BusinessFeed
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
No Result
View All Result
Business Feed
No Result
View All Result

ვინ არის ბიჭი, რომელმაც მარსზე ოკუპაციის ამბავი ჩაიტანა

Giorgi Cyxymu Jakhaia / Facebook

Giorgi Cyxymu Jakhaia / Facebook

ლევან შაყულაშვილი ავტორი: ლევან შაყულაშვილი
20 თებერვალი 2021
1 წუთში წასაკითხი
0

აფზახეთი საქართველოა! სოხუმელმა ეკონომისტმა და ბლოგერმა გიორგი ჯახაიამ მოახერხა, რომ ეს ფრაზა წითელ პლანეტაზე მოხვედრილიყო.
ეს იდეა გიორგის მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ნასას პროექტის შესახებ გაიგო. ორგანიზაცია ახალი როვერის (მარსმავალის), სახელად პერსევერანსის მარსზე გაშვებას აპირებდა. მსურველებს კი საშუალებას აძლევდა, ერთგვარი „ბილეთები შეეძინათ“ და მათი მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ნასასთვის მიეწოდებინათ. გიორგიმ საკუთარი სახელისა და გვარის ჩაწერის ნაცვლად, კითხვარის შევსება განსხვავებულად გადაწყვიტა. ასე აღმოჩნდა მარსზე ბილეთი წარწერით – ABKHAZIA IS GEORGIA. WE WILL COME BACK

გიორგი ამბობს, რომ რუსულ პლატფორმებზე მუდმივად წერდა აფზახეთის ომზე, დევნილებსა და ქართველების სხვა ტრაგედიებზე. ამის ერთ-ერთი მიზანი რუსი მოქალაქეებისთვის რეალობის ჩვენება იყო, რაც ბევრი მათგანისთვის სიახლე აღმოჩნდა.

„ესაა ჩემთვის საშუალება, ხალხს ჩვენი სიმართლე გავაგებინო.“

გიორგი წარმოშობით სოხუმიდანაა და აფხაზეთს მუდამ დიდი სიყვარულით იხსენებს.

„აფზახეთი ჩემი სამშობლოა. იქ დავიბადე და გავიზარდე. თუმცა, ახლა ვეღარ ჩავდივარ. ვცდილობ, ვირტუალურ პლატფორმებზე მაინც შევძლო ქართველებისა და აფხაზების დაკავშირება. მათ საუბარში შუამავლის როლი შევითავსო. ეს არაა იოლი საქმე, რადგან ორივე მხარეს დაძაბულობა და უნდობლობაა, თუმცა, ნელ-ნელა რაღაც მაინც გამოდის. განვლილ ომსა და მშვიდობის დამყარების თაობაზე ბლოგს უკვე 15 წელია, რაც ვწერ.“

თქმა რომ შეეძლოს, აფხაზებს ეტყოდა, რომ აუცილებლად დავბრუნდებით:
„ჩვენ მხარეს არის სიმართლე, ჩვენ მხარეს არის სამართლიანობა! და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენს სახლებში. ჩვენ არასდროს მივატოვებთ ჩვენს სახლებს, საფლავებს და სამშობლოს. სამშობლოს არ ყიდიან! შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ საქართველო ოდესმე აღიარებს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რომ დევნილები უარს იტყვიან საკუთარ სახლებზე… ეს არასოდეს მოხდება. სწორედ ამ აზრების წინააღმდეგ ვიბრძვი.“

გიორგი ფიქრობს, რომ  აუცილებელია ამ საკითხზე  ცნობიერების ამაღლება, სწორედ ამიტომ რუსულად წერს:

 „მე რუსულ ენაზე ვწერ, რადგან ეს ენა ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტად მიმაჩნია, რომლითაც ორივე მხარესთან მექნება კომუნიკაცია. ხშირია ჩვენი მხრიდან არასწორი პოლიტიკური ნაბიჯებიც, რის გამოც ქართველების სათქმელს ისინი ხშირად სწორად ვერ იგებენ. ახალმა თაობამ, რომელიც აქ დაიბადა და გაიზარდა, რუსული ენა არ იცის, იქ მყოფებს კი ქართული არ ესმით. ამიტომ რთულია ახალგაზრდების ერთმანეთთან დაკავშირება, დიდი განსხვავებაა მენტალიტეტებს შორისაც. უფროს თაობაში ეს ბარიერი შედარებით სუსტია. მართალია, ახალგაზრდებს ძალიან დიდი პოტენციალი აქვთ, თუმცა, ამჟამად ერის ერთმანეთისგან დაშორება ცალსახაა. დროს ვკარგავთ! ამ პრობლემაზე მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.“

კითხვაზე, თუ რა რეაქცია ექნებოდათ მარსელებს ნასას ამ პროექტზე, გიორგიმ ასე მიპასუხა:

„ალბათ გაუკვირდებოდათ, ამდენ ტექნიკას თუ გვიგზავნიან, ბარემ ჩამოვიდნენო.“

თეგები NASAგიორგი ჯახაიამარსიპერსევერანსი

ასევე

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
Freepik
COVID - 19

რა არის COVAX

1 მარტი 2021
Rich Metals Group
IMPACT

რატომაა საჭირო ბუნებრივი რესურსების სრული აღწერა?

1 მარტი 2021
BBC
მთავარი ამბავი

რა არის Clubhouse?

26 თებერვალი 2021
tony-shostak/unsplash.jpg
IMPACT

რა ეკონომიკურ პოტენციალს გვართმევს ოკუპაცია

26 თებერვალი 2021
IMPACT

ქართული ბონი: პირველი ეროვნული ფულის ერთეული

25 თებერვალი 2021
ბიზნესი და ეკონომიკა

ეკონომიკური კრიზისები – ბიზნესმენის რჩევები ბიზნესს

24 თებერვალი 2021
კომენტარი

სხვა პუბლიკაციები

Wikipedia
IMPACT

ევრაზიის კავშირი in a nutshell

2 მარტი 2021
naec.ge გამოცდების ეროვნული ცენტრი
IMPACT

რას მოგვცემს სკოლის ნიშნები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2 მარტი 2021
მულტიმედია

Never Back To USSR

1 მარტი 2021

Loading
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი

12+ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია

  • მთავარი

  • COVID – 19
  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტექნოლოგიები
  • სტარტაპები
  • წარმატების ისტორიები
  • ბლოგი
  • მულტიმედია
  • LIFESTYLE
  • IMPACT
  • ————————————
  • ჩვენ შესახებ
  • ჩვენი გუნდი
  • მასალის გამოყენების პირობები
  • რეკლამა
  • კონტაქტი