BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
მედეა სულამანიძე by მედეა სულამანიძე
28 June 2022
2 min read
0

26 ივნისის ღამით რუსეთი უცხოური ვალუტის სახელმწიფო საგარეო ვალის დეფოლტამდე მივიდა. Bloomberg-ის ცნობით, უკრაინასთან ომისთვის დაწესებული სანქციების გამო ქვეყანამ $100 მილიონის ღირებულების საპროცენტო განაკვეთი დათქმულ საშეღავათო ვადაში ვერ გადაიხადა. შედეგად, საერთაშორისო სისტემაში რუსეთის დეფოლტი ავტომატურად გამოცხადდა. თუმცა, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო შექმნილ ვითარებას „ფარსს“ უწოდებს. ექსპერტების თქმით, რუსეთის დეფოლტს, პირველ რიგში, სიმბოლური დატვირთვა აქვს და მას შესამჩნევი მოკლევადიანი ეფექტი ნაკლებად ექნება. 

დეფოლტი აღებული ვალის ვერ ან არ გადახდას ნიშნავს. სახელმწიფოს მიერ დეფოლტის გამოცხადება იშვიათი მოვლენაა, რაც ძირითადად მეტისმეტად მაღალი საკრედიტო ტვირთით, ეკონომიკური სტაგნაციით ან საბანკო კრიზისითაა გამოწვეული. სახელმწიფოს მიერ ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი მინიმუმამდე ეცემა. შედეგად, სახელმწიფო კრედიტორებისა და ინვესტორების თვალში მიმზიდველობას კარგავს და ქვეყნიდან ფინანსური კაპიტალის გადინება იწყება. გასათვალისწინებელია, რომ დეფოლტი შეიძლება, ტექნიკურ ხასიათსაც ატარებდეს და მისი მიზეზი არა ქვეყნის მიერ ვალის გადახდაზე უარის თქმა, არამედ ტრანზაქციებთან დაკავშირებული შეფერხებებიც გახდეს. 

გასული საუკუნის განმავლობაში რუსეთმა დეფოლტი სამჯერ გამოაცხადა. პირველად – 1918 წელს, როდესაც ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ ახალმა მთავრობამ საგარეო ვალის გადახდაზე უარი თქვა. 1917 წლის რევოლუციამდე ცარისტული რუსეთი მსოფლიოში უდიდესი მოვალე იყო. ბოლშევიკური მთავრობის მიერ საგარეო ვალის გადახდაზე უარის თქმა კრედიტორებისთვის შოკი აღმოჩნდა. ბოლშევიკურმა რუსეთმა, რომელიც ეკონომიკური იზოლაციონიზმის გზას ადგა, დეფოლტიდან მეორე მსოფლიო ომამდე საერთაშორისო საფინანსო სისტემასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა.

რუსეთმა ნაწილობრივი დეფოლტი გამოაცხადა 1991 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც. ამ დროს რუსეთის საგარეო ვალი $105 მილიარდს შეადგენდა, თუმცა, მოგვიანებით, პარიზის კლუბის ჩართულობით, რუსეთის საბჭოთა პერიოდის ვალების რესტრუქტურიზება და შემდგომ დეკადებზე გადანაწილება მოხდა. შედეგად, რუსეთმა საბჭოთა ვალების გადახდა 2017 წელს დაასრულა. 

კიდევ ერთი რუსული დეფოლტი 1998 წელს გამოცხადდა. ნავთობის ფასების და საგადასახადო შემოსავლების კლების გამო რუსეთის მთავრობამ განაცხადა, რომ რუბლში აღებული ვალების გადახდა არ შეეძლო. 1998 წლისთვის რუსეთის სახელმწიფო ვალი მშპ-ის 77%-ს აღწევდა. ე.წ. „რუბლის ვალის დეფოლტს“ რუსეთიდან ინვესტორების გადინება და არაერთი რუსული ბანკის გაკოტრება მოჰყვა.   

2022 წლის 26 ივნისი 1918 წლის შემდეგ რუსეთის საგარეო ვალის პირველი დეფოლტია, რაც დასავლური საფინანსო და საბანკო სისტემის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების პირდაპირი შედეგია. საყურადღებოა, რომ დეფოლტის მიზეზი რუსეთის მთავრობის მიერ ვალების გადახდაზე უარის თქმა ან კრედიტორებისთვის გადასახდელი $100 მილიონის არქონა არ არის. რეალურად, საპროცენტო განაკვეთი რუსეთს ინვესტორებისთვის 27 მაისს უნდა გადაეხადა. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს თქმით, მათ ფული ევროპულ ბანკს – Euroclear-ს გადაურიცხეს, რომელსაც თანხა უცხოელი ინვესტორებისთვის უნდა გადაენაწილებინა. ინვესტორებს თანხა დათქმულ 30 დღიან ვადაში არ მიუღიათ. Euroclear-ს არ დაუზუსტებია, რუსეთის მიერ გადარიცხული $100 მილიონი დაბლოკილია თუ არა, თუმცა, ოფიციალური განცხადების მიხედვით, ბანკი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს თანმიმდევრულად ასრულებს. რუსული მხარე კი დეფოლტს კატეგორიულად უარყოფს.

აღსანიშნავია, რომ დეფოლტის გამოცხადებას რუსეთისთვის მნიშვნელოვანი მოკლევადიანი შედეგები არ ექნება. უკრაინასთან ომის გამო დაწესებული სანქციების შედეგად რუსეთი საერთაშორისო ფინანსური და საბანკო სისტემისგან ისედაც იზოლირებულია. სანქცირებული რუსეთი კი უცხოური კრედიტებისა და ინვესტიციებისთვის ისედაც არამიმზიდველი ქვეყანაა. მიუხედავად ამისა, დეფოლტს რუსულ ეკონომიკაზე გრძელვადიანი უარყოფითი შედეგები ექნება და ის ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს. დეფოლტისთვის კრემლიც ემზადებოდა, 23 ივნისს რუსეთმა განაცხადა, რომ ყველა სახელმწიფო ვალს რუსული ბანკების გავლით, მხოლოდ რუბლში გადაიხდის.

Tags: Bloombergდეფოლტირუსეთ -უკრაინის ომირუსეთისანქციებისახელმწიფო ვალი

ასევე

youtube.com
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
ფოტო: ReneSchulze/ pixabay.com
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი