BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

როგორ გაანათა მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისი

თამარ კიზივაძე ავტორი: თამარ კიზივაძე
22 იანვარი 2021
1 წუთში წასაკითხი
0

„ბატონ მ. ლაღიძის ქარხანამ კარგი საქმე გააკეთა, ჯერ იყო და ქუთაისის თეატრი გაანათა ელექტრონით და ახლა კი ქალაქის ქუჩებსაც ანათებს. ეს აგერ ერთი კვირაა, რაც მთავარი ქუჩა სობორისა და ბულვარის გარშემო ელექტრონის ფარნებითაა განათებული.“ – წერდა გაზეთი ივერია მიტროფანე ლაღიძეზე. წარმატებული ბიზნესმენის გარდა, მიტროფანე ლაღიძე XX საუკუნის ერთ-ერთ გამორჩეული საზოგადო მოღვაწეცაა. ის ქვეყნის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდა. მის სახელს უკავშირდება ქუთაისში პირველი ელექტროსადგურის აშენება და ქალაქის ელექტროენერგიით მომარაგება. მიტროფანემ ქუთაისის ბანკის მმართველის – კირილე ლორთქიფანიძის დახმარებით სესხი აიღო, რათა ელექტროსადგურისთვის საჭირო დანადგარები შეეძინა. მან საქართველოში ხელოვნური ყინულის დასამზადებლად საფრანგეთიდან სპეციალური მაცივარ-დანადგარები ჩამოიტანა და ქუთაისის ელექტროსადგურთან ახლოს დაამონტაჟა. საწარმო ქუთაისის გარდა, ფოთის ნავსადგურსაც ამარაგებდა. მიტროფანე ლაღიძემ ჩაუყარა საფუძველი ბარიტის წარმოებას. 1934 წელს კლარა ცეტკინის ქუჩაზე მდებარე ლაღიძის წყლების საწარმოს ტერიტორიაზე კიდევ ერთი ქარხანა ააშენა, რომელიც ნახშირორჟანგის გაზს აწარმოებდა.

Business Feed მოგიყვებათ საქართველოში უალკოჰოლო სასმელების წარმოების დამფუძნებლის, საზოგადო მოღვაწისა და ქველმოქმედის მიერ განვლილ გზაზე.

ყველაფერი 1883 წელს დაიწყო, როდესაც 14 წლისა მშობლიური სოფლიდან, ჭოლევიდან, ქუთაისში ცნობილი პოლონელი ფარმაცევტის აფთიაქში აღმოჩნდა. ფარმაცევტი ცეზარ ივანოვსკი წამლების გარდა ლიმონათსაც ამზადებდა. მიტროფანემ მისგან ხილეული წყლების დამზადების მეთოდი შეისწავლა და ფარმაცევტის გარდაცვალების შემდეგ უალკოჰოლო სასმელების წარმოებას თავად შეუდგა. 1887 წელს ლიმონათის უნიკალური რეცეპტი შექმნა, რომელიც ნატურალური პროდუქტებისგან შედგებოდა. რეცეპტის მიხედვით შექმნილი სასმელი მოგვიანებით ლაღიძის წყლების სახელით გახდა ცნობილი.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

1900 წელს ქუთაისში ლიმონათის მწარმოებელი ქარხანა დაარსა. საფუძველი ჩაუყარა ხილეული სასმელების წარმოების ამხანაგობასაც, რომლის მიზანი ქართული უალკოჰოლო სასმელების განვითარება და პოპულარიზაცია იყო. ამავე წელს ქუთაისში უალკოჰოლო სასმელების მაღაზიაც გახსნა. მიტროფანე ლაღიძე 1902 წელს გერმანიასა და საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც უალკოჰოლო სასმელების წარმოების ახალი მეთოდები და ტექნოლოგია შეისწავლა. 1906 წელს ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის რჩევით, თბილისში საწარმო, შემდეგ კი გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი) მაღაზიაც გახსნა. 

მიტროფანე ლიმონათებს ადგილობრივი ნედლეულისგან ამზადებდა. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ხილის ხარისხს და სასმელის დამზადების ტექნოლოგიის დაცვასაც აკონტროლებდა. 

„ჩემი მეთოდით დამზადებული უალკოჰოლო სასმელი წყლები, მოსკოვის მიერ დამტკიცებულ რეცეპტურასთან შედარებით, გაცილებით უკეთესი ხარისხის სასმელ წყლებს იძლევა. მის დასამზადებლად ასევე ბევრად ნაკლები ძვირფასი დეფიციტური მასალები იხარჯება, ამასთან ეკონომიას აძლევს სახელმწიფოს.“ – განაცხადა მან 1934 წელს, კიევში, ერთ-ერთ კონფერენციაზე გამოსვლისას.

ლიმონათი საფრანგეთიდან შემოტანილ შუშის ბოთლებში ისხმებოდა. ლაღიძის წყლებისთვის ეტიკეტი მხატვარმა გიგო ზაზიაშვილმა შექმნა. ეტიკეტზე გამოსახულია ჩიხტიკოპიანი ქალი, რომლის პროტოტიპიც მიტროფანეს დედა – გულჩინა უგრეხელიძე იყო. ეტიკეტს თან ახლდა წარწერა: მოითხოვეთ ყველგან. გემო და სუნი საამური აქვს. გაუფრთხილდით სიყალბეს.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ლაღიძის წყლებმა აღიარება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო დონეზეც მოიპოვა. 1913 წელს პეტერბურგის გამოფენაზე ოქროსა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. ამბობენ, რომ 1943 წლის თეირანისა და 1945 წლის იალტის კონფერენციებზე სტუმრებს ვახშმობისას ლაღიძის წყლებით უმასპინძლდებოდნენ. 1952 წელს სტალინმა აშშ-ის პრეზიდენტს – ჰარი ტრუმენს კოკა-კოლას ნაცვლად, ლაღიძის ლიმონათი გაუგზავნა. 

აღსანიშნავია, რომ 1950 წელს მიტროფანე ლაღიძე სსრკ-ის კვების მრეწველობის სამინისტროს „გლავფრუქტვოდის“ მთავარ კონსულტანტად დაინიშნა. ის აკონტროლებდა უალკოჰოლო სასმელების ხარისხს.

მიტროფანე კულტურის სფეროს განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი და მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს ხშირად ეხმარებოდა. ქუთაისში საგამომცემლო ამხანაგობა დააარსა, სადაც ქართველი მწერლების თხზულებებს ბეჭდავდა. მას განსაკუთრებით კარგი ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან და აკაკი წერეთელთან. მიტროფანემ გამოსცა ილიას „აჩრდილი“, აკაკის „მომაკვდავის ჩვენება“ და სხვ. აღსანიშნავია ისიც, რომ მიტროფანემ ქარხანაში რვასაათიანი სამუშაო განაკვეთი შემოიღო, რაც იმ დროს იშვიათობა იყო.

მიტროფანე ლაღიძე პოლიტიკური აქტიურობითაც გამოირჩეოდა. მან ხელი შეუწყო ქუთაისის ციხის გვირაბის გაყვანას, მონაწილეობდა მუშა-ახალგაზრდობის მიერ მოწყობილ დემონსტრაციებში, არალეგალურად ავრცელებდა საზღვარგარეთიდან და რუსეთიდან მიღებულ ლიტერატურას. მსგავსი ქმედებების გამო, მიტროფანე ლაღიძე რამდენჯერმე დააპატიმრეს, შემდეგ კი გადასახლება მიუსაჯეს. გადასახლებას ილია ჭავჭავაძემ გადაარჩინა. მისი დაუმორჩილებლობა კარგად გამოჩნდა მაშინაც, როცა საკუთარ მაღაზიას ლაღიძის წყლები ქართულად და დიდი ასოებით ზემოთ, შედარებით დაბლა კი – რუსულად, პატარა ასოებით დააწერა. აღნიშნული ქმედება დანაშაულად ითვლებოდა და მიტროფანე პატიმრობისგან კვლავ ილია ჭავჭავაძემ იხსნა.

მიტროფანე ლაღიძე 1960 წელს, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, რის შემდეგაც ლაღიძის წყლებს სათავეში მისი შვილიშვილი ჩაუდგა. 2013 წელს ლაღიძის წყლებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. 

თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიტროფანე ლაღიძე ქართული ბიზნესის ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკისა და კულტურის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. 

თეგები აკაკი წერეთელიილია ჭავჭავაძეკოკა-კოლალაღიძის წყლებიმიტროფანე ლაღიძექართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაჰარი ტრუმენი

ასევე

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
Elven Technologies
ბიზნესი და ეკონომიკა

Elven Technologies ცეცხლის წინააღმდეგ: ვინ არიან ქართველი ტარგარიენები

24 თებერვალი 2021
britannica.com
ბიზნესი და ეკონომიკა

რა არის საფონდო ბირჟა?

23 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი