კორონავირუსის შემთხვევების კლების ფონზე ბევრი ქვეყანა მოგზაურობაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს.
თურქეთში მოგზაურობის მსურველები 2022 წლის 1-ელი ივნისიდან ქვეყანაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შესვლას ვაქცინაციის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე შეძლებენ. 1-ელი ივნისიდან პანდემიისას ქვეყანაში შესვლაზე დაწესებული ყველა შეზღუდვა გააუქმეს გერმანიამ და კვიპროსმა.
2022 წლის აპრილ-მაისში საზღვრის გადაკვეთაზე დაწესებული რეგულაციები (ვაქცინაციის დამადასტურებელი პასპორტი, სავალდებულო PCR ტესტირება, კარანტინი) მოხსნეს ევროპის ქვეყნებმაც: საბერძნეთმა, იტალიამ, ავსტრიამ, პოლონეთმა, ჩეხეთმა, უნგრეთმა, ბულგარეთმა, რუმინეთმა, ხორვატიამ, სერბეთმა, შვედეთმა, შვეიცარიამ ლიეტუვამ, სლოვაკეთმა და სლოვენიამ.
21 მაისიდან ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად უცხოელ ვიზიტორებს სავალდებულო PCR ტესტის გარეშე იღებს ისრაელიც.
ქვეყანაში შესვლამდე ვაქცინაციისა და კორონავირუსის ტესტის პასუხის წარდგენის ვალდებულება 1-ელი მაისიდან გაუქმდა სომხეთში. თუმცა, პანდემიისას დაწესებული ე.წ. „მწვანე პასპორტი“ ისევ მოქმედებს აზერბაიჯანში შესვლის მსურველებისთვის.
საზღვრის გადაკვეთისას ევროკავშირის მიერ აღიარებული „მწვანე პასპორტის“ ან/და PCR ტესტის უარყოფითი შედეგი სავალდებულო რჩება საფრანგეთსა და ესპანეთში. მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობის მსურველებისთვის.