BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რატომ უნდა წახვიდე არჩევნებზე?

რა ძალა აქვს ერთ ხმას

მარი კერესელიძე ავტორი: მარი კერესელიძე
30 ოქტომბერი 2020
1 წუთში წასაკითხი
0

2020 წლის 31 ოქტომბერი საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რადგან საპარლამენტო არჩევნები პირველად ჩატარდება პროპორციულთან მიახლოებული მოდელით. ხალხის ნება მთავრობის ძალაუფლების საფუძველია: მოქალაქეები ახლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობის წინაშე ვართ. უნდა ავირჩიოთ ის უმაღლესი წარმომადგენლობითი და საკანონმდებლო ორგანო, რომელიც 4 წლის განმავლობაში გავლენას მოახდენს ქვეყნის მომავალზე. რას განსაზღვრავს ერთი ხმა და რატომ არის არჩევნებზე წასვლა მნიშვნელოვანი?

წყარო: Dzakhili • ძახილი

სანამ ამ კითხვებზე პასუხს გავცემთ, მანამდე რამდენიმე თვით უკან უნდა გადავინაცვლოთ. 2020 წლის 8 მარტს ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა მიიღეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისკენ. კერძოდ, მათ ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც:

  • 150 დეპუტატიდან 120 აირჩევა პროპორციული, 30 კი – მაჟორიტარული სისტემით
  • პოლიტიკური პარტიებისთვის დადგინდა 1%-იანი ბარიერი
  • ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღები პარტია საპარლამენტო უმრავლესობას ვერ შექმნის.

თუმცა, ეს გადაწყვეტილება დიდი ბრძოლის შედეგია. ალბათ ყველას გახსოვთ, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. 20 ივნისს მოქალაქეებმა საპროტესტო მსვლელობა დაიწყეს – ისინი რუსული დელეგაციის ვიზიტსა და ოკუპაციას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა. ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ სისტემაზე გადავიდოდა, თუმცა, ქართულმა ოცნებამ კანონპროექტი ჩააგდო. ამის შემდეგ საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები გაგრძელდა. პროტესტი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, მოლაპარაკებები კი დიპლომატების მედიატორობით დაიწყო. საბოლოოდ, ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.

საარჩევნო სისტემის ცვლილება ამომრჩევლის ხმას მეტ გავლენას ანიჭებს. მიზეზი მარტივია: დაბალი ბარიერი და გაზრდილი პროპორციული მანდატების რაოდენობა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები – ყველა მოგვიწოდებს, რომ თითოეული მოქალაქის ხმა გადამწყვეტია. რეალურად, ეს სიმართლეა და მსოფლიოს ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს. მაგალითად, საქართველოში  1995 წელს ირაკლი ბათიაშვილმა ირაკლი მაჭავარიანს ვაკის მაჟორიტარულ არჩევნებში ერთი ხმით მოუგო. გარდა ამისა,  ერთმა ხმამ ამერიკაში 1776 წელს გერმანული ენის ნაცვლად ინგლისური დაამკვიდრა, ხოლო 1876 წელს კი რეზერფორდ ჰეისი აშშ-ის პრეზიდენტად აქცია. 

როგორი იქნება საქართველო 1-ელ ნოემბერს? ამ კითხვაზე პასუხს თითოეული მოქალაქე სულ მალე გავცემთ. ქვეყნის მომავალი ჩვენს ხელშია – თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, წარმოგიდგენთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიდეორგოლს, რომელზეც  კრეატიულმა სააგენტო Leavingstone-მა იმუშავა: დაფიქრებულხართ, რას გეტყოდნენ თქვენთვის საამაყო ადამიანები დღეს?

ყველა პარტია მაქსიმალურად ბევრი ხმის მოპოვებას ცდილობს. გარდა პირისპირი შეხვედრებისა, პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ სოციალურ მედიას. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) მოამზადა ანგარიში,  რომელშიც გაანალიზებულია 2020 წლის 1-ლი სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიების ძირითადი ტენდენციები. იმ გვერდებს შორის, რომლებიც პოლიტიკურ რეკლამას ათავსებდნენ, ყველაზე მეტი თანხა გიორგი ვაშაძის ოფიციალურ გვერდზე დაიხარჯა. მას მოჰყვებიან ევროპული საქართველოს, ლელოსა და ქართული ოცნების ოფიციალური გვერდები.

რაც შეეხება რეკლამის მნახველთა აუდიტორიას, ყველაზე მეტი წილი 25-34 წლის ასაკობრივი კატეგორიის მომხმარებლებზე მოდის, სქესის მიხედვით კი თითქმის თანაბრად იყოფა. „საანგარიშო პერიოდში Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმებზე პოლიტიკური პარტიებისა და პარლამენტის წევრობის კანდიდატების 4,920 დეკლარირებული ან Facebook-ის მიერ პოლიტიკურად მონიშნული რეკლამა განთავსდა. მათ შორის ყველაზე მეტი პოლიტიკური რეკლამა ქართული ოცნების გვერდებზე გამოქვეყნდა. მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა საარჩევნო სუბიექტების მიერ განთავსებული რეკლამების რიცხვი.“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

წყარო: ISFED

საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის მიერ გააზრებული პასუხისმგებლობა უკეთესი ხარისხის არჩევნებს ნიშნავს. საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა დავამტკიცოთ, რომ ძლიერი სამოქალაქო სექტორი ვართ. ამისთვის კი იმის გააზრებაა საჭირო, რომ თითოეული ხმა გადამწყვეტია.

თეგები Leavingstoneარჩევნებიმაჟორიტარულიმოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაპარლამენტიპროპორციულიხმა

ასევე

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად
ბიზნესი და ეკონომიკა

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად

12 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

უქმნის თუ არა GMO საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას

12 აპრილი 2021
რა ფილმები გველოდება კინოთეატრებში
LIFESTYLE

რა ფილმები გველოდება კინოთეატრებში

9 აპრილი 2021
Freepik
ბიზნესი და ეკონომიკა

გაუფასურებული ლარი და გაზრდილი კომუნალურები: წარმოება გაკოტრების წინაშე

8 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

კიდევ რამდენს დაგვიტევს დედამიწა?

8 აპრილი 2021
ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი
ბიზნესი და ეკონომიკა

Airbnb საქართველოში

7 აპრილი 2021
LIFESTYLE

Postred-ის ხმებით მოყოლილი ამბები

7 აპრილი 2021
mathieu-turle/unsplash.com
ბიზნესი და ეკონომიკა

ლარის დასასრული?

6 აპრილი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად
ბიზნესი და ეკონომიკა

ჯანდაცვა 2014-2020: ზარალი გაზრდილი დაფინანსების მიუხედავად

12 აპრილი 2021
Freepik
IMPACT

უქმნის თუ არა GMO საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობას

12 აპრილი 2021
მულტიმედია

ასორტის წარმატების ისტორია

11 აპრილი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი