BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ცვლილებები კომუნიკაციების შესახებ კანონში – ანალიზი და შეფასებები

რატომ შეიცვალა კანონი კომუნიკაციების შესახებ

ნონა ქვლივიძე ავტორი: ნონა ქვლივიძე
24 ოქტომბერი 2020
1 წუთში წასაკითხი
0

კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების  სფეროს მარეგულირებელი ორგანოა, რომელმაც საქმიანობა 2000 წლის 1-ელ ივლისს დაიწყო. კომისია ექვსი წლის ვადით არჩეული ხუთი წევრისგან შედგება, ხოლო კომისიის თავმჯდომარეს სამი წლის ვადით ირჩევენ. 2017 წლის 19 მაისიდან კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურია.  კომისიის შემოსავლის წყაროს ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების მიერ გადახდილი რეგულირების საფასური წარმოადგენს, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წლიური შემოსავლის 0.75% -ით განისაზღვრება, ხოლო მაუწყებლობის სფეროში ლიცენზიის მფლობელი კომისიას წლიური შემოსავლის 0.5 %-ს უხდის. 

კომისიას დებულებაში უწერია, რომ მისი ფუნქცია გამჭვირვალე მარეგულირებელი გარემოს შექმნა, კონკურენციის ხელშეწყობა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა. კომისია გასცემს ტელერადიომაუწყებლობისა და სიხშირული რესურსით სარგებლობის ლიცენზიებს; მას შეუძლია საქმიანობის ავტორიზაციისა  და ლიცენზიების შეჩერება და გაუქმება. ამავე დროს, კომისია დარღვევებისთვის აჯარიმებს კომპანიებს. ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი თანხით – 270 ათასი ლარით, კომისიამ კავკასუს ონლაინი დააჯარიმა. შარშან  კავკასუს ონლაინის 49%-იანი წილი აზერბაიჯანულმა Neqsol Holding-მა შეიძინა. კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ ტრანზაქცია მასთან შეთანხმებული არ ყოფილა, ამიტომ კომპანიას წილების საწყის მდგომარეობაში, მისი წინა მფლობელის – ხვიჩა მაქაცარიას საკუთრებაში დაბრუნება მოსთხოვა, თუმცა, კავკასუს ონლაინმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

როგორც საკომუნიკაციო კომპანიებისა და ამ  სფეროს სპეციალიტები მიიჩნევენ, სწორედ კავკასუს ონლაინის  წილის გასხვისებამ უბიძგა კომისიას ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებები შეეტანა. მომზადდა კანონპროექტი, სადაც ეწერა, რომ კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლეოდა, კომპანიაში დაენიშნა სპეციალური მმართველი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებას აღასრულებდა, თუ ამას თავად კომპანია არ გააკეთებდა. კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ მმართველს ლიცენზიის მფლობელი პირის სრული კონტროლის უფლება აქვს. კერძოდ:

  • სასამართლოში შეიტანოს სარჩელი და სადავო გახადოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ აღნიშნული ქმედების ან გარიგების შედეგად ზიანი ადგება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს
  • დანიშნოს ან გაათავისუფლოს ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები
  • ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს შეუჩეროს ან შეუზღუდოს მოგების განაწილება, დივიდენდებისა და პრემიების გაცემა, ხელფასების გაზრდა
  • გარკვეულ შემთხვევებში კომისია უფლებამოსილი ხდება, მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის ან აქციის გაყიდვის შესახებ
  • კომისია უფლებამოსილი იქნება, აუქციონში მონაწილეობის მიღება აუკრძალოს პირს, ან გააუქმოს აუქციონის შედეგები, თუ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის წილის შეძენით შეიძლება საფრთხე შეექმნას სახელმწიფო ან საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს.

კანონში ცვლილება სპეციალურ მმართველს უფლებას აძლევდა, კავკასუს ონლაინის აქციები ბიზნესმენ ხვიჩა მაქაცარიას მფლობელობაში დაებრუნებინა. კანონპროექტი საკომუნიკაციო კომპანიებმა მწვავედ გააპროტესტეს. კონსულტაციები პარლამენტში 14 ივლისს, გვიან ღამემდე გრძელდებოდა, რის შემდეგაც გამოაცხადეს, რომ სპეციალურ მმართველს აქციებისა და წილების გასხვისება აღარ შეეძლება. თუმცა, კანონპროექტში დარჩა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ ავტორიზებულმა პირმა გარიგება, რომელიც მის წილებს შეეხება და 5%-ს აღემატება, კომისიას წინასწარ უნდა შეატყობინოს. ამ მოთხოვნის დარღვევისთვის კომპანიას სანქცია-ჯარიმები დაეკისრება და დაინიშნება სპეციალური მმართველი. პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტი დაჩქარებული წესით მიიღო. კანონში ცვლილებებს პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. 

საკომუნიკაციო კომპანიები მიიჩნევენ, რომ დროებით მმართველს ისევ ექნება განუსაზღვრელი უფლებები, შეეძლება, გააუქმოს კომპანიაში უკვე დადებული კონტრაქტები, განკარგოს კომპანიის მოგება, გაანაწილოს დივიდენდები, მოხსნას და დანიშნოს თანამშრომლები. სპეციალური მმართველი კომპანიის გასხვისებულ წილებს უკან ვერ დააბრუნებს, მაგრამ შეუძლია კომპანია ფინანსურად დააზარალოს. საკომუნიკაციო კომპანიები აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები საქართველოს ართმევს საინვესტიციო პერსპექტივას. Neqsol Holding-ი აცხადებს, რომ საქართველოში დიდი ინვესტიციის ჩადებას აპირებს. კერძოდ, გეგმავს 200-მილიონიანი ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებას, რაც ევროპიდან საქართველოს გავლით ისტორიული აბრეშუმის გზის პროექტის აღდგენას გულისხმობს. 

„დაჩქარებული წესით ამ ცვლილებების მიღება, თავისთავად, წარმოშობს ეჭვს, რომ   წინასაარჩევნოდ დაინახეს პრობლემა, რომელიც ადრე არ შეუნიშნავთ. ცხადია, რომ ეს ცვლილება გოჩა მაქაცარიას ბიზნესს უკავშირდება, რომელიც კახი კალაძესთან დაახლოებულ ჯგუფს წარმოადგენს. მიზანი იყო ის, რომ წინაასარჩევნოდ მომხდარიყო ფინანსური ნაკადების კონტროლი და, საჭიროების შემთხვევაში, ის ყოფილიყო შეზღუდული. სხვა პრობლემას ვერ ვხედავ. კომპანიას ეუბნებოდნენ, წილი უკან დააბრუნე და კომისიის ტრანზაქციაზე თანხმობა ამ ცვლილების შემდეგ ითხოვეო. ცხადია, რომ მერე თანხმობას აღარ მისცემდნენ. კომუნიკაციების კომისიამ კავკასუს ონლაინის მიერ წილის გაყიდვაზე რამდენიმე სანქცია გამოიყენა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ამ პრობლემაზე არ უსაუბრია. ახლა რა შეიცვალა? არჩევნები მოახლოვდა. ამგვარი გადაწყვეტილებები ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ძალიან აზარალებს“, – ამბობს იურისტი ლევან ალაფიშვილი. 

იურისტები ფიქრობენ, რომ კანონში ცვლილებების მიზანი მხოლოდ ინტერნეტ- ან მობილური პროვაიდერების კონტროლი არ არის, ის მაუწყებლთა ნაწილის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ცენზურის შემოტანის მცდელობაა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, კანონი ყველა მაუწყებელში სპეციალური მმართველის დანიშვნას პირდაპირ არ გულისხმობს, მაგრამ არ გამორიცხავს ამას რეგიონულ მაუწყებლებში. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  რა ინტერპრეტაციას მისცემს კანონს კომისია.

თეგები Neqsol Holdingახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაკავკასუს ონლაინიკახი ბექაურიკომუნიკაციების კომისიალევან ალაფიშვილი

ასევე

tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
Elven Technologies
ბიზნესი და ეკონომიკა

Elven Technologies ცეცხლის წინააღმდეგ: ვინ არიან ქართველი ტარგარიანები

24 თებერვალი 2021
britannica.com
ბიზნესი და ეკონომიკა

რა არის საფონდო ბირჟა?

23 თებერვალი 2021
Metro Logistics
ბიზნესი და ეკონომიკა
სპონსორის კონტენტი

Metro Logistics – სწრაფად მზარდი ქართული კომპანია

23 თებერვალი 2021
MATTHEW STAVER/BLOOMBERG/GETTY IMAGES
მთავარი ამბავი

რაღა უნდა ქნა Amazon-ის დირექტორობის შემდეგ?

22 თებერვალი 2021
tabula.ge
IMPACT

500 სიტყვაში: ქუთაისის პარლამენტი, რიყის დოქები, პრეზიდენტის სასახლე

22 თებერვალი 2021
Giorgi Cyxymu Jakhaia / Facebook
IMPACT

ვინ არის ბიჭი, რომელმაც მარსზე ოკუპაციის ამბავი ჩაიტანა

20 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი