BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რა უნდა იცოდე ჯეიმს ვების ტელესკოპზე

NASA

NASA

თინათინ ბაქრაძე by თინათინ ბაქრაძე
15 July 2022
1 min read
0

11 ივლისს NASA-მ ჯეიმს ვების ტელესკოპით გადაღებული პირველი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე აღბეჭდილია გალაქტიკათა შუქი, რომელსაც ჩვენამდე მოსაღწევად მილიარდობით წელი დასჭირდა. NASA-ს განცხადებით, ეს არის კოსმოსის ყველაზე ღრმა და მკაფიო ფოტო, რაც აქამდე გადაუღიათ. 

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი ყველაზე მძლავრია. მან დედამიწა გასული წლის 25 ოქტომბერს, რაკეტა Ariane-ს მეშვეობით, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან დატოვა. ტელესკოპის მიერ გადაღებული პირველი ფოტო თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა და NASA-ს ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა გაავრცელეს. ფოტოზე გამოსახულია ცის მონაკვეთი, რომელსაც SMACS 0723-ს უწოდებენ და მდებარეობს სამხრეთის ცაზე, მფრინავი თევზის თანავარსკვლავედის მიმართულებით. ეს არის შორეული სამყაროს ყველაზე ღრმა და მკვეთრი ინფრაწითელი სურათი, რაც კი კაცობრიობას აქამდე ჰქონია. მეცნიერების განმარტებით, სამყაროს ეს მონაკვეთი ჩვენს ცაზე მხოლოდ ქვიშისმარცვლისოდენა ადგილს იკავებს, თუ მას ხელში დაიჭერთ და ცის ფონზე გავხედავთ. მანძილი ამ გალაქტიკებამდე საშუალოდ 4,6 მილიარდი სინათლის წელია.

ჯეიმს ვების ტელესკოპი NASA-ს ყოფილი ხელმძღვანელის – ჯეიმს ვების სახელს ატარებს. აღსანიშნავია, რომ მანამდე ვები ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტსაც იკავებდა, პრეზიდენტ ჰარი ტრუმანის ადმინისტრაციაში. ის NASA-ს ენედის ადმინისტრაციის დასაწყისიდან ჯონსონის ადმინისტრაციის დასრულებამდე ედგა სათავეში და მის განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 

ჯეიმს ვების ტელესკოპი 18 ექვსკუთხა სარკისგან შედგება, ძირითადი სარკის სიგრძე კი 6.5 მეტრია. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო და $10 მილიარდზე მეტი დასჭირდა. შექმნის პროცესში მთელი მსოფლიოდან 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მანამდე კაცობრიობის უდიდეს მიღწევად ჰაბლის ტელესკოპი ითვლებოდა, რომელმაც მეცნიერებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, მათ შორის, მზის სისტემის შესწავლაში. ის ცნობილი ასტრონომის – ედვინ პაუელ ჰაბლის სახელს ატარებს, რომელმაც 1920-იან წლებში სამყაროს გაფართოება აღმოაჩინა. თუმცა, მუდმივი განახლებების მიუხედავად, ჰაბლის ტელესკოპი მაინც მოძველდა და მისი ჩანაცვლება გახდა საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰაბლისგან განსხვავებით, რომელიც დედამიწის თანამგზავრია, ჯეიმს ვების ტელესკოპი ჩვენგან 1.5 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული. შედარებისთვის, ეს მანძილი ოთხჯერ აღემატება მანძილს დედამიწასა და მთვარეს შორის. ასევე, თუ ჰაბლი ძირითადად ხილულ და ულტრაიისფერ შუქებს იღებდა, ვები სამყაროს ინფრაწითელ სხივებში აღიქვამს. სწორედ ამიტომ მან მოახერხა გადაეღო გალაქტიკების მრუდე კონტურები, წითელი რკალები, რომლებიც დაახლოებით 600 მილიონი წელია არსებობენ დიდი აფეთქების შემდეგ. 

„და კიდევ, ჩვენ უფრო შორსაც ვბრუნდებით, რადგან ეს მხოლოდ პირველი გამოსახულებაა. ისინი დაახლოებით 13,5 მილიარდი წლის უკან ბრუნდებიან. და რაკი ჩვენ ვიცით, რომ სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა, თქვენ დაახლოებით სამყაროს დასაწყისში ბრუნდებით“, – განაცხადა NASA-ს ხელმძღვანელმა.

პირველი კადრის შემდეგ NASA-მ ჯეიმს ვების მიერ გადაღებული სხვა ფოტოებიც გაავრცელა. მათ შორისაა სამხრეთის ბეჭდის ნისლეული (NGC 3132), რომელიც ჩვენგან დაახლოებით 2 500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ასევე, გალაქტიკათა ჯგუფი სტეფანის კვინტეტი, რომელიც ჩვენგან 290 მილიონი წლის მანძილზე მდებარეობს. თუმცა, საინტერესოა, რომ ხუთი გალაქტიკიდან მხოლოდ ოთხი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან, მეხუთე კი ჩვენთან გაცილებით ახლოს – 40 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. გამორჩეულია გემის ხერხემლის ნისლეულის კადრი, რომელიც  ჩვენგან დაახლოებით 7 600 სინათლის წლის მანძილზეა. მას ვარსკვლავების ინკუბატორს უწოდებენ, რადგან სწორედ მასში იბადება ძალიან ბევრი, მზეზე გაცილებით დიდი ვარსკვლავი. 

ჯეიმს ვების ტელესკოპის მისია, შემდეგი 10 წლის განმავლობაში, სამი ძირითადი ამოცანისგან შედგება: 

  • პლანეტარული სისტემების გაზომვა და პოტენციური სიცოცხლის მოძებნა 
  • ვარსკვლავების ფორმირებასა და გალაქტიკების ევოლუციაზე დაკვირვება 
  • ადრეულ სამყაროში ფორმირებული გალაქტიკების მოძებნა.

 

Tags: NASAედვინ პაუელ ჰაბლიჯეიმს ვებიჯეიმს ვების ტელესკოპი

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი