BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო „მაისი“ გაიხსნა

Business Feed by Business Feed
27 July 2022
1 min read
0
სპონსორის კონტენტი

თიბისი ლიზინგის ხელშეწყობით ნატახტარში ნატურალური წვენების საწარმო მაისი გაიხსნა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს და დანამატების გარეშე ამუშავებს, სწორედ ამიტომ, მომხმარებელს 100%-ით ნატურალურ, უშაქრო წვენებს სთავაზობს. აღსანიშნავია, კომპანიაში 2, 300, 000 ლარის ინვესტიცია ჩაიდო, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტმა 600, 000 ლარი შეადგინა, მანქანა-დანადგარები კი, თიბისი ლიზინგმა დააფინანსა. ამჟამად საწარმოში ხუთი სახეობის: ვაშლის, საფერავის, რქაწითელი-ვაშლის, ფორთოხლის და მულტიმისქსის წვენი მზადდება. შეფუთვა, ისევე როგორც მაისის კონცეფცია, მთლიანად ეკომეგობრულია – მინისაა. შესაბამისად, პროდუქტის ფასი 3-4 ლარს შეადგენს და აქცენტს მაღალ ხარისხზე აკეთებს. საწყის ეტაპზე მაისი წელიწადში 1, 500, 000 ბოთლის ჩამოსხმას გეგმავს. დღეის მდგომარეობით მაისი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება შემდეგ ობიექტებზე: გუდვილი, აგროჰაბი, წერტი, ნოსტე, ტერმინალი, შუმბალენდი, ოქტოპუსი და სხვა. კომპანიის მიზანია, რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახადოს მაისის ჯანსაღი წვენი საქართველოში სხვადასხვა ობიექტზე. ამასთანავე, ძალიან მალე მაისი უკვე ექსპორტზე გასვლასაც გეგმავს.

„ნატურალური წვენების წარმოებაზე ჩემს პარტნიორებთან ერთად რამდენიმე წელია აქტიურად ვფიქრობდით. მიმაჩნია, რომ ამ პროდუქტს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს როგორც საქართველოს, ასევე მიზნობრივ საექსპორტო ბაზრებზე. ჩვენთვის თავიდანვე ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვექმნა მზრუნველი და პასუხისმგებლიანი ბრენდი, რომელიც მხარს დაუჭერდა როგორც ქართველ ფერმერებს, ასევე შესაძლებლობას მისცემდა მომხმარებელს, ჰქონოდა წვდომა ხარისხიან და სასარგებლო პროდუქტზე. სწორედ ამ მიზნით შეიქმნა მაისი.

აქვე მინდა გამოვყო ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისეთ კომპლექსურ ინდუსტრიაში, როგორიც არის წარმოება, სწორი პარტნიორების შერჩევა და შემდგომ მათი მხარდაჭერა. ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა თიბისი ლიზინგისგან, რომელმაც დაინახა ჩვენს პროდუქტსა და გუნდში დიდი პოტენციალი. მჯერა, რომ კომპანიის სტარტაპ ეტაპზე სწორი პარტნიორების შერჩევა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებელი ფაქტორია. წინ დიდი გეგმები გვაქვს და ჩვენი მომხმარებლისთვის ძალიან ბევრი საინტერესო სიახლეც გვექნება,“ – მარიამ ქოიავა, მაისის თანადამფუძნებელი.

„ჩვენთვის, როგორც ბაზრის წამყვანი სალიზინგო კომპანიისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესის ხელშეწყობა. ასე შეგვაქვს წვლილი როგორც ახალი საწარმოების გამართვასა და ადამიანების დასაქმებაში, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში. ვთვლით, რომ მაისი სწორედ ის პროექტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და დიდი წარმატება ელის, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე,“ – გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.

ახალი საწარმო ამ ეტაპზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს, ხილის სეზონის გააქტიურებასთან ერთად კი, თანამშრომლების რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

Tags: გაგა გოგუათიბისი ლიზინგიმაისიმარიამ ქოიავა

ასევე

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022
Microsoft
მთავარი ამბავი

რატომ უნდა ისწავლო Power BI

13 August 2022
MCU Phase 4 Marvel
LIFESTYLE

Marvel-ის გეგმები

13 August 2022
lehighvalleylive.com
IMPACT

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ რუსს

13 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Convobridge – Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი

12 August 2022
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

ბიზნესს ელექტრონული კომერციის 210 მენეჯერი შეემატა 

12 August 2022
Leave Comment

სხვა პუბლიკაციები

youtube.com
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

S&P 500-ის საუკეთესო აქციები 2022 წლის აგვისტოში

15 August 2022
Vanity Fair
IMPACT

სამეფო ფინანსები

13 August 2022
CPU Ninja
მთავარი ამბავი

AMD vs Intel

13 August 2022

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • მარკეტინგი/მენეჯმენტი
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი