BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

როგორ ვითარდება VidooFood 250 000-ლარიანი ინვესტიციის მოპოვების შემდეგ

ნენე სტეფანიშვილი by ნენე სტეფანიშვილი
10 February 2022
7 min read
0
სპონსორის კონტენტი

მსოფლიო პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების სტილის მიმართ შეხედულებები და დამოკიდებულებები რომ შეცვალა, ამაზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით. შეცვლილ რეალობაში განსხვავებული მიდგომების დანერგვა გახდა საჭირო.

ნიკა ჟღერია და ლაშა ბაქრაძე ის ადამიანები არიან, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ყველაზე რთულ გარემო პირობებთანაც კი შეიძლება ადაპტირება და წარმატებული ბიზნესის შექმნა.

მათი იდეა ცენტრალიზებულ სამზარეულოს მოიცავს, სადაც სარესტორნო ბიზნესით დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, 2 კვირაში ნულოვანი დანახარჯებით ონლაინრესტორანი გახსნან.

თუ გაქვთ კვების ობიექტი, რომელიც მომხმარებელს მიტანის სერვისით უზრუნველყოფს და გსურთ, სამზარეულოზე პასუხისმგებლობა, თანამშრომლების დატრენინგება და დანადგარების ყიდვა არ გიწევდეთ, ახლა უკვე შეგიძლიათ VidooFood–ს მიმართოთ.

„VidooFood–მდე იყო მექსიკური რესტორანი, რომელიც მეგობრებმა პანდემიის დროს გავხსენით და რომელიც მხოლოდ მიტანის სერვისზე მუშაობდა. აღნიშნულ პერიოდში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს სამზარეულოს გაცილებით მეტი შეეძლო. რა დროსაც სატესტოდ დავამატეთ უზბეკური რესტორანი. ამ ექსპერიმენტის წარმატებით დასრულების შემდეგ დავიწყეთ კონცეფციაზე ფიქრი, რომელიც უკვე სხვებს მისცემდა საკუთარი ონლაინრესტორნის შექმნის შესაძლებლობას“,  ̶  გვიყვება ნიკა ჟღერია.

ნიკა და ლაშა Shark Tank საქართველოს გამარჯვებულები არიან. მათ ბიზნესის განვითარებისთვის 250 000 ლარის ინვესტიცია მოიპოვეს:

„Shark Tank–მდე იყო ჯიტას 100 000-იანი გრანტი, რომელიც დაგვეხმარა, ჩვენი სამზარეულო გაგვეორმაგებინა და საკუთარ შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტი რწმენა მოგვცა.

VidooFood–ში 250 000 ლარის ინვესტიცია მენი ბენიშმა და ქეთი ქვარცხავამ განახორციელეს, რის სანაცვლოდაც კომპანიის 50%-იანი წილი მიიღეს“.

მიღებული ინვესტიცია VidooFood–ს გაფართოებაში დაეხმარება, რის შედეგადაც ნიკა და ლაშა დამატებით 50 რესტორნის მომსახურებას შეძლებენ.

„ინვესტიცია დაიხარჯება ახალი ლოკაციის დასამატებლად, რომლის სამზარეულო 4-5-ჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე ჩვენი არსებული სამზარეულოს ფართია. ეს საშუალებას მოგვცემს, დაახლოებით 50-მდე რესტორანს მოვემსახუროთ ჩვენი ახალი ლოკაციიდან“,  ̶  აღნიშნავს ნიკა Business Feed–თან საუბარში.

ნიკა და ლაშა სამომავლოდ დიდ სიახლეებს გვპირდებიან:

„საკმაოდ საინტერესო სიახლეები გველის წლის მეორე ნახევრიდან, რასაც ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებთ. თუმცა, დარწმუნებული ვართ, ეს სიახლეები ბიზნესების გარდა უკვე საცალო მომხმარებლებსაც ძალიან გაახარებთ.“

შეგახსენებთ, SONY Pictures–ის რეალითი შოუ – Shark Tank ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული შოუა, რომელიც უკვე 13 სეზონია, მაყურებლების ფავორიტ გადაცემად რჩება. საქართველოს პირველ არხზე Shark Tank საქართველოს გენერალური პარტნიორი საქართველოს ბანკია. 4 ემის მფლობელი შოუ საქართველოს სატელევიზიო სივრცეში პირველად გამოჩნდა და  პირველი სეზონი წარმატებითაც დაასრულა. ახლა კი Shark Tank საქართველო ახალ მონაწილეებს ელის.

Tags: Shark Tank საქართველოSony PicturesVidooFoodლაშა ბაქრაძემენი ბენიშინიკა ჟღერიასაქართველოს ბანკიქეთი ქვარცხავა

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი