BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

Tesla-ს კონკურენტი გამოუჩნდა

hengchi
თინათინ ბაქრაძე by თინათინ ბაქრაძე
25 January 2022
1 min read
0

ჩინურმა სამშენებლო კომპანია Evergrande-მა ელექტრონული ავტომობილების წარმოება დაიწყო და Tesla-ს კონკურენტობას აპირებს. მეტიც, Evergrande-ის აღმასრულებელი დირექტორის – ჰუი კა იანის განცხადებით, კომპანია გეგმავს, ელექტრომობილების წარმოება მთავარ საქმიანობად აქციოს. 

12 იანვარს სამშენებლო სფეროში სახელგანთქმულმა კომპანიამ საზოგადოებას პირველი ელექტრომობილი – Hengchi 5 all-electric compact SUV წარუდგინა. მის შექმნაზე პასუხისმგებელმა გუნდმა – Evergrande New Energy Vehicle Group-მა პირველი ელექტრომანქანის აწყობა ვადაზე 12 დღით ადრე მოახერხა, დეკემბერში კი მასობრივ წარმოებაზე დაიწყო მუშობა. 

Hengchi 5 all-electric compact SUV-ს ერთი დამუხტვით 700 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი საბაზრო ღირებულება კი დაახლოებით 200 000 იუანი, ანუ $31 450 იქნება. 

აღსანიშნავია, რომ კომპანია ამჟამად სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე დგას. მას დაახლოებით $300 მილიარდი ვალი აქვს, რომლის დაფარვასაც დროულად ვერ ახერხებს, თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ საქმიანობის ახალ მიმართულებაზე კონცენტრირდეს. ფინანსური პრობლემების დაძლევაში მას ჩინეთის მთავრობაც ეხმარება. 

Evergrande-ის აღმასრულებელმა დირექტორმა თავდაპირველად გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ კომპანიის გეგმების მიხედვით, მომავალი 10 წლის განმავლობაში ავტომობილების წარმოება ბიზნესის ძირითადი მიმართულება უნდა გახდეს და მშენებლობა ჩაანაცვლოს. ამ დროისათვის, კომპანიამ ელექტრომობილების რამდენიმე სხვადასხვა მოდელი წარადგინა, თუმცა, Hengchi 5 all-electric compact SUV ერთადერთია, რომლის მასობრივი წარმოებაც უკვე დაიწყო. კომპანია გეგმავს, რომ მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი ელექტრომობილების მწარმოებლად იქცეს და 2025 წლისთვის წელიწადში 1 000 000 მანქანა აწარმოოს, ხოლო 2035 წლისთვის ეს რიცხვი 5 მილიონამდე გაზარდოს. შედარებისთვის, 2021 წელს Tesla–მ 936 000 ავტომობილი გამოუშვა. თუმცა, Tesla-სთან ერთად, Evergrande-ს სხვა სერიოზული კონკურენტი კომპანიებიც ეყოლება ბაზარზე. მათ შორის არიან ჩინური კომპანიებიც: BYD, Nio, Xpeng და Li Auto.

„თუ Hengchi 5 კარგად გაიყიდება, ფინანსურ კრიზისში მყოფი Evergrande-ისთვის ეს იმედის ნაპერწკალი იქნება, რომ ბიზნესი გადაარჩინონ“, – განაცხადა ერიკ ჰანმა, ბიზნესსაკონსულტაციო კომპანია Suolei-ის უფროსმა მენეჯერმა, – „ეს იყო ფინანსური კრიზისის დროს გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. 

Tags: EvergrandeHengchi 5ელექტრო მანქანატესლაჰუი კა იანი

ასევე

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022
IMPACT

რუსულ ხორბალს რუსული ფქვილი ანაცვლებს – რა ელოდება პურის ფასს?

17 May 2022
reuters.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

რომელ აქციებს ყიდულობენ, როცა საფონდო ბაზარი ეცემა

17 May 2022
Double exposure of stock market in tablet with money and chart.
IMPACT

აქციების ფასები ეცემა: რა მოხდა საფონდო ბირჟებზე

16 May 2022
ბიზნესი და ეკონომიკა

ომის გავლენა ეკონომიკურ პროგნოზებზე: მსოფლიო და საქართველო

13 May 2022
pinterest.co.uk
ბიზნესი და ეკონომიკა

რა უნდა გააკეთოს ბიზნესმა ინფლაციასთან გასამკლავებლად

12 May 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

IMPACT
სპონსორის კონტენტი

Made in Georgia: საქართველოს ბანკის ახალი კამპანია

19 May 2022
© REUTERS
IMPACT

რა ხდება $500 მილიონზე

18 May 2022
IMPACT
სპონსორის კონტენტი

FTSE 250 რეიტინგში, ლიდერულ პოზიციებზე ქალების წარმომადგენლობით, თიბისი საბანკო სექტორის კომპანიებს შორის პირველ ადგილზეა

17 May 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი