BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

reuters.com

reuters.com

ნონა ქვლივიძე by ნონა ქვლივიძე
17 May 2022
2 min read
0
სპონსორის კონტენტი

რუბრიკას წარმოგიდგენთ გალტ&თაგარტი

საფონდო ბირჟაზე წამყვანი საფონდო ინდექსების ვარდნა გრძელდება. ინფლაციის მკვეთრი ზრდა ცენტრალურ ბანკებს აიძულებს, გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები და შეამცირონ ობლიგაციების შესყიდვები. უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი და დაწესებული სანქციები უფრო მეტად აღრმავებს ბაზარზე მიწოდების კრიზისს და ნეგატიურ მოლოდინს აჩენს.

არავის მოსწონს აქციების ღირებულების შემცირება. თუმცა, აქციების გაიაფება შეიძლება, ხელსაყრელიც აღმოჩნდეს. ამ დროს ჩნდება კარგი აქციების დაბალ ფასად შეძენის შესაძლებლობა – უმეტესად ისეთი აქციების, რომლის შენახვა ინვესტორებს წლების განმავლობაში აქვთ დაგეგმილი.

ბუნებრივია, ამ სიტუაციაში აქციების ყიდვა სარისკოა და გადაწყვეტილების მიღებამდე კარგი ანალიზია საჭირო. 

რომელი აქციების ყიდვა ღირს ასეთ დროს?

ინვესტორები გაიაფებულ აქციებს შორის, პირველ რიგში, ეძებენ ისეთებს, რომლებიც მაღალ დივიდენდებს იხდიან. ამის შემდეგ ხდება შერჩეული კომპანიის ბოლო ფინანსური ანგარიშების განხილვა – როგორ იცვლებოდა მათ მიერ გაცემული დივიდენდები წლების განმავლობაში; იზრდებოდა თუ არა მათი მოგების მარჟა და რამდენად თანმიმდევრული იყო ეს ზრდა.

აქციების შერჩევის დროს, ასევე, აუცილებელია გარე საფრთხეების გათვალისწინებაც. მაგალითად, იმ საფრთხის შეფასება, რომელსაც კომპანიას შეიძლება, კონკურენტების მხრიდან შეექმნას. თუ ამ კითხვებზე პასუხები საიმედოა, მაშინ გარისკვა ღირს.

რა ვიყიდოთ ახლა?

Wall Street-ის ანალიტიკოსების ფავორიტები:

მსოფლიო გიგანტებიდან Amazon (AMZN), რომელიც წლის დასაწყისიდან 32%-ზე მეტად არის გაიაფებული ($3334-იდან $2261-მდე). კომპანიამ 2022 წლის პირველ კვარტალში $3,8 მილიარდამდე ზარალი განიცადა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ წელს აქციის ფასი დაბალ ნიშნულზე იქნება და ზრდას 12 თვის შემდეგ დაიწყებს. 2023 წლის ბოლოსთვის ის $3,247-მდე გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში უფრო გაძვირდება.

ანალიტიკოსების კიდევ ერთი ფავორიტის – Meta-ს (METV) აქცია წელს თითქმის 50%-ით დაეცა ($16,90-იდან $8,99-მდე), თუმცა, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ფასი 2023 წელს მოიმატებს და ერთი აქცია შესაძლოა, $14,7 გახდეს. ხოლო 2024 წელს მისი ფასი კიდევ უფრო მაღალი იქნება.

Airbnb (ABNB) წლის დასაწყისიდან 30%-ით არის გაიაფებული. Airbnb-ის ბოლო კვარტალურმა ანგარიშმა აჩვენა, რომ ბიზნესმა COVID-19-ის მიერ შექმნილი გამოწვევები გადალახა. ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ წლის განმავლობაში მოგზაურთა რიცხვი გაიზრდება, რაც მის აქციებში ინვესტირებას მომგებიანს გახდის. კიდევ უფრო მომგებიანი იქნება Airbnb ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში. 

ხელსაყრელი აქციების სიაში მოხვდა Shopify (SHOP) – ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომლის შემოსავლები პანდემიის დროს რეკორდულად გაიზარდა. წელს იანვრიდან კომპანიის აქცია 70%-ით არის გაიაფებული ($1377-იდან $402-მდე). ანალიტიკოსები ინვესტორებს ამ კომპანიის აქციების შეძენას კარგი სამომავლო პერსპექტივის გამოც ურჩევენ. 

გასულ წელს საქართველოს ბანკმა Galt&Taggart–თან თანამშრომლობით შექმნა ინვესტირების სპეციალური პლატფორმა, რომელიც მობილბანკითაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს ამერიკულ საფონდო ბირჟებზე ათასობით კომპანიის აქციითა და ფასიანი ქაღალდით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს. ინვესტორების დაწყება კი 1 დოლარითაცაა შესაძლებელი.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

Tags: airbnbAmazonMetashopifyWall Streetგალტ&თაგარტისაქართველოს ბანკი

ასევე

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022
IMPACT

Tesla-მ დასაქმებულთა 10% გაათავისუფლა: რას ელიან კომპანიები

27 June 2022
მარკეტინგი/მენეჯმენტი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

24 June 2022
BBC
მთავარი ამბავი

მხოლოდ Type C

24 June 2022
IMPACT

Dot-com 2.0: რა მოუვა ბაზარს ?

23 June 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

22 June 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი