საქართველოს ბანკი ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ის განსაკუთრებულ შესაძლებლობას აგრომეურნეობებს სთავაზობს.
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ერთ-ერთი სარისკო საქმიანობაა. მოულოდნელმა ბუნებრივმა მოვლენებმა შეიძლება, მთელი წლის ნაშრომი გაანადგუროს, კომპანიას დიდი ფინანსური ზარალი მოუტანოს და მნიშვნელოვნად შეაფერხოს მისი განვითარება. მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად საქართველოს ბანკმა სადაზღვევო კომპანია ალდაგთან ერთად ფერმერებს პროდუქტი – აგროდაზღვევა შესთავაზა.
აგროდაზღვევის მეშვეობით, აგრობიზნესს აუნაზღაურდება სეტყვით, წყალდიდობით, ქარიშხლითა და საშემოდგომო ყინვით (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისთვის) გამოწვეული ფინანსური ზარალი. ამ ტიპის ბიზნესებისთვის აგროდაზღვევა ძალიან დიდი კომფორტია, რადგან მისი დახმარებით აგრობიზნესები მნიშვნელოვნად შეამცირებენ რისკებს და შეინარჩუნებენ მოსავალს. ამავდროულად, შეძლებენ სპეციალური, მათზე მორგებული პირობებით სარგებლობას.
აგროდაზღვევა ვრცელდება სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოყვანილი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე:
- ვაზი
- მარცვლეული კულტურები
- პარკოსანი კულტურები
- ბოსტნეული კულტურები
- ბაღჩეული კულტურები
- ხეხილი
- ციტრუსი
- კენკროვანი კულტურები
- კაკლოვანი კულტურები
- სუბტროპიკული კულტურები
აგროდაზღვევის საშუალებით სასოფლო-სამეურნეო ბიზნესი უფრო მშვიდად და დაცულად იგრძნობს თავს. სადაზღვეო პოლისის მოქმედების ვადა მინიმუმ ერთი თვიდან მაქსიმუმ 3 წლამდეა, კონკრეტული წლის მოსავლის ციკლის გათვალისწინებით. აგროდაზღვევის პარალელურად ბიზნესს სახელმწიფო სუბსიდიითაც შეუძლია სარგებლობა – გადასახდელი პრემიის 70%-ს მას სახელმწიფო დაუფინანსებს.
იმ შემთხვევაში, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთის ფართობი 5 ჰექტარს აღემატება, აგრობიზნესის მფლობელს მეურნეობის არასახელმწიფო დაზღვევის პირობებით სარგებლობა შეუძლია. ამ დროს პოლისის სრული ღირებულება თავად ბიზნესმა უნდა დაფაროს. თუ კომპანიას ამის ფინანსური რესურსი არ აქვს, საქართველოს ბანკი მას საჭირო ინვესტიციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.
აგროდაზღვევა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი შეთავაზებაა. თუმცა, განსაკუთრებით დროული ახლაა, პანდემიის პერიოდში, როცა ბიზნესი მაქსიმალურად ცდილობს რისკების შემცირებას. აგრობიზნესის წარმომადგენლებისთვის აგროდაზღვევა სიმშვიდის, დაცულობისა და განვითარების გარანტია.