდება. ამ დაშვებით, ვფიქრობთ, რომ 2022 წლის დასაწყისში ჯერ კიდევ მაღალი იქნება ინფლაცია. მარტში 9%-მდე შეიძლება შემცირდეს, მომავალი წლის ბოლოს კი სამიზნე მაჩვენებელს უნდა დაუახლოვდეს. თუმცა, საშუალო ინფლაცია მაინც მაღალი იქნება“,  – ამბობს Business Feed-თან თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

რა ინსტრუმენტები არსებობს ინფლაციის მოსათოკად?

ინფლაციაზე მყისიერ გავლენას ლარის კურსის გამყარებით ფასების შემცირება მოახდენდა. იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანაში ფასებზე დამატებით წნეხს სწორედ გაცვლითი კურსი ქმნის. მართალია, გაზაფხულთან შედარებით, ლარი დოლარის მიმართ 9%-ით არის გამყარებული, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე ($1/3.3 GEL) რჩება.

ლარის გამყარებისთვის ქვეყანაში სავალუტო ნაკადები უნდა გაიზარდოს. თუმცა, რთულად წარმოსადგენია ჩავარდნილი ვაქცინაციისა და პანდემიის ახალი ტალღების ფონზე, ტურიზმის სწრაფი აღდგენისა და ბოლო წლებში ისედაც შემცირებული ინვესტიციების მოზიდვის უზრუნველყოფა. არის კიდევ ერთი გზა  – სავალუტო რეზერვების ხარჯვით კურსის გამყარება. აქაც არის ერთი გამოწვევა – დღეს საქართველოს საერთაშორისო რეზერვები სულ $3.95 მილიარდია. შესაბამისად, რეზერვების ხარჯვის ფუფუნება ქვეყანას არ აქვს.

ინფლაციაზე გავლენას მოახდენს სესხების ზრდის ტემპის შენელებაც.

„ეს შეამცირებს ერთობლივ მოთხოვნას, მაგრამ ეს შეამცირებს ეკონომიკის ზრდასაც. ამისათვის შეიძლება სებ-მა გაამკაცროს სავალდებულო რეზერვებისა და ვალის ტვირთის ნორმები, გაზარდოს კაპიტალის მოთხოვნები. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ მართალია სესხების ზრდა მაღალი გვაქვს, მაგრამ ის მაინც დაბალია მშპ-ის ნომინალურ ზრდაზე, რაც წელს 22-23%-ს მიაღწევს. როდესაც სასესხო პორტფელი უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ეკონომიკა, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკით, არ არის კარგი დრო, ტემპის ხელოვნური შენელებისთვის“,  – განმარტავს ოთარ ნადარაია.

მთავარი ბერკეტი, რითაც ეროვნული ბანკი ინფლაციის მოთოკვას ცდილობს, რეფინანსირების განაკვეთია. ეს ეფექტი ეკონომიკაზე ეტაპობრივად გადაიცემა და სრულად მხოლოდ 4-6 კვარტალში აისახება.

  •  საპროცენტო განაკვეთის ზრდით მსესხებლებს ლარში კრედიტები უძვირდებათ. ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც ერთობლივი მოთხოვნა მცირდება და ფასების ზრდა იზღუდება

ეროვნული ბანკი თვეებია, გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს  – რეფინანსირების განაკვეთი 10%-მდეა გაზრდილი. გაძვირებულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები. თუმცა, ინფლაცია შემცირების ნაცვლად იზრდება. პანდემიის დროს დაგროვილი მოთხოვნის რეალიზება ახლა ხდება და გაზრდილი დაკრედიტება სახეზეა, რითაც ეკონომიკა სტიმულირდება და ამ ინსტრუმენტის რეალურ ეკონომიკაზე გადმოცემაც იგვიანებს.

არის თუ არა მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრების აუცილებლობა, ამას ეროვნული ბანკი 8 დეკემბერს გადაწყვეტს. დღეს, საპროცენტო განაკვეთის ზრდის აუცილებლობას ვერ ხედავს ეკონომისტთა ნაწილი.

„მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის გამონაკლისი, ვინც ვერ პროგნოზირებს, რა ტემპით შეიძლება მოხდეს გაზაფხულზე ინფლაციის კლება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ექსპერტები, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემაც ვერ ამბობს, ეს ინფლაცია მოკლევადიანი ფენომენია, თუ შესაძლებელია, უფრო ხანგრძლივი ვადით შენარჩუნდეს. როდესაც ამ რეალობაში ვართ და დიდი გაურკვევლობაა, კრიტიკული ნაბიჯების გადადგმა ეროვნული ბანკის მხრიდან არ მიმაჩნია მიზანშეწონილად“, – ამბობს ორგანიზაცია ISET-ის მთავარი ეკონომისტი გიორგი პაპავა.

გიორგი პაპავა მიიჩნევს, რომ ამ ვითარებაში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მაღალი ზრდის შენარჩუნება და ეკონომიკური პოლიტიკის პროგნოზირებადობა. 

მომავალზე ორიენტირებული ინსტრუმენტების შერჩევისას, მოლოდინების გაანალიზების აუცილებლობაზე საუბრობს ოთარ ნადარაია:

„ნებისმიერი ბერკეტი იმუშავებს მომავალზე. დღევანდელი პროგნოზით, თუ არ მოხდა ფასებზე ზეწოლა სასაქონლო პროდუქტების მკვეთრი გაძვირების ან კურსის გაუფასურების გამო, ინფლაციის ტემპი აუცილებლად უნდა შემცირდეს. ასეთ ვითარებაში რეფინანსირების განაკვეთის ზედმეტი გამკაცრება საჭირო არ არის. ჩვენი პროგნოზით, მონეტარული პოლიტიკის შერბილება 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება და წლის ბოლოსთვის 8%-მდე შემცირდება“.

რა როლი აქვს მთავრობას?

მართალია, ინფლაციაზე პასუხისმგებელია ეროვნული ბანკი, მაგრამ მხოლოდ მისი ბერკეტები მზარდ ფასებს ვერ შეაჩერებს. მთავრობის ხარჯები ინფლაციაზე მოქმედი ერთ-ერთი ფაქტორია. ეს ხარჯები განსაკუთრებით საყურადღებოა წლის ბოლო თვეებში, როცა ხარჯი ტრადიციულად იზრდება. ნოემბერ-დეკემბერში ბიუჯეტიდან 5 მილიარდის ხარჯია გასაწევი, რამაც, შესაძლოა, ინფლაციაზე  დამატებითი ზეწოლა შექმნას. 

დადებით ფაქტორად ფასდება ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების ტრენდი. თუ 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ის 9,3%-ს შეადგენდა, 2021 წელს ის მშპ-ის 6.9%-მდე, 2022 წელს 4%-მდე დაიკლებს. მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ეროვნულ ბანკში მიიჩნევენ, რომ, თუ მთავრობა დეფიციტურ ხარჯებს კიდევ უფრო შეამცირებს, ეს ინფლაციის კლებისთვის რეალური დახმარება იქნება. 

ბიუჯეტის წინასწარი ვერსია 2022 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების 10%-იან ზრდას მოიაზრებს, რაც მიმოქცევაში მეტი ლარის გამოშვებასა და ინფლაციაზე ზეწოლას ნიშნავს. ეს კი, დამატებითი თავის ტკივილია ეროვნული ბანკისთვის. 

ვითარება რთულია. უახლოეს 2 კვირაში ეროვნულ ბანკს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს: როგორ მოძებნოს ოქროს შუალედი ისე, რომ ინფლაციის მოთოკვით ეკონომიკის აღდგენა არ დააზარალოს.

Tags: Covid - 19ბიუჯეტიგიორგი პაპავადეფიციტიეკონომიკის ზრდაეროვნული ბანკიინფლაციაკომუნალური გადასახადებილარილარის გამყარებამთავრობამონეტარული პოლიტიკაოთარ ნადარაიარეფინანსირების განაკვეთისავალუტო ნაკადებისესხებიფასები

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
thesimplewallet.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელი აქციების შეძენას გვირჩევენ ექსპერტები მაისში

10 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

თიბისის ბიზნეს აპი ბიზნესების საქმიანობის გასამარტივებლად

6 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი