BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

საქართველოს ბანკი ქართული მეტყველების ტექნოლოგიებს ავითარებს

ნენე სტეფანიშვილი by ნენე სტეფანიშვილი
1 June 2022
2 min read
0
სპონსორის კონტენტი

მეტყველების ტექნოლოგია ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი მიმართულებაა, რომლის მიზანიც ადამიანის მიერ ნათქვამის გაგება და დამუშავებაა. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია Amazon Alexa, Apple Siri  და Google Assistant.

ხმოვანი ასისტენტების ათვისება ყოველწლიურად იზრდება. ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება ახალგაზრდა მომხმარებლებში.

საქართველოს ბანკმა გადაწყვიტა, განავითაროს ქართული მეტყველების ტექნოლოგიები. საბოლოო მიზანი ქართული ხმოვანი ასისტენტის შექმნაა. ამ მიმართულებით საქართველოს ბანკს ჩატბოტის სახით უკვე დიდი პროგრესი აქვს.

ქართული მეტყველების ტექნოლოგიების განვითარების შესახებ საქართველოს ბანკის მონაცემთა წამყვანი მეცნიერი ნიკოლოზ მამისაშვილი საუბრობს:

„საქართველოს ბანკში ხელოვნური ინტელექტის განვითარების ერთ–ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სწორედ მეტყველების ტექნოლოგიები წარმოადგენს.  ჩვენი მიზანია, ერთი მხრივ, გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებელს საბანკო სერვისების მიღება, ხოლო მეორე მხრივ − ხელი შევუწყოთ ქართული ენის ციფრულ ეპოქაში ინტეგრირებას“.

ნიკოლოზ მამისაშვილი ამ მიმართულებით არსებულ პროგრესზე ამახვილებს ყურადღებას:

„საქართველოს ბანკს მეტყველების ტექნოლოგიებში მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს სამ ძირითად კომპონენტში, ესენია:

  • Speech to text
  • Natural language understanding
  • Question answering

სწორედ ამ კომპონენტებზეა აგებული ჩატბოტი, რომელიც დღიურად ათობით ათას დიალოგს ემსახურება. ჩატბოტის დახმარებით, მომხმარებელს შეუძლია, შეუკვეთოს ბარათი ან თუნდაც დაბლოკოს იგი დაკარგვის შემთხვევაში, ან მოითხოვოს საბანკო ამონაწერი. ჩატბოტს მრავალი ასეთი სერვისი აქვს, რომელიც ოპერატორის დახმარების გარეშე შეიძლება განხორციელდეს. ეს ბევრად კომფორტულს ხდის ციფრული არხებით სარგებლობას“.

როგორც ბანკის მონაცემთა წამყვანი მეცნიერი განმარტავს, საქართველოს ბანკის საბოლოო მიზანია, შექმნას ხმოვანი ასისტენტი:

„ციფრული ხმოვანი ასისტენტის შექმნა საკმაოდ კომპლექსური ამოცანაა. თავად ტექნოლოგიური გიგანტების მიერ შექმნილ ხმოვან ასისტენტებსაც კი, რომლებიც ინგლისური ენისთვის არის აგებული, ადამიანის მსგავსად დიალოგის წარმართვამდე ბევრი აკლიათ. ქართულისთვის კი შესაბამისი ინსტრუმენტები და მონაცემები ბევრად მცირეა და შესაბამისად, უფრო რთულია ხარისხიანი ასისტენტის შექმნა.

ჩვენი სტრატეგიაა, შევიმუშაოთ შესაბამისი კომპონენტები, რომლებიც მიგვაახლოებს ამ მიზანთან, თუმცა, შუალედურად, თავად ამ კომპონენტების გამოყენებაც შევძლოთ სხვადასხვა ბიზნესპროცესში“.

Tags: Amazon AlexaApple SiriGoogle Assistantნიკოლოზ მამისაშვილისაქართველოს ბანკიჩატბოტი

ასევე

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022
IMPACT

Tesla-მ დასაქმებულთა 10% გაათავისუფლა: რას ელიან კომპანიები

27 June 2022
მარკეტინგი/მენეჯმენტი

სტარტაპერი პლატფორმა face2face-თან თანამშრომლობას იწყებს

24 June 2022
BBC
მთავარი ამბავი

მხოლოდ Type C

24 June 2022
IMPACT

Dot-com 2.0: რა მოუვა ბაზარს ?

23 June 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

კრისტალ კონსალტინგის მხარდაჭერით, მეწარმე ქალები ესტონეთში სასწავლო პროგრამას გაივლიან

22 June 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

ბიზნესი და ეკონომიკა

რას ნიშნავს დეფოლტი რუსეთისთვის

28 June 2022
dailymotion.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რა ელის საფონდო ბირჟას?

28 June 2022
ტეტრადრაქმა/საქართველოს ეროვნული მუზეუმი
IMPACT
სპონსორის კონტენტი

კოლხური თეთრი და ქართული ფულის დაბადება

27 June 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი