BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რა ცოდნის ფერმერი სჭირდება საქართველოს აგრომეურნეობას

აგრომეურნეობა

Dan Meyers / Unsplash

მარიამ აბესაძე by მარიამ აბესაძე
23 September 2021
1 min read
0

სტატიის მხარდამჭერია ნუტრიმაქსი

არაერთხელ გვსმენია, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია. მართლაც, ქვეყანას აქვს ნაყოფიერი მიწებიც და 13 კლიმატური ზონაც, რაც მრავალფეროვანი პროდუქტის წარმოების შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა, საქართველო მაინც იმპორტზეა ორიენტირებული და სავაჭრო დახლებზე ქართული წარმოების პროდუქტებზე მეტად უცხოურს ვხედავთ. მაგალითად, ხორბლის 95% და ბოსტნეულის 70% უცხოეთიდან შემოგვაქვს.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის – ნინო ზამბახიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 47% სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული: 

„მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მხოლოდ 8%-ია. შედარებისთვის, განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ 30 ათასი ფერმერი ქმნის ქვეყნის მშპ-ის 3%-ს“. 

მაშინ რატომ ვერ ვახერხებთ, პოტენციალითა და ფერმერთა ამ რაოდენობით, ჩვენივე პროდუქტებით მოვამარაგოთ ქვეყანა და მათი ექსპორტზე გატანაც შევძლოთ?

მიზეზი კომპლექსურია, თუმცა, დღეს აგრომეურნეობის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად საქართველოში ხარისხიანი განათლების არარსებობას ასახელებენ:

„ევროპის ქვეყნებში, სადაც ფერმერობა განვითარებულია, პროფესიული განათლება უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ჩვენთან კი ის დიდი ხნის მანძილზე იყო ქილიკის საგანი და პროფესიულ განათლებაში მრავალწლიანი ჩავარდნა გვქონდა. 

თუმცა, დონორი ორგანიზაციების მიერ ბევრი პროექტი დაფინანსდა სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დარგიც ნელ-ნელა ვითარდება და კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნაც გაიზარდა. ამიტომ, პროფესიული სწავლების მიმართ ეს დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლება“, – ამბობს ნინო ზამბახიძე.

ამ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, საქართველოში არსებული განათლება ჯერ კიდევ ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებსა და გამოწვევებს. როგორც ნინო ზამბახიძე ამბობს, კლიმატურმა ცვლილებებმა პროდუქციის წარმოების წესებიც მნიშვნელოვნად შეცვალა და ძველი მამაპაპისეული ცოდნა დღეს ნაკლებად გამოგვადგება. 

თანამედროვეობაზე მორგებული სწავლება კი საქართველოში სისტემური არ არის და ის ბევრად ჩამორჩება დასავლური განათლების ხარისხს. ნინო ზამბახიძე ამბობს, რომ ხარისხიანი განათლება დუალურ სწავლებას – თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ერთიანობასაც – გულისხმობს:

„დღეს აღარ ვკამათობთ, რომ აგრომეურნეობაში სწორედ ასეთი სწავლება გვჭირდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის ხელშეწყობით დუალური განათლება ქვეყანაში ნელ-ნელა ინერგება. მის მიწოდებას ფერმერებისთვის ფერმერთა ასოციაციაც  ცდილობს“.  

გიორგი ბოჭორიშვილმა ფერმერობა 4 წლის წინ დაიწყო და დღეს უკვე წარმატებული ფერმერია. მას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. პროდუქციას ბაზარში ყიდის, ამარაგებს ჰიპერმარკეტებსა და მაღაზიათა ქსელებსაც.

გიორგი მანამდე სამხედრო პირი იყო, ამიტომ გამოცდილება და ცოდნა აგრომეურნეობაში არ ჰქონია. პროფესიულ კოლეჯ განთიადში მხოლოდ 8-თვიანი პროგრამა გაიარა. გიორგი ამბობს, რომ სასწავლებელში მნიშვნელოვანი ცოდნა მიიღო, თუმცა, ის საკმარისი არ ყოფილა. დანაკლისს სხვადასხვა ინტერნეტრესურსით ივსებს, გაწევრიანდა ფერმერთა ასოციაციაშიც და ცდილობს, კითხვებზე პასუხი მისი სხვა წევრებისგანაც მიიღოს:

„გავდივარ ყველა პრაქტიკას, ვესწრები კურსებსა თუ ტრენინგებს, რაც კი ცხადდება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. ბუნება მუდმივად იცვლება – წელს თუ ერთ დაავადებასთან მიწევს გამკლავება, მეორე წელს, შესაძლოა, სულ სხვა რამემ იჩინოს თავი. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყოველწლიურად, სულ მცირე, ხანმოკლე ტრენინგები მაინც ტარდებოდეს.“

ნინო ზამბახიძე ხაზს უსვამს იმას, რომ მხოლოდ განათლების დონის ამაღლება გამოსავალი არ არის. ამ პრობლემის მოგვარებასთან ერთად, ფერმერს ხელი თანამედროვე ტექნოლოგიებზეც უნდა მიუწვდებოდეს და ქვეყანაში გამართული ინფრასტრუქტურაც უნდა იყოს:

„ერთია, როცა არ იცი, როგორ გააკეთო რაიმე, და მეორე, როცა იცი, თუმცა, ტექნოლოგიებისა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო ვერ ახერხებ. ამიტომ, ხარისხიანი და მეტი პროდუქტის წარმოება ამ სამი კომპონენტის ერთიანობის გარეშე ვერ მოხდება. ისინი ერთიან ჯაჭვს ქმნიან, რომელსაც არც ერთი რგოლი არ უნდა აკლდეს“.

Tags: აგრომეურნეობაარაშენდაგაეროგიორგი ბოჭორიშვილიდუალური განათლებაექსპორტითანამედროვე ტექნოლოგიებიიმპორტიინფრასტრუქტურანინო ზამბახიძენუტრიმაქსიპროფესიული განათლებასაქართველოს ფერმერთა ასოციაციასოფლის მეურნეობაფერმერი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი