BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რამდენი წელი გვაკლია აღმოსავლეთის ლუქსემბურგობამდე?

unsplash.com

unsplash.com

ნინო ტაბატაძე by ნინო ტაბატაძე
3 September 2021
6 min read
0

„საქართველოს აქვს შესაძლებლობა, გახდეს აღმოსავლეთის ლუქსემბურგი“, – ეს ამბიციური განაცხადი საქართველოს პრემიერს ეკუთვნის. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ახალი ქალაქის მშენებლობის იდეა გაანდო – გონიო  ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს.  „ოცნება“  საქართველოს  საერთაშორისო კაპიტალის ახალ პლატფორმად  მოიაზრებს.

რას ნიშნავს იყო ლუქსემბურგი    

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო ბელგიას, გერმანიასა და საფრანგეთს შორის მოქცეული ჯუჯა სახელმწიფოა. მისი ფართობი სულ რაღაც 2 586 კმ2–ია – საქართველოზე  27-ჯერ პატარაა და 27-ჯერ მდიდარი. 

ამ ჯუჯა სახელმწიფოს  ეკონომიკის მოცულობა, 2020 წლის მონაცემებით, $73.26 მილიარდია. მშპ 1 სულ მოსახლეზე $115 874 აღწევს და ამ მაჩვენებლით უმდიდრესი ქვეყნების რიგებშია. შედეგს მცირერიცხოვანი მოსახლეობაც განაპირობებს. 2020 წელს ლუქსემბურგს  626 ათასი  რეზიდენტი ჰყავდა. 

ლუქსემბურგი ეკონომიკის 80%-ს მომსახურების მიწოდებით ქმნის და გამორჩეულია საფინანსო სექტორის განვითარებით. New Financial–ის 2021 წლის შეფასებით, გლობალურ ფინანსურ ცენტრებს შორის, ის მსოფლიოში მე-8 ადგილზეა.

ეკონომიკის 10%-ს ინდუსტრია აგენერირებს, ძირითადად, ფოლადის წარმოება. ქვეყანაში განვითარებულია ტურიზმი, ციფრული ტექნოლოგიები, ინოვაციები და კომუნიკაციები. ქვეყანა საერთაშორისო ბიზნესს მაღალკვალიფიციურ ადამიანური რესურსს  სთავაზობს. 

განვითარების რა ეტაპზეა საქართველო

საქართველო ლუქსემბურგზე 4.6-ჯერ ნაკლებ დოვლათს ქმნის. 2020 წელს, ეკონომიკის ზომა $15.89 მილიარდი იყო. მშპ 1 სულ მოსახლეზე $4 279-ია და ამ მაჩვენებლით ლუქსემბურგის 1970 წლის შედეგს უახლოვდება ($4 449).   

მსოფლიო ბანკი

ლუქსემბურგის განვითარების დღევანდელ დონეს რომ დავეწიოთ, ეკონომიკის ზომის შესაბამისად გაზრდა საკმარისი სულაც არ არის. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით, ქვეყანა $432 მილიარდის დოვლათს უნდა ქმნიდეს, რომ  მშპ 1 სულ მოსახლეზე  $115.8 ათასი  იყოს.  

იმ დაშვებით, რომ მოსახლეობის რაოდენობა არ შეიცვლება და საქართველოს ეკონომიკა 73.2 მილიარდამდე გაიზრდება,  მშპ 1 სულ მოსახლეზე არა $115.8 ათასი, არამედ  $19.6 ათასი იქნება.

რამდენი წელი გვაკლია აღმოსავლეთის ლუქსემბურგობამდე?

საქართველოს ეკონომიკა ქართული ოცნების მმართველობის 8-წლიან პერიოდში საშუალოდ 2.79%-ით იზრდებოდა. ამავე პერიოდში ლუქსემბურგის საშუალო ზრდა 2.84% იყო. ზრდის ასეთი ტემპით, 120 წელია საჭირო ამ ქვეყნის დღევანდელ დონეს რომ მივაღწიოთ.  ამავე პერიოდში, ანუ 2140  წლისთვის, ლუქსემბურგის მშპ 1 სულზე  $3.3 მილიონი იქნება.   

თუ  საქართველოში რეალური ზრდა 5% იქნება, სამიზნე მაჩვენებლამდე მისაღწევად 67 წელია საჭირო. წლიურად 10%-იანი ზრდის შემთხვევაში კი – 34 წელი.

10 წლის შემდეგ

ქართული ოცნება 2030 წლისთვის განვითარების ამბიციურ გეგმებზე საუბრობს. დაანონსდა მასშტაბური პროექტები და რეფორმები. ყველაფერი სასურველი ტემპითაც რომ წარიმართოს და გლობალური ვითარებაც შესაბამისი იყოს, ახალ ლუქსემბურგად ჩამოყალიბება მოკლე დროში უტოპიურად ჩანს.

10-წლიან ჭრილში ლუქსემბურგის მაჩვენებლების გამეორებისთვის საქართველოს ეკონომიკა წლიურად  39.1%-ით უნდა გაიზარდოს.

იმ დაშვებით, რომ  მომდევნო 10 წელში ლუქსემბურგში საშუალო ზრდა  2.84%-ზე შენარჩუნდება, ის მაინც საქართველოზე მდიდარი  იქნება.

ფინანსთა სამინისტროს ხედვით, 2030 წლისთვის ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე $10 ათასამდე უნდა გაიზარდოს. მიზანი მიღწევადია, მაგრამ ამისთვის სტაბილურად მაღალი ზრდა არის საჭირო.

შედარებისთვის, 2020 წელს დაახლოებით ასეთივე  მაჩვენებლები ჰქონდათ ჩინეთს ($10 500), რუსეთს ($10 127), ყაზახეთსა ($9057) და მალაიზიას ($10 402).  

Tags: ეკონომიკაინოვაციებიირაკლი ღარიბაშვილილუქსემბურგიმშპსაფინანსო სექტორისაქართველოტექნოლოგიატურიზმიფინანსთა სამინისტრო

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი